მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ია

წმინდა იოანე ოქროპირი

📋 სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვითარცა იხილნა ფარისეველნი იგი და სადუკეველნი, მომავალნი ნათლის-ღებად მისგან, ჰრქუა მათ: ნაშობნო იქედნეთანო, ვინ გიჩუენა თქუენ სივლტოლაჲ მომავალისა მისგან რისხვისა?“ (3,7).

ვითარ უკუე უფალი იტყჳს, ვითარმედ: „არა ჰრწმენა იოვანესი“,1 და აქა იტყჳს, ვითარმედ: „მოვიდეს ნათლის-ღებად მისგან“? ესე ამისთჳს, რამეთუ არა სარწმუნოებაჲ იყო მათი იგი მისლვაჲ მისა, ვინაჲთგან რომელსა-იგი ქადაგებდა, მისი არა ჰრწმენა, რამეთუ იგინი იტყოდეს, ვითარმედ: „გურწამს რჩული მოსესი და სიტყუანი წინაწარმეტყუელთანი“, არამედ მათიცა თქუა, ვითარმედ: „არა ჰრწმენა“, ვინაჲთგან არა შეიწყნარეს მათ მიერ ქადაგებული იგი, ვითარცა იტყჳს: „უკუეთუმცა გრწმენა მოსესი, გრწმენამცა ჩემიცა“;2 და კუალად: „გამოეძიებთ წიგნთა და ჰგონებთ თავ-თა თქუენთა, ვითარმედ ცხორებაჲ გაქუს საუკუნოჲ; და იგინი არიან, რომელნი წამებენ ჩემთჳს, და არა გინებს მოსლვად ჩემდა“.3 და კუალად ამისა შემდგომად ჰკითხა რაჲ უფალმან, ვითარმედ: „ნათლის-ღებაჲ იოვანესი ვინაჲ იყო: ზეცით ანუ კაცთაგან?“ იტყოდეს იგინი: „უკუეთუ ვთქუათ: ზეცით, გურქუას ჩუენ: და რაჲსათჳს არა გრწმენა მისი? უკუეთუ ვთქუათ: კაცთაგან, გუეშინის ერისა მის“.4

ამის უკუე ყოვლისაგან საცნაურ არს, ვითარმედ მივიდეს მისა და ნა-თელ-იღეს, გარნა სარწმუნოებასა მას ზედა ქადაგებისა მისისასა არა დაადგრეს; ვითარცა-იგი ღმრთისმეტყუელი იოვანე გამოაჩინებს უკეთურებასა მათსა, ვითარმედ: „მიავლინეს ჰურიათა კითხვად მისა, ვითარმედ: ვინ ხარ შენ? ელია ხარა შენ ანუ ქრისტე ხარა?“5 ამისთჳსცა თქუა მახარებელმან, ვითარმედ: „მივლინებულნი იგი იყვნეს ფარისეველთაგანნი“.6 ხოლო ერსა მას არა ეგრეთვე ეგონაა? ჰე, ერსაცა ეგრეთ აქუნდა, გარნა ერსა მას აქუნდა გულისსიტყუაჲ იგი გონებითა მარტივითა, ხოლო ფარისეველნი ზაკუვით ჰკითხვიდეს, რამეთუ ვინაჲთგან საცნაურ იყო, ვითარმედ თესლისაგან დავითისა და ბეთლემით მომავალ იყო ქრისტე, ხოლო იგი ტომისაგან ლევიტელთაჲსა იყო, მახესა დაურწყვიდეს მას უკეთურნი იგი, რაჲთა უკუეთუ ესევითარი რაჲმე თქუას, ჴელნი დაასხნენ მას. და ესევითარი იგი ზაკულებაჲ მათი შემდგომითაცა სიტყჳთა გამოაჩინა ღმრთისმეტყუელმან, რამეთუ თქუა რაჲ ნათლისმცემელმან, ვითარმედ: „არა ვარ მე ქრისტე, არცა ელია, არცა წინაწარმეტყუელი იგი“,7 ჰრქუეს მას ბრალობით: „და რაჲსათჳს ნათელ-ჰსცემ შენ, უკუეთუ არა ხარ ქრისტე, არცა ელია, არცა წინაწარმეტყუელი იგი?“8 და რაჲთა სცნა, ვითარმედ სხჳთა

1 შდრ. მათ. 21,32. 2 იოან. 5,46. 3 იოან. 5,39-40. 4 მათ. 21,25-26. 5 შდრ. იოან. 1,19-21. 6 იოან. 1,24. 7 შდრ. იოან. 1,20-21. 8 იოან. 1,25.

გონებითა მივიდეს ფარისეველნი და სხჳთა - ერი იგი, ესეცა მოასწავა მახარებელმან, რამეთუ ერისა მისთჳს თქუა, ვითარმედ: „განვიდოდეს მისა და ნათელსაცა იღებდეს და აღუვარებდეს ცოდვათა მათთა“,1 ხოლო ფარისეველთათჳს არა ესრეთ, ვითარმედ იტყჳს: „და ვითარცა იხილნა ფარისეველნი იგი და სადუკეველნი, მომავალნი ნათლის-ღებად, ჰრქუა მათ: ნაშობნო იქედნეთანო, ვინ გიჩუენა თქუენ სივლტოლაჲ მომავალისა მისგან რისხვისა?“2 ეჰა სიბრძნე მისი და ჭეშმარიტებაჲ, ვითარ თუალუხუავად ამხილა კაცთა მათ მოსისხლეთა, დამთხეველთა სისხლისა წინაწარმეტყუელთაჲსა, უბოროტესთა გუელთა და იქედნეთასა, ვითარ კადნიერებით შეურაცხ-ყვნა იგინიცა და მშობელნი მათნი.

თქუან უკუე ვიეთმე, ვითარმედ: კადნიერებაჲ მისი და თუალუხუავად მხილებაჲ დიდ არს, გარნა რაჲსათჳს ესრეთ ამხილა, ვინაჲთგან არა ცოდვასა შინა პოვნა, არამედ სინანულსა? და ამისთჳს არა ბრალობაჲ უღირდა, არამედ მადლობაჲ, რომელ დაუტევეს ქალაქი და სახლნი მათნი და მოვიდეს მისა სმენად ქადაგებისა მის. რაჲ უკუე ვთქუათ ამისთჳს? გარნა ესე, ვითარმედ არა საქმესა მას ხედვიდა, რომელსა გარეშე იქმოდეს, არამედ დაფარულსა გონებისა მათისასა განიცდიდა გამოცხადებითა ღმრთისაჲთა და ზუაობასა მათსა და სიქადულსა დაამჴობდა, ვითარცაიგი პირველ ესაია ქმნა, რომელი-იგი მთავრად სოდომელთა უწესს მათ და ერად გომორელთა.3 და სხუაჲ წინაწარმეტყუელი იტყჳს: „არა შვილნი ჰინდოთანი თქუენ ხართა?“4 და ყოველნივე ესრეთ აყუედრებენ მათ. არამედ წინაწარმეტყუელნი ცოდვასა შინა ყოფისა მათისათჳს იტყოდეს ესევითარსაო, ხოლო აქა მოქცევასა შინა იხილვებიან და სარწმუნოებასა, რაჲსათჳს უკუე ესრეთ იტყჳს? ვითარცა ვთქუ, დაფარულსა მას გონებათა მათთასა ხედავს და ყოფადსა მას მათ მიერ ქრისტეს მიმართ განდგომილებასა მოასწავებს, ხოლო აწინდელსა ამას საქმესა ზედა არა აბრალებს, არამედ უფროჲსად აქებს მოსლვასა მას მათსა ნათლის-ღებად, რამეთუ არა თუ ესრეთ ჰრქუა, თუ: რად მოხუედით ჩემდა, არამედ უფროჲსად უკჳრს მოსლვაჲ იგი, თუ ვითარ უძლეს ფრიადისა მის უკეთურებისაგან განფრთხობად და სინანულისა მოჴსენებად, ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: რაჲ არს საკჳრველი ესე, ვითარ თქუენ მოიგონეთ მოსლვაჲ სინანულად, ნაშობნო იქედნის მსგავსთა მათ მშობელთანო და აღზრდილნო ყოვლითა სიბოროტითა, ვითარ იქმნა უცხოჲ ესე შეცვალებაჲ? ვინ მოალბნა ფიცხელნი ეგე გულნი თქუენნი, ვინ განჰმართნა განდრეკილნი ეგე და უკურნებელნი გონებანი? და იხილე, ვითარ დაწყებასავე სიტყჳსასა ჴსენებითა მით საუკუნეთა სატანჯველთაჲთა შეაძრწუნნა, რამე-თუ არა ჰრქუა, ვითარ-იგი სხუანი იტყოდეს წინაწარმეტყუელნი, ვითარმედ: ვინ გიჩუენა სივლტოლაჲ ბრძოლათაგან და ზედამოსლვისაგან ბარ-

1 შდრ. მათ. 3,5-6. 2 მათ. 3,7. 3 ესაია 1,10. 4 ამოს 9,7.

ბაროზთაჲსა, ტყუეობისაგან და სიყმილისა? არამედ სხუაჲ სატანჯველი წინაუყო, რომლისა ჴსენებაჲ ყოვლადვე არა აქუნდა მათ, რამეთუ ესევითარი ძალი აქუს სიტყუასა მას მისსა, ვითარმედ: ვინ-მე დაგარწმუნა თქუენ, ნაშობნო იქედნეთანო, ვინ გასწავა სივლტოლაჲ სინანულითა ამით მომავალისა მისგან რისხვისა? მიკჳრს ბოროტთა მათ გონებათა თქუენთა შეცვალებაჲ და მოსლვაჲ ესე სინანულად.

ხოლო კეთილად უწოდა მათ ნაშობად იქედნეთა, რამეთუ იქედნისათჳს თქუმულ არს, ვითარმედ ნაშობნი მისნი შეშჭამენ საშოსა კბილითა თჳსითა და ეგრეთ გამოვლენ მიერ. ესრეთ იყვნეს ესენიცა მშობელთა მკლველნი, რამეთუ სულიერთა მათ მშობელთა და მოძღუართა ჭეშმარიტთა მოსწყუედდეს, და თითოსახითა სიკუდილითა მოკლნეს მათ და მამათა მათთა ყოველნივე წინაწარმეტყუელნი. ესრეთ უკუე ეტყჳს ქადაგი იგი ჭეშმარიტებისაჲ, ვითარმედ: საკჳრველ არს თქუენი, ნაშობნო იქედნეთანო, მოქცევაჲ სინანულად და სივლტოლაჲ მომავალისა მისგან რისხვისა, რომელი მოწევნად არს ჟამსა მას საშჯელისასა უღმრთოთა და ცოდვილთა ზედა. გარნა ნუ ჰგონებთ მოსლვითა ამით იორდანედ რისხვისა მისგან განრომასა, არამედ უკუეთუ ჭეშმარიტად სივლტოლაჲ გნებავს რისხვისა მისგან, სიტყუაჲ ჩემი ისმინეთ.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ყავთ უკუე ნაყოფი, ღირსი სინანულისაჲ“ (3,8).

თ ა რ გ მ ა ნ ი: იცოდა ღმრთისა მიერ დაფარულნიცა გულისა მათისანი და რაჲ-იგი ეგულებოდა ყოფად. ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: არა კმა არს თქუენდა მოსლვაჲ ესე ნათლის-ღებად სივლტოლად რისხვისა მისგან, არამედ უკუეთუ ჭეშმარიტად სივლტოლაჲ გნებავს, ნუღარა მიაქცევთ უკეთურებისავე თქუენისა, არამედ ყავთ ნაყოფი, ღირსი სინანულისა და ნათლის-ღებისა მის, რომელსა ვქადაგებ, რამეთუ არა მსგავს არს აწინდელი ესე ძუელსა მას, რომლისათჳს წინაწარმეტყუელნი გეტყოდეს, არამედ ფრიად უაღრეს და უზეშთაეს არს აწინდელი ესე, რამეთუ ესერა თავადი უფალი მოვალს, თავადი მეუფე დიდებისაჲ, და მიუწოდს ზეცას მორწმუნეთა მის-თა და სასუფეველსა მას საუკუნესა მიანიჭებს. ამისთჳსცა სიტყუასა მას გეჰენიისასა და სხუათა მათ სატანჯველთასა წინაგიყოფ, რაჲთა სცნათ, ვითარმედ კეთილნიცა იგი მომავალნი და რისხვაჲცა იგი დაუსრულებელ და უკუდავ არიან. აწ უკუე ნუ პირველსავე უკეთურებასა მიიქცევით, ნუცა ჩუეულებისაებრ თქუენისა მიზეზთა მათ ცუდთა მოიპოებთ და იქადთ შვილებისათჳს აბრაჰამისა, ისაკ და იაკობისა. ამას ეტყოდა, რამეთუ მაშინდელთა გონებათა მათთა ხედვიდა და მომავალიცა უწყოდა წინაწარმეტყუელებით, ვითარ-იგი ეგულებოდა მათ თქუმად, ვითარმედ: „მამაჲ ჩუენი აბრაჰამი არს“;1 და კუალად: „ნათესავნი აბრაჰამისნი ვართ და არავის სადა

1 იოან. 8,39.

ვჰმონებდით“.1 ვინაჲთგან უკუე ამას ზედა ზუაობდეს და ამან გულისსიტყუამან წარწყმიდნა იგინი, ამისთჳს ისწრაფის წინამორბედი განქარვებად მისა, და იხილე, ვითარ პატივითა მამათმთავრისაჲთა ქმნა განმართლებაჲ გულისსიტყჳსაჲ მის, რამეთუ თქუა რაჲ, ვითარმედ: „ნუ ჰგონებთ და იტყჳთ თავით თჳსით: მამაჲ გჳვის ჩუენ აბრაჰამი“, არა შესძინა, ვითარმედ: ვერარაჲ გარგოს თქუენ მამათმთავარმან, არამედ გონიერად შეჰმზადა სიტყუაჲ თჳსი: „გეტყჳ თქუენო, ვითარმედ: შემძლებელ არს ღმერთი ქვა-თა ამათგან აღდგინებად შვილად აბრაჰამისა“.2 იტყჳან ვიეთნიმე, ვითარმედ წარმართთათჳს თქუა ესე, რომელთაცა ქვად სახელ-სდვა, ვითარმედ უკუეთუ თქუენ უღირსად იპოვნეთ, მოუწოდოს ღმერთმან წარმართთა და ყვნეს იგინი შვილად აბრაჰამისა, და ეგრეთცა იქმნა. ხოლო მე ამას თანა სხუასაცა ძალსა გულისჴმა-ვჰყოფ ამის სიტყჳსასა, ვითარმცა ეტყოდა: ნუ ჰგონებთ, უკუეთუ თქუენ წარსწყმდეთ, თუმცა უშვილოდ დაშთა მამათმთავარი. არა ესრეთ არს. ნუ იყოფინ! რამეთუ ძალ-უც ღმერთსა ქვათაგანცა კაცთა გამოყვანებად და მიცემად შვილად აბრაჰამისა. რამეთუ პირველითგანცა ესრეთ იქმნა, ბერწისა მისგან და ქვათა მსგავსისა საშოჲსა უნაყოფოებითა მისცა შვილი, რომლისათჳსცა იტყჳს წინაწარმეტყუელი: „მიხედენით მყარსა მას კლდესა, რომლისაგან გამოიკუეთენით, და სიღრმესა მას მღჳმისასა, რომლისაგან აღმოითხარენით; მიხედენით აბრაჰამს, მამასა თქუენსა, და სარრას, მშობელსა თქუენსა“.3 ამას უკუე წინაწარმეტყუელებასა აწცა მოაჴსენებს მათ და უჩუენებს, ვითარმედ უკუეთუ მაშინ ესრეთ საკჳრველებით მისცა მას შვილი, ვითარმცა ქვათაგან აღედგინა, უნაყოფოჲსა მისგან და ბერწისა საშოჲსა, ძალ-უც აწცა ეგრეთვე ქმნად. ხოლო არა თქუა, თუ აღუდგინებიან, რაჲთა არა წარუკუეთოს სასოებაჲ, არამედ: „შემძლებელ არს აღდგინებადო“. და არა თქუა, თუ: შემძლებელ არს ქვათაგან აღდგინებად კაცთა, არამედ რომელი-იგი უზეშთაეს ამისა იყო, ვითარმედ: შემძლებელ არს შვილად აბრაჰამისა ყოფად აღდგომილთა მათ ქვათაგან.

