თ ა რ გ მ ა ნ ი: და ვითარი შეწყობილებაჲ აქუს ამას სიტყუასა? ფრიად შუენიერი. რამეთუ უკუეთუმცა თქუეს, თუ: ზეცით იყო, მიუგომცა: „და რაჲსათჳს არა გრწმენა მისი?“ რამეთუ უკუეთუმცა ერწმუნა ამათ სიტყუათა, არამცა ეტყოდეს უფალსა, ვინაჲთგან იოვანეს ეთქუა პირველვე, ვითარმედ: „არა ღირს ვარ განჴსნად საბელსა ჴამლთა მისთასა“; ; და ვი-თარმედ: „აჰა ტარიგი ღმრთისაჲ, რომელმან აიხუნეს ცოდვანი სოფლისანი“; და ვითარმედ: „მე ვიხილე და ვწამე, რამეთუ ესე არს ძე ღმრთისაჲ“. და კუალად თქუა: „ზეგარდამომავალი ყოველთა ზედა არს“; და ვითარმედ: „ნიჩაბი ჴელთა მისთა არს, და განწმინდოს კალოჲ თჳსი“; და „მან ნათელ-გცესო სულითა წმიდითა“. და სხუაჲ ესევითარი მრავალი წამა და ქადაგა წინამორბედმან....
სახარებაჲ მათესი 21:25
23-27. და მო-რაჲ-ვიდა იგი ტაძრად, მოუჴდეს მას მღდელთ-მოძღუარნი იგი და მოხუცებულნი ერისანი, ვითარ-იგი ასწავებდა ერსა, და ჰრქუეს მას: რომლითა ჴელმწიფებითა ამას იქმ, და ვინ მოგცა შენ ჴელმწიფებაჲ ესე? მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: გკითხო მეცა თქუენ სიტყუაჲ ერთი, რომელი უკუეთუ მითხრათ მე, მეცა გითხრა თქუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ვიქმ ამას. ნათლის-ცემაჲ იოვანესი ვინაჲ იყო: ზეცით ანუ კაცთაგან? ხოლო იგინი განიზრახვიდეს თჳსაგან და იტყოდეს: უკუეთუ ვთქუათ: ზეცით იყო, გურქუას ჩუენ: რაჲსათჳს უკუე არა გრწმენა მისი? და უკუეთუ ვთქუათ: კაცთაგან, გუეშინის ერისა ამის, რამეთუ ყოველთავე ვითარცა წინაწარმეტყუელი უპყრიეს იოვანე. და მიუგეს იესუს და ჰრქუეს: არა უწყით. ჰრქუა მათ მანცა: არცა მე გითხრა თქუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ვიქმ ამას. - შეშურდათ რა მისი სჯულის მოძღვართ, როცა მან ტაძრიდან მოვაჭრენი გაყარა, მივიდნენ მასთან და ამგვარი კითხვა დაუსვეს: ვინ ხარ შენ, რომ ტაძრიდან მოვაჭრეები გააძევე? უკეთუ ეს როგორც მღვდელმა გააკეთე, შენ ხომ სამღვდელო ხარისხი არ გაქვს? ხოლო უკეთუ ასე, ვითარცა მეფე, მოიქეცი, შენ ხომ არც მეფე ხარ და კიდევაც რომ ყოფილიყავი, ასე მოქცევა...
...ვად ჩემდა“. და კუალად ამისა შემდგომად ჰკითხა რაჲ უფალმან, ვითარმედ: „ნათლის-ღებაჲ იოვანესი ვინაჲ იყო: ზეცით ანუ კაცთაგან?“ იტყოდეს იგინი: „უკუეთუ ვთქუათ: ზეცით, გურქუას ჩუენ: და რაჲსათჳს არა გრწმენა მისი? უკუეთუ ვთქუათ: კაცთაგან, გუეშინის ერისა მის“.
ამის უკუე ყოვლისაგან საცნაურ არს, ვითარმედ მივიდეს მისა და ნა-თელ-იღეს, გარნა სარწმუნოებასა მას ზედა ქადაგებისა მისისასა არა დაადგრეს; ვითარცა-იგი ღმრთისმეტყუელი იოვანე გამოაჩინებს უკეთურებასა მათსა, ვითარმედ: „მიავლინეს ჰურიათა კითხვად მისა, ვითარმედ: ვინ ხარ შენ? ელია ხარა შენ ანუ ქრისტე ხარა?“ ამისთჳსცა თქუა მახარებელმან, ვითარმედ: „მივლინებულნი იგი იყვნეს ფარისეველთაგანნი“. ხოლო ერსა მას არა ეგრეთვე ეგონაა? ჰე, ერსაცა ეგრეთ აქუნდა, გარნა ერსა მას აქუნდა გულისსიტყუაჲ იგი გონებითა მარტივითა, ხოლო ფარისეველნი ზაკუვით ჰკითხვიდეს, რამეთუ ვინაჲთგან საცნაურ იყო, ვითარმედ თესლისაგან დავითისა და ბეთლემით მომავალ იყო ქრისტე, ხოლო იგი ტომისაგან ლევიტელთაჲსა იყო, მახესა დაურწყვიდეს მას უკეთურნი იგი, რაჲთა უკუეთუ ესევითარი რაჲმე თქუ...