მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 20:19

18. აჰა ესერა აღვალთ იერუსალჱმდ, და ძე კაცისაჲ მიეცეს მღდელთ-მოძღუართა და მწიგნობართა, და დასაჯონ იგი სიკუდილად.19. და მისცენ იგი წარმართთა კიცხევად და ტანჯვად და ჯუარ-ცუმად, და მესამესა დღესა აღდგეს.20. მაშინ მოუჴდა იესუს დედაჲ ძეთა ზებედესთაჲ ძეთა მისთა თანა, თაყუანის-სცემდა მას და ითხოვდა რასმე მისგან.
სახარებაჲ მათესი თავი 20
19. და მისცენ იგი წარმართთა კიცხევად და ტანჯვად და ჯუარ-ცუმად, და მესამესა დღესა აღდგეს.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვითარცა აღვიდოდა იერუსალჱმდ, წარიყვანნა ათორმეტნი იგი მოწაფენი თჳსაგან და მგზავრ ეტყოდა მათ: აჰა ესერა აღვალ იერუსალჱმდ, და ძე კაცისაჲ მიეცეს მღდელთმოძღუართა და მწიგნობართა, და დასაჯონ იგი სიკუდილდ. და მისცენ იგი წარმართთა კიცხევად და ჯუარ-ცუმად, და მესამესა დღესა აღდგეს“ (20,17-19).:

მოვიდა რაჲ გალილეაჲთ, არა მეყსეულად აღვიდა იერუსალჱმდ, არამედ პირველად ქმნნა სასწაულნი და ასწავა მოწაფეთა უპოვარებისათჳს და ქალწულებისათჳს და სიმდაბლისათჳს და მისაგებელისათჳს მათისა, რომელთა სახელისა მისისათჳს ყოველივე დაუტეონ და ცხორებაჲ საუკუნოჲ მოიყიდონ, და ამისა შემდგომად წარემართა იერუსალჱმდ. და აღვიდოდა რაჲ, იწყო სიტყუად მოწაფეთა მიმართ ვნებისა თჳსისათჳს, რამეთუ ზედაჲსზედა აღუჴსენებდა სიტყუასა ამას, რაჲთა მწუხარებაჲ მათი განუქარვოს და რაჲთა დააჩჳოს გონებაჲ მათი წურ-თად საქმესა მას, და არა მოულოდებელად მოწევნამან მისმან უმეტესად შეაშფოთნეს იგინი. ხოლო თჳსაგან წარიყვანნა იგინი და იწყო სიტყუასა მას, რამეთუ არა ჯერ-იყო ერისა მიმართ ჯერეთ ვნებისა მისისათჳს სიტყუად. მიუთხრა ერსაცა ამის ჯერისათჳს, არამედ მიფარულადრე, ვითარ-იგი თქუა: „დაჰჴსენით ტაძარი ესე, და მესამესა დღესა აღვადგინო იგი“. და კუალად: „სასწაულსა ეძიებსო ნათესავი ესე, და სასწაული არა მიეცეს მას, გარნა სასწაული იონა წინაჲსწარმეტყუელისაჲ“. და ესევითართა სიტყუათა ეტყოდა იგავით...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XX
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
20:17-23 — ვნების წინასწარმეტყველება და ზებედეს ძეთა თხოვნა:

17-21. და ვითარცა აღვიდოდა იესუ იერუსალჱმდ, წარიყვანნა ათორმეტნი იგი მოწაფენი თჳსაგან და მგზავრ ეტყოდა მათ: აჰა ესერა აღვალთ იერუსალჱმდ, და ძე კაცისაჲ მიეცეს მღდელთ-მოძღუართა და მწიგნობართა, და დასაჯონ იგი სიკუდილად. და მისცენ იგი წარმართთა კიცხევად და ტანჯვად და ჯუარ-ცუმად, და მესამესა დღესა აღდგეს. მაშინ მოუჴდა იესუს დედაჲ ძეთა ზებედესთაჲ ძეთა მისთა თანა, თაყუანის-სცემდა მას და ითხოვდა რასმე მისგან. ხოლო თავადმან ჰრქუა მას: რაჲ გნებავს? ჰრქუა მას: თქუ, რაჲთა დასხდენ ორნი ესე ძენი ჩემნი ერთი მარჯუენით შენსა და ერთი მარცხენით შენსა სასუფეველსა შენსა. - ზებედეს ძენი ფიქრობდნენ, რომ უკეთუ უფალი იერუსალიმში წავიდოდა, ამქვეყნიური მეფე გახდებოდა, რადგან ხშირად ესმოდათ, როგორ ამბობდა: იერუსალიმში ავიდეთო. განიზრახეს რა კაცობრივად, დედა დაარწმუნეს მისულიყო მასთან, რადგან თვითონ აშკარად მისვლისა შერცხვათ, თუმცა, როგორც მარკოზი გვამცნობს, ფარულად თვითონაც მივიდნენ. იგი გვეუბნება: მივიდნენ მასთან იაკობი და იოვანე, ე. ი. ისინი შეუმჩნევლად და ფარულად მისულან.

22. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არა იცით რასა ითხოვთ. ძალ-გიცა შესუმად სასუმელი,...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის