თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან ყოვლით კერძო პირი დაუყო მათ, ჴელმწიფებით აწ ბრძანებს, ვითარმედ: თჳნიერ სიძვისა სხჳსა რაჲსმე მიზეზისათჳს განტევებაჲ ცოლისაჲ და სხჳსა შერთვაჲ მრუშება არს და ყოვლადვე უჯერო. რამეთუ შჯულმან მოსესმან ფრიადისა მის უკეთურებისათჳს ჰურიათაჲსა თქუა განტევებაჲ ცოლისაჲ ყოვლისავე ბრალისათჳს, რაჲთა არა მკლველ მეუღლეთა თჳსთა იქმნენ, და განტევებაჲ ჴელისწერილითა, რაჲთა არღარა ჴელ-ეწიფებოდის შერთვად მისა, და იქმნას დაუცხრომელი უშჯულოებაჲ; ხოლო ქრისტე ბრძანებს მეძვისა განშორებად, რაჲთა არა განრყუნილებაჲ იქმნას ნათესავისაჲ. ხოლო სხჳსა რომლისავე მიზეზისათჳს დატევებად ცოლისა და სხჳსა შერთვად არა შეუნდობს, არამედ გინა თუ უძლურებაჲ შეემთხჳოს ჴორციელი, გინა თუ მრისხანე იყოს, გინა თუ გონებაცთომილ, ანუ სხუაჲ რაჲმე ნაკლულევანებაჲ სჭირდეს, ყოვლისავე თავსდებაჲ ჯერ-არს და განმართებაჲ, არა თუ განშორებაჲ და სხჳსა შერთვაჲ, რამეთუ ესე უჯეროება არს, ვითარცა მოციქული წამებს, ვითარმედ: „ცოლი ქმრისაგან ნუ განეშორებინ. უკუეთუ განეშოროს, ეგენ უქმროდ, გინა ქმარსავე დაეგენ; და ქმარი ცოლსა ნუ დაუტეობნ“.
სახარებაჲ მათესი 19:9
8. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ, რამეთუ: მოსე გულ-ფიცხელობისა თქუენისათჳს გიბრძანა განტევებაჲ ცოლთა თქუენთაჲ, ხოლო დასაბამსა არა ეგრე იყო.9. ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ: რომელმან განუტეოს ცოლი თჳსი თჳნიერ სიძვისა და სხუაჲ შეირთოს, იმრუშებს; და რომელმან განტევებული შეირთოს, იგიცა იმრუშებს.10. ჰრქუეს მას მოწაფეთა მისთა: უკუეთუ ესოდენი ბრალი არს კაცისაჲ დედაკაცისა თანა, არა შეჰგავს ქორწინებაჲ.
სახარებაჲ მათესი თავი 19