ესრეთ განაყენნა იგინი აბრაჰამის თჳსებისათჳს სიქადულისაგან და ასწავა, რაჲთა სხუასა არას ესვიდენ, არამედ წყალობასა ღმრთისასა და ქველისსაქმესა თჳსსა, რამეთუ განაგდო თჳსებაჲ იგი ჴორცთაჲ და შემოიღო თჳსებაჲ იგი სარწმუნოებისაჲ. ხოლო იხილე შემდგომიცა სიტყუაჲ, ვითარ აღმაორძინებელ შიშისა მის და ზრუნვისა არს, რამეთუ იტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ ესერა ცული ძირთა თანა ხეთასა ძეს“ (3,10).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ყოვლით კერძო შესაძრწუნებელ-ყო სიტყუაჲ თჳსი, რამეთუ მასცა დიდსა კადნიერებასა მისცემდა სიმაღლე იგი სათნოებათა მის-თაჲ, და იგინიცა დიდისა მხილებისა და შეშინებისა ღირს იყვნეს, რამეთუ

1 იოან. 8,33. 2 მათ. 3,9. 3 ესაია 51,1-2.

ქუეყანაჲ იგი გულთა მათთაჲ მრავლით ჟამითგან დაკორდებულ იყო, სრულად უნაყოფო და უქმ. ამისთჳს ეტყჳს: გარქუ თქუენ, ვითარმედ: უკუეთუ უკეთურებასა ზედა თქუენსა ეგნეთ, განჰვარდეთ სრულიად შვილებისაგან აბრაჰამისა და სხუანი იხილნეთ შესრულნი თქუენსა მას პატივსა. არამედ ნუ ჰგონებთ, თუ აქამდის ოდენ იყოს პატიჟი თქუენი, არამედ უმეტესსაცა ღირს იქმნეთ ტანჯვასა, „რამეთუ აწვე ესერა ცული ძირთა თანა ხეთასა ძეს“.

არარაჲ არს უსაშინელეს ამის იგავისა, რამეთუ არღარა მანგალსა შემოიღებს მფრინვალესა, არცა დარღუევასა ზღუდისასა და მოჴდასა ღობისასა და დათრგუნვასა ვენაჴისასა, არამედ ცულსა აღლესულსა, და უსა-შინელესი იგი არს, რომელ ძირთა თანა ძეს. ესე იგი არს, „ახლოს არს, კართა ზედა“.1 რამეთუ ვინაჲთგან წინაწარმეტყუელთა მიერ თქუმულსა ურწმუნო ექმნებოდეს და იტყოდეს: სადა არს დღე იგი უფლისაჲ? და: „მოვედინ გაზრახვაჲ წმიდისა მის ისრაჱლისაჲ, რაჲთა ვიხილოთ“.2 რომელ მრავალგზის წინაჲსწარმეტყუელებაჲ იგი შემდგომად მრავლისა ჟამისა აღესრულის, ამისთჳს ჰრქუა მათ ქადაგმან ჭეშმარიტებისამან, ვითარმედ ახლოს არს ძირსა თანა ხეთასა მდებარე მოწევნადი იგი განდგომილთა ზედა რისხვაჲ, რამეთუ არღარაჲ არსო შორს, არამედ მახჳლი აწვე ძირსა მიახლებულ არს. არა თქუა, თუ: რტოთა ზედა მდებარე არს ანუ ნაყოფსა, არამედ ძირთა ზედა, რაჲთა მოასწავოს სრულიად აღმოფხურაჲ მათი და მოსპოლვაჲ. რამეთუ არა მონაჲ არს მოსრული ესეო, ვითარცა პირველნი იგი, არამედ თავადი მეუფე და უფალი, მოსაჯული ცხოელთა და მკუდარ-თაჲ, რომელსა ჴელმწიფებაჲ აქუს ტანჯვად და მიცემად გეჰენიასა. ხოლო არა თქუა, თუ: აწვე ცული ჰკუეთს ძირსა ხეთასა, არამედ: ძესო ძირთა თანა, რაჲთა გულისჴმა-უყოს, ვითარმედ ამისთჳს ძეს, რამეთუ სინანულსა მოელის; უკუეთუ კულა გამოჩნდეს და დამტკიცდეს უნანელობაჲ თქუენი, მზა არს მოკუეთად.

ამით ყოვლითა აღაორძინებს შიშსა მას და ყოვლით კერძო მიიზიდავს სინანულად; რამეთუ განვრდომაჲ იგი შვილებისაგან მამათმთავრისა და შესლვაჲ სხუათაჲ ადგილსა მათსა და დადებაჲ ცულისაჲ ძირთა ზედა, რაჲ-თა სრულიად აღმოჰფხურნეს, და უნაყოფოთაჲ მათ ცეცხლსა დადებაჲ - ესე ყოველი ამისთჳს წარმოთქუა, რაჲთა სრულიად უდებნიცა და დაჴსნილნი განაფრთხვნეს და მოიყვანნეს სინანულად. ამას მოასწავებს პავლეცა და იტყჳს: „სიტყუაჲ შემოკლებული ყოს უფალმან ყოველსა ქუეყანასა ზედა“.3 არამედ ნუ გეშინინ! და უფროჲსღა ესრეთ ვთქუა: გეშინოდენ, გარნა ნუ წარიკუეთ სასოებასა, რამეთუ არსღა სასოებაჲ სინანულისაჲ, უკუეთუ გენებოს. არა მოკუეთად მოვიდა ცული იგი; უკუეთუ არა, რაჲ აყენებდა მას მოკუეთად, ვინაჲთგან ძირთა ზედა ძეს? არამედ რაჲთა შიშითა მით

1 მათ. 24,33; მარკ. 13,29. 2 ესაია 5,19. 3 რომ. 9,28.

მოკუეთისაჲთა მოგაქციოს სინანულად და ნაყოფისა გამოღებად. ამის-თჳსცა შეჰმატა და თქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ყოველმან ხემან რომელმან არა გამოიღოს ნაყოფი კე-თილი, მოეკუეთოს და ცეცხლსა დაედვას“ (3,10).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ოდეს „ყოველი“ თქუას, არავის გარეგან დაუტეობს, ვი-თარმცა იტყოდა, ვითარმედ: დაღაცათუ აბრაჰამის შვილ იყო, დაღაცათუ ყოველნი მამათმთავარნი თჳს გეყვოდინ, უკუეთუ უნაყოფოებასა შინა დაადგრე, ცეცხლსა მიეცემი. ამით სიტყჳთა მაშინ ყოველნივე შეაშინნა: ფარისეველნი და მეზუერენი, მჴედრობად განწესებულნი, რაჲთა არცა მოქცევისათჳს უსასო იყვნენ, არცა უნაყოფოებისათჳს უზრუნველ.

არა შიშისა ოდენ მომატყუებელ არს სიტყუაჲ ესე, არამედ ნუგეშინისცემაჲცა ფრიადი აქუს, რამეთუ ვინაჲთგან თქუა, თუ: „ყოველმან ხემან რომელმან არა გამოიღოს ნაყოფი კეთილი“, გამოაჩინა, ვითარმედ რომელმან გამოიღოს ნაყოფი კეთილი, ყოვლისავე სატანჯველისაგან განრომილ არს.

იტყჳან ვიეთნიმე: ვითარ უძლოთო ნაყოფისა გამოღებად, ვინაჲთგან მოკუეთაჲ მოახლებულ არს და ჟამი ესრეთ შემოკლებულ არს და ცეცხლი აღგზებულ არს? ჰე, შემძლებელ ვართ, უკუეთუ გუენებოს, რამეთუ არა ესრეთ არს ესე ნაყოფი, ვითარცა ხეთა მათ ხილულთაჲ, რომელთა ჟამისა სიგრძე უჴმს და ჰაერთა სიმარჯუე და სხუაჲ მრავალი კაცობრივი შრომაჲ. ხოლო აქა კმა არს ნებაჲ ოდენ კეთილი, და მეყსეულად ხე იგი სულიერი გამოიღებს ნაყოფსა. რამეთუ არა ბუნებაჲ ხოლო ხისაჲ მის, არამედ ჴელოვნებაჲცა იგი მუშაკისაჲ მის ფრიად შემწე არს ნაყოფისა გამოღებისა. ამისთჳსცა, რაჲთა არავინ ჰრქუას მას, ვითარმედ: ყოვლით კერძო ფიცხელ არს სიტყუაჲ შენი, რამეთუ ცულსა მოასწავებ მდებარესა ძირსა თანა ხე-თასა და მწრაფლ მოკუეთასა და ცეცხლად დადებასა, უჩუენა სიადვილე იგი ნაყოფიერებისაჲ, უკუეთუ ინებონ, და თქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მე ნათელ-გცემ თქუენ წყლითა სინანულად; ხოლო შემდგომად ჩემსა მომავალი უძლიერეს ჩემსა არს, რომლისა არა შემძლებელ ვარ მე საბელისა ჴამლთა მისთა განჴსნად. მან ნათელ-გცეს თქუენ სულითა წმიდითა და ცეცხლითა“ (3,11).

თ ა რ გ მ ა ნ ი : ამით ყოვლითა გამოაჩინა, ვითარმედ სარწმუნოებაჲ ხოლო საჴმარ არს და გონებაჲ კეთილი, და მეყსა შინა ნაყოფიერ იქმნას ხე იგი სულიერი, რამეთუ ვითარცა ადვილ არს ნათლის-ღებაჲ, ეგრეთვე ადვილ არს ნაყოფისა სულიერისა გამოღებაჲ, უკუეთუ გუენებოს. შეაძრწუნნა პირველ გონებანი მათნი შიშითა მით სასჯელისაჲთა და სახელი-თა მით ცულისა და მოკუეთისაჲთა და უცხო-ყოფითა აბრაჰამის შვილებისაგან და აღდგინებითა სხუათა შვილთაჲთა და დადებითა მით უნაყოფოჲსაჲთა ცეცხლსა ზედა; და ამით ყოვლითა მოალბნა რაჲ ფიცხელნი იგი გულნი მათნი, მაშინღა შემოიღო სიტყუაჲ ქრისტესთჳს და იწყო გამოჩინებად დიდებისა მისისა და თუ რავდენ უზეშთაეს არს მისა; და არა ყო შემსგავსებაჲ მისი თავისა თჳსისა თანა, არამედ საქმეთაგან ყო განყოფილებაჲ, რამეთუ არა თქუა მეყსეულად, ვითარმედ: „არა შემძლებელ ვარ საბელსა ჴამლთა მისთასა განჴსნად“, არამედ პირველად უნდოებაჲ თჳსისაჲ მის ნათლის-ცემისაჲ აჩუენა, ვითარმედ სხუაჲ არარაჲ აქუს გარნა სინანულად მოყვანებისა მათისა. რამეთუ არა თქუა, თუ: მე ნათელგცემ წყლითა ცოდვათა მოტევებისაჲთა, არამედ: „ნათელ-გცემო წყლითა სინანულად“, და მერმე უჩუენა მისისა მის ნათლის-ცემისა გარდამატებული მადლი, ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: ნუუკუე გესმას: „შემდგომად ჩემსა მომავალი“, და უგულებელს-ჰყოთ იგი, ისწავეთ ძალი ნიჭისა მისისაჲ და გულისჴმა-ჰყოთ, ვითარმედ არავე მითქუამს ღირსი სიტყუაჲ, რომელ-იგი ვთქუ, თუ: „ვერ შემძლებელ ვარ საბელსა ჴამლთა მისთასა ტჳრთვად“. ამისთჳსცა ოდეს გესმას, თუ უძლიერეს ჩემსა არს, ნუ ჰგონებთ, თუ მსგავსებასა რასმე ვიქმ ჩემსა მის თანა. რამეთუ არცა თუ მონად მისა ღირს ვარ შერაცხვად, და მონად შეურაცხად, ვერცა შემძლებელ ვარ ყოვლისა უდარესისა მსახურებისა მისისა ჴელ-ყოფად. ამისთჳს არა თქუა, თუ: ვერ შემძლებელ ვარ ჴამლთა განჴსნად, არამედ: „საბელსა ჴამლთასა“, რომელ-იგი უმცირეს ყოვლისა არს, ესოდენ არა ღირს ვარ მიახლებად მისა.

ხოლო რაჲ-მე არს საბელი იგი ჴამლთაჲ, რომელსა იტყჳს ნათლისმცემელი ვერშეძლებად განჴსნად, ახალი იგი ელია, უმეტესი ყოველთა წინაწარმეტყუელთაჲ, შუამდგომელი ძუელისა და ახლისა შჯულისაჲ, რაჲ-მე არს იგი? ვჰგონებ, განკაცებისა მის ჩუენდა მოსლვისა მის საიდუმლოსა მოასწავებს, რომლისა ვერცა თუ უმცირესსა რასმე ნაწილსა შემძლებელ ვართ გონებითა მიწთომად და სიტყჳთა აღჴსნად არა თუ ჩუენ და მსგავსნი ჩუენნი, არამედ ვერცა თუ მსგავსნი იოვანესნი სულითა.

ვინაჲთგან უკუე თჳსი უდარესობაჲ გამოაჩინა და მონებაჲ, მისსაცა საკჳრველებასა მიუთხრობს, რაჲთა ჭეშმარიტ იყოს სიტყუაჲ მისი: „მან ნათელ-გცესო სულითა წმიდითა და ცეცხლითა“. იხილეა სიბრძნე იგი ნათლისმცემელისაჲ? ოდეს თჳსსა ქადაგებასა იტყოდეს, ყოველსავე საშინელსა და შესაძრწუნებელსა წარმოიტყჳს და, რაჟამს ქრისტესთჳს იწყოს სიტყუად, სახიერებისა და სიტკბოებისა გარდამატებულებასა აჩუენებს. რამეთუ არა შემოიღო შორის არცა ცული, არცა მოკუეთაჲ ხისაჲ, არცა ცეცხლსა დადებაჲ, არცა მომავალი იგი რისხვაჲ აჴსენა, არამედ მოტევებაჲ ცოდვათაჲ და სატანჯველთა დაჴსნაჲ, სიმართლე, სიწმიდე და გამოჴსნაჲ, შვილებაჲ ღმრთისაჲ და მკჳდრობაჲ სასუფეველისაჲ და ზიარებაჲ უხრწნელებისაჲ და მონიჭებაჲ სულისა წმიდისაჲ, რამეთუ ესე ყოველი მოასწავა, რაჟამს-იგი თქუა: „მან ნათელ-გცეს თქუენ სულითა წმიდითა“. შემზადებითა მით სიტყჳსაჲთა სიმდიდრე იგი მადლისაჲ გამოაჩინა, რამეთუ არა თქუა, თუ: მოგცეს სული წმიდაჲ, არამედ: „ნათელ-გცესო სულითა წმიდითა“ - სრულიად მადლსა შინა მისსა განგბანნეს და დაგფარნეს; და კუალად სახელითა მით ცეცხლისაჲთა სიმჴურვალე იგი და გარდამატებულებაჲ მადლისაჲ მის მოასწავა.

ამისთჳს ცეცხლი იგი აჴსენა, რაჲთა მოაჴსენნეს მათ ძუელნი იგი ჩუენებანი და აუწყოს, ვითარმედ უაღრეს დიდთა მათ წინაწარმეტყუელთასა ყოფად არიან, რომელნი ღირს იქმნენ მადლსა მას სულისა წმიდისასა მიღებად ქრისტეს მიერ, რამეთუ უმრავლესნი პირველთა მათ ხილვათანი ცეცხლითა იხილნეს. ესრეთ ეტყოდა მოსეს ღმერთი მაყლოვანსა მას შინა, და ეგრეთვე კუალად მთასა სინასა ერი იგი ხედვიდა, