მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 19:8

7. ხოლო მათ ჰრქუეს მას: რაჲსათჳს უკუე მოსე ამცნო წიგნი განტევებისაჲ მიცემად და განტევებად?8. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ, რამეთუ: მოსე გულ-ფიცხელობისა თქუენისათჳს გიბრძანა განტევებაჲ ცოლთა თქუენთაჲ, ხოლო დასაბამსა არა ეგრე იყო.9. ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ: რომელმან განუტეოს ცოლი თჳსი თჳნიერ სიძვისა და სხუაჲ შეირთოს, იმრუშებს; და რომელმან განტევებული შეირთოს, იგიცა იმრუშებს.
სახარებაჲ მათესი თავი 19
8. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ, რამეთუ: მოსე გულ-ფიცხელობისა თქუენისათჳს გიბრძანა განტევებაჲ ცოლთა თქუენთაჲ, ხოლო დასაბამსა არა ეგრე იყო.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „თქუმულ არს: რომელმან განუტეოს ცოლი თჳსი, მიეცინ მას განსატევებელი. ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ: ყოველმან, რომელმან განუტეოს ცოლი თჳსი თჳნიერ სიტყჳსა სიძვისა, მან ამრუშა იგი; და რომელმან განტევებული შეირთოს, მანცა იმრუშა“ (5,31-32).:

...თა თჳსთა მოკლვად? ამისთჳს შეუნდო უმცირესისა ამის უწესოებისა ყოფად, რაჲთა არა უძჳრესი იგი აღასრულონ.

და რაჲთა სცნა, ვითარმედ ამის ესევითარისა უკეთურებისა მათისათჳს მიუშუა წესისა მის მიღებად, ისმინე, რასა იტყჳს უფალი სხუასა ადგილსა, ვითარმედ: „მოსე გულფიცხელობისა თქუენისათჳს გიბრძანა განტევებაჲ ცოლთა თქუენთაჲ“, რაჲთა არა მახჳლითა მოსწყჳდნეთ იგინი.

ხოლო ვინაჲთგან ახალი ესე და მაღალი რჩულის-დებაჲ შორის მოიღო მაცხოვარმან და განრისხებაჲცა განაშორა ბრძანებითა თჳსითა, არა თუ კაცის-კლვაჲ ოდენ, და გუამცნო ყოლადვე არა მონებად გულისწყრომასა ანუ გულისთქუმასა, ამისთჳს აწ ჯეროვნად ესეცა შჯულად დადვა, რაჲთა არავის ჴელ-ეწიფებოდის განტევებად ცოლისა თჳსისა და სხჳსა შერთვად, რამეთუ განტევებულსა მას ამრუშებს, და რომელმან განტევებული შეირთოს, იმრუშა; რაჲთა ესმას დედათა, ვითარმედ სხჳსა ქმრისა ცოლ-ყოფაჲ მრუშება არს, არამედ თანააც ანუ პირველისავე ქმრისა მისლვად, ანუ უქორწინებელად ყოფაჲ, რაჲთა ესრეთ თჳსისავე მეუღლისა მიიქცეს ანუ უქორწინებელად ეგოს, რამეთუ სხჳსა ქმრისა შერთვად არა ჴელ-ეწიფების.

ხოლო ესე ნუ გიკჳრს, რომელ არა ყო ყოლადვე სიტყუაჲ დედათა მიმართ, რამეთუ ყოველივე, რომელიცა მამათა ამცნო, დედათაცა დაუდვა მცნებად. ხოლო კეთილად თქუა „თჳნიერ სიტყჳსა სი...

სრულად ნახვა