თ ა რ გ მ ა ნ ი: არა დაუტევა სახიერმან მან მოსე ბრალობასა შინა, არამედ მიუთხრა მიზეზი სიტყჳსა მისისაჲ, რამეთუ მას თავადსა ებრძანა მოსესა ესევითარისა მის შჯულისა დადებად; ამისთჳს მიზეზი და ბრალი საქმისაჲ მის თავსა ზედა ჰურიათასა დაკრიბა, ვითარმედ „გულფიცხელობისათჳს თქუენისაო გიბრძანა მოსე განტევებაჲ ცოლთა თქუენთაჲ“, რაჲთა არა მკლველ იქმნეთ მეუღლეთა თქუენთა. ამისთჳს ესრეთ თქუა, რაჲთა არა უძჳრესსა ბრალსა შთასცჳვეთ, ხოლო დასაბამითგან არა იყო ესე წესი; ამით ცანთ, რამეთუ უკეთურებისა და გულფიცხელობისათჳს თქუენისა თქუა მოსე მიცემად წიგნი განტევებისაჲ და განტევებად ცოლთა თქუენთა, ვითარცა სხუასა ადგილსა განმარტებაჲ ამის სიტყჳსაჲ გჳთქუამს. ხოლო აწ ისმინეთ შემდგომიცა:
სახარებაჲ მათესი 19:7
6. ვითარმედ არღარა არიან ორ, არამედ ერთ ჴორც. აწ უკუე რომელნი-იგი ღმერთმან შეაუღლნა, კაცი ნუ განაშორებს.7. ხოლო მათ ჰრქუეს მას: რაჲსათჳს უკუე მოსე ამცნო წიგნი განტევებისაჲ მიცემად და განტევებად?8. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ, რამეთუ: მოსე გულ-ფიცხელობისა თქუენისათჳს გიბრძანა განტევებაჲ ცოლთა თქუენთაჲ, ხოლო დასაბამსა არა ეგრე იყო.
სახარებაჲ მათესი თავი 19