მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 19:23

22. და ვითარცა ესმა სიტყუაჲ ესე ჭაბუკსა მას, წარვიდა მწუხარე, რამეთუ იყო იგი მდიდარ ფრიად.23. ხოლო იესუ ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მდიდარი ძნიად შევიდეს სასუფეველსა ცათასა.24. და მერმე გეტყჳ თქუენ: უადვილეს არს აქლემი განსლვად ჴურელსა ნემისისა, ვიდრე მდიდარი შესლვად სასუფეველსა ცათასა.
სახარებაჲ მათესი თავი 19
23. ხოლო იესუ ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მდიდარი ძნიად შევიდეს სასუფეველსა ცათასა.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იესუ ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მდიდარი ძნიად შევიდეს სასუფეველსა ცათასა. და მერმე გეტყჳ თქუენ: უადვილეს არს მანქანის საბელი განსლვად ჴურელსა ნემსისასა, ვიდრე მდიდარი შესლვად სასუფეველსა ცათასა“ (19,23-24).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: არა საფასეთა ზედა დასდებს ბრალობასა, არამედ შეპყრობილთა სიყუარულითა მათითა. ხოლო უკუეთუ მდიდარი ძნიად შევიდეს, ანგაჰრისათჳს რაჲ-მე ვთქუათ? უკუეთუ არამიცემაჲ გლახაკთაჲ საფასეთა თჳსთაჲ დამაყენებელ არს შესლვად სასუფეველსა, მოხუეჭაჲ სხუათაგან რავდენ უმეტესად შეკრებს ცეცხლსა თავსა ზედა მიმხუეჭელ-თასა? ხოლო დაღაცათუ თქუა, ვითარმედ: „ძნიად შევიდენ“, არამედ მეყსეულად გამოაჩინა სრულიად შეუძლებელი იგავითა მით ნემსისაჲთა; გარნა შეუძლებელი იგი კაცთაგან ღმრთისა მიერ შესაძლებელ არს.

მათეს სახარების განმარტება - თავი XIX
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
19:23-26 — აქლემი და ნემსის ყუნწი — მდიდართა ხსნა:

23-24. ხოლო იესუ ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მდიდარი ძნიად შევიდეს სასუფეველსა ცათასა. და მერმე გეტყჳ თქუენ: უადვილეს არს აქლემი განსლვად ჴურელსა ნემისისა, ვიდრე მდიდარი შესლვად სასუფეველსა ცათასა. - მდიდარი, ვიდრე მას ჭარბი ქონება აქვს, მაშინ, როცა სხვებს აუცილებელიც აკლია, ცათა სასუფეველში ვერ შევა. ხოლო უკეთუ ყოველივეს დათმობს, ცხადია, სასუფეველში კი შევა, მაგრამ მდიდარი აღარ იქნება, რადგან ბევრის მქონეს იქ შესვლა ისევე არ შეუძლია, როგორც აქლემს ნემსის ყუნწში გაძვრომა. დაუკვირდი, რომ ქრისტემ ზემოთ თქვა: ძნელად შევაო, აქ კი ამბობს, რომ საერთოდ ვერ შევა. ზოგიერთები აქლემში ცხოველს კი არ გულისხმობენ, არამედ მსხვილ თოკს, რომელსაც მეზღვაურები ღუზის ჩაშვებისას იყენებენ.

25-26. ვითარცა ესმა ესე მოწაფეთა მისთა, განუკჳრდებოდა ფრიად და იტყოდეს: და ვის-მე ჴელ-ეწიფების ცხოვნებად? მიჰხედა იესუ და ჰრქუა მათ: კაცთაგან შეუძლებელ არს ესე, ხოლო ღმრთისა მიერ ყოველივე შესაძლებელ არს. - მოწაფეებმა, რომელნიც კაცთმოყვარენი იყვნენ, ეს საკუთარი თავისთვის კი არ იკითხეს (რადგანაც თვითონ ღარიბები იყვნენ), არამედ საერთოდ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი თ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ თ ვეცხლისმოყუარებისათჳს:

...ლადვე პალატად შემოსლვად, არცა პატივისა მიღებად ჩემ მიერ, არამცა ყოველივე განაბნიეთა? ხოლო უკუეთუ ქუეყანისა პალატისაგან და პატივთა წარმავალთაგან არაგანვრდომისათჳს მზა ვართ ყოვლისავე საფასისა დათხევად, რაჲ არს ესე, რომელ ქრისტე დღითი-დღე გჳბრძანებს, ვითარმედ: „ძნიად შევიდენ მდიდარნი კარსა სასუფეველისასა“, და არა შეურაცხ-ვჰყოფთ საფასეთა, არცა განვაგდებთ ჩუენგან, რაჲთა ღირს ვიქმნეთ კადნიერებით შესლვად სასუფეველსა ცათასა. და ვითარ ღირს ვიქმნეთ ჩუენ წყალობასა, რომელნი ესრეთ შევიტკბობთ განმყრელსა მას ჩუენსა სასუფეველისაგან და არა კიდობნებსა შინა ოდენ ვჰმალავთ, არამედ მიწასა შინაცა დავფლით. ჯერ-იყო, რაჲთამცა ფასისსაცავსა მას ზეცისასა მივეცით იგი ნამარხევად. ხოლო აწ ეგრეთ ვიქმთ, ვითარმცა მუშაკსა უგუნურსა ვინ მისცის თესლი დათესვად ქუეყანასა კეთილსა, ხოლო მან წარიღომცა და შთაასხა იგი მღჳმესა ერთსა, რაჲთა არცა მას ერგოს და იფქლიცა იგი დალპეს და წარწყმდეს.

არამედ იტყჳან ვეცხლისმოყუარენი მიზეზსა ცუდსა და ამაოსა: დიდი ნუგეშინის-ცემაჲ არსო, ოდეს საფასე ჩუენი ვიცოდით უცთომელსა და უცნაურსა ადგილსა დამარხულად. ხოლო მე ვიტყჳ, ვითარმედ: უფროჲსად იგი არს ნუგეშინის-ცემაჲ დიდი, ოდეს ვიცოდით, თუ არა არს საფასე ჩუენი დამარხული, რამეთუ რომელთა საფასენი...

სრულად ნახვა