თ ა რ გ მ ა ნ ი: აჰა ესერა შემდგომად განსაცდელისა მის მოვიდა ნუგე-შინის-ცემაჲცა, რამეთუ არღარა ეტყჳს, თუ: ივლტოდე, არამედ: „წარვედო ქუეყანად ისრაჱლისა“; და მოიქცეს უცხოებისა მისგან სოფლად თჳსად და მკლველი იგი ყრმათაჲ იხილეს მოკლული. ხოლო მო-რაჲ-ვიდეს სახედ თჳსა, კუალად ნეშტი პოეს პირველთა მათ განსაცდელთაჲ, რამეთუ ძე მძლავრისაჲ მის მეფობდა ჰურიასტანს, ვითარცა ესერა აღმოვიკითხეთ:
სახარებაჲ მათესი 2:19
18. ჴმაჲ ჰრამაჲთ ისმა გოდებისა და ტირილისა და ტყებისაჲ მრავალი; რაქელ სტიროდა შვილთა თჳსთა და არა უნდა ნუგეშინის-ცემის, რამეთუ არა არიან.19. ხოლო რაჟამს აღესრულა ჰეროდე, აჰა ანგელოზი უფლისაჲ გამოეცხადა ჩუენებით იოსებს ეგჳპტეს20. და ჰრქუა: აღდეგ და წარიყვანე ყრმაჲ ეგე და დედაჲ მაგისი და წარვედ ქუეყანად ისრაჱლისა, რამეთუ მოსწყდეს, რომელნი ეძიებდეს სულსა მაგის ყრმისასა.
სახარებაჲ მათესი თავი 2