თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო სხუაჲ მახარებელი იტყჳს, ვითარმედ: „არღა იყო ჟამი ლეღჳსაჲ“. და უკუეთუ არა იყო ჟამი, ვითარ იტყჳს, მოვიდაო, რაჲთამცა პოა ნაყოფი?
ამისთჳს საცნაურ არს, ვითარმედ სიტყუაჲ ესე იჭჳსათჳს მოწაფეთაჲსა აღწერა, ვითარმედ იგინი ჰგონებდეს, თუ ამისთჳს მივიდა მისა, რაჲთამცა პოვა ნაყოფი, რამეთუ უძლურ იყვნეს და არა სრულ. და ესე ჩუეულებაჲ აქუს მახარებელთა, რომელ მრავალგზის იჭუსა მოწაფეთასა აღსწერენ, ვითარცა-ესე აწ; იგინი ჰგონებდეს, თუ ლეღჳსა პოვნად მივიდა, და ეგრეთვე ესეცა მათისავე იჭჳსა და გულისსიტყჳსა ზრახვაჲ იყო, თუ ამისთჳს დაწყევა ლეღჳ იგი, რომელ ნაყოფი არა ესხა.
რაჲსათჳს უკუე იქმნა დაწყევაჲ მისი? ესე ამისთჳს, რამეთუ ყოველსა ადგილსა ქველისმოქმედებანი აჩუენნა და არავინ სადა ტანჯა, არამედ ყოვლით კერძო და ყოველთა მიმართ სახიერ იყო და მოწყალე და ტკბილ; ხოლო ჯერ-იყო, რაჲთა გამოჩნდეს, ვითარმედ ჴელ-ეწიფების და ძალ-უც ტანჯვაჲცა, რაჲთა ცნან მოწაფეთაცა და ჰურიათაცა, ვითარმედ ძალ-ედვა განჴმობაჲ ჯუარმცუმელთა მისთაჲ და ნეფსით მიუშუა და არა განაჴმნა. ხოლო არა ენება მტანჯველისა მის ძალისა კაცთა...