მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 2:23

22. და ვითარცა ესმა, რამეთუ არქელაოს მეფობს ჰურიასტანს ჰეროდეს წილ, მამისა თჳსისა, შეეშინა მისლვად მუნ და ბრძანებაჲ მოიღო ჩუენებით და წარვიდა კერძოთა გალილეაჲსათა.23. და მივიდა და დაეშენა ქალაქსა შინა, რომელსა ჰრქჳან ნაზარეთ, რაჲთა აღესრულოს თქუმული წინასწარმეტყუელისა მიერ, ვითარმედ: ნაზარეველ ეწოდოს.
სახარებაჲ მათესი თავი 2
23. და მივიდა და დაეშენა ქალაქსა შინა, რომელსა ჰრქჳან ნაზარეთ, რაჲთა აღესრულოს თქუმული წინასწარმეტყუელისა მიერ, ვითარმედ: ნაზარეველ ეწოდოს.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი თ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იგი აღდგა და წარმოიყვანა ყრმაჲ იგი და დედაჲ მისი და მოვიდა ქუეყანად ისრაჱლისა. და ვითარცა ესმა, რამეთუ არქელაოზ მეფობს ჰურიასტანს ჰეროდეს წილ, მამისა მისისა, შეეშინა მისლვად მუნ; და ბრძანებაჲ მოიღო ჩუენებით და წარვიდა ქუეყანად გალილეაჲსა. და მოვიდა და დაეშენა ქალაქსა, რომელსა ჰრქჳან ნაზარეთ, რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი წინაწარმეტყუელისა მიერ, ვითარმედ: ნაზარეველ ეწოდოს“ (2,21-23).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარ მეფობდა არქელაოზ ჰურიასტანს, სამთავროსა მას პონტოელისა პილატესსა? ამისთჳს, რამეთუ ახლად მომკუდარ იყო ჰეროდე და არღა განყოფილ იყო სამეფოჲ იგი მრავალ სამთავროდ, არცა მოვლინებული იყო ჯერეთ კეისრისა მიერ პონტოელი პილატე, არამედ მო-რაჲ-კუდა ჰეროდე, მეყსეულად დაიპყრა ადგილი მისი ძემან მისმან ჰეროდეს წილ, მამისა თჳსისა. რამეთუ ძმასაცა მისსა ესრეთვე ეწოდებოდა, ამისთჳს თქუა მახარებელმან: „ჰეროდეს წილ, მამისა თჳსისა“. ხოლო ვინაჲთგან ჰურიასტანს მისლვად შეეშინა არქელაოზისთჳს, ჯერ-იყო გალილეასცა შიში ჰეროდესთჳს, ძმისა მისისა. ესე ამისთჳს ქმნა, რაჲთა შეცვალებითა მით სოფლისაჲთა დაიფაროს საქმე იგი. რამეთუ გულისწყრომაჲ და რისხვაჲ მათ მძლავრთაჲ ყოველივე ბეთლემისა მიმართ იყო და საზ-ღვართა მისთა, და მოწყუედასა მას შინა ყრმათასა ჰგონებდა არქელაოზ, ვითარმედ რომელსა ეძიებდეს მოკლვად, იგიცა მათ თანა მოიკლა. და კუალად, იხილა რაჲ მამაჲ თჳსი ესევითარითა ბოროტითა სიკუდილითა მომკუდარი, ვერღარა იკადრებდა შეძინებად სხჳსაცა ურჩულოებისა, რაჲთა არა მასცა ეგრეთვე შეემთხჳოს.

ხოლო იოსებ მოვიდა ნაზარეთად, ერთად - შიშისათჳს არქელაოზისა, და მეორედ -...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი II
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
2:19-23 — დაბრუნება და ნაზარეთში დამკვიდრება:

19. ხოლო რაჟამს აღესრულა ჰეროდე. - მწარე აღსასრული ჰქონდა ჰეროდეს: ბოროტი სული ცხელებით, მუცლის გვრემით, ქავილით ამოხდა; ფეხები მოეღრიცა, სარცხვინელი დაულპა, მატლი დაეხვია, ჭირდა ქოშინი, კანკალი და სხეულის ნაწილები უცახცახებდა.

19-20. აჰა ანგელოზი უფლისაჲ გამოეცხადა ჩუენებით იოსებს ეგჳპტეს და ჰრქუა: აღდეგ და წარიყვანე ყრმაჲ ეგე და დედაჲ მაგისი და წარვედ ქუეყანად ისრაჱლისა. - არ ეუბნება ილტვოდეო, არამედ "წარვედ"-ო, რადგან საშიშროება უკვე აღარ არსებობდა.

რამეთუ მოსნყდეს, რომელნი ეძიებდეს სულსა მაგის ყრმისასა. - სადაა აპოლინარიოსი, რომელიც ამბობდა, რომ უფალს არ მიუღიაო სული კაცისა? რამეთუ აქ იგი იმხილება.

21-22. ხოლო იგი აღდგა და წარმოიყვანა ყრმაჲ იგი და დედაჲ მისი და მოვიდა ქუეყანად ისრაჱლისა. და ვითარცა ესმა, რამეთუ არქელაოს მეფობს ჰურიასტანს ჰეროდეს წილ, მამისა თჳსისა, შეეშინა მისლვად მუნ.- ჰეროდეს სამი ვაჟი დარჩა: ფილიპე, ანტიპა და არქელაოსი. არქელაოსს მეფობა უბრძანა, ბოლო დანარჩენებს ტეტრარქონტობა (მეოთხედ-მთავრობა). იოსებს ისრაელის ქვეყანაში ანუ იუდეაში დაბრუნებისა შეეშინდა. რადგან არქელაოსი მამას ჰგავდა, ხოლო...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის