მოვიდა რაჲ გალილეაჲთ, არა მეყსეულად აღვიდა იერუსალჱმდ, არამედ პირველად ქმნნა სასწაულნი და ასწავა მოწაფეთა უპოვარებისათჳს და ქალწულებისათჳს და სიმდაბლისათჳს და მისაგებელისათჳს მათისა, რომელთა სახელისა მისისათჳს ყოველივე დაუტეონ და ცხორებაჲ საუკუნოჲ მოიყიდონ, და ამისა შემდგომად წარემართა იერუსალჱმდ. და აღვიდოდა რაჲ, იწყო სიტყუად მოწაფეთა მიმართ ვნებისა თჳსისათჳს, რამეთუ ზედაჲსზედა აღუჴსენებდა სიტყუასა ამას, რაჲთა მწუხარებაჲ მათი განუქარვოს და რაჲთა დააჩჳოს გონებაჲ მათი წურ-თად საქმესა მას, და არა მოულოდებელად მოწევნამან მისმან უმეტესად შეაშფოთნეს იგინი. ხოლო თჳსაგან წარიყვანნა იგინი და იწყო სიტყუასა მას, რამეთუ არა ჯერ-იყო ერისა მიმართ ჯერეთ ვნებისა მისისათჳს სიტყუად. მიუთხრა ერსაცა ამის ჯერისათჳს, არამედ მიფარულადრე, ვითარ-იგი თქუა: „დაჰჴსენით ტაძარი ესე, და მესამესა დღესა აღვადგინო იგი“. და კუალად: „სასწაულსა ეძიებსო ნათესავი ესე, და სასწაული არა მიეცეს მას, გარნა სასწაული იონა წინაჲსწარმეტყუელისაჲ“. და ესევითართა სიტყუათა ეტყოდა იგავით...
სახარებაჲ მათესი 20:18
17. და ვითარცა აღვიდოდა იესუ იერუსალჱმდ, წარიყვანნა ათორმეტნი იგი მოწაფენი თჳსაგან და მგზავრ ეტყოდა მათ:18. აჰა ესერა აღვალთ იერუსალჱმდ, და ძე კაცისაჲ მიეცეს მღდელთ-მოძღუართა და მწიგნობართა, და დასაჯონ იგი სიკუდილად.19. და მისცენ იგი წარმართთა კიცხევად და ტანჯვად და ჯუარ-ცუმად, და მესამესა დღესა აღდგეს.
სახარებაჲ მათესი თავი 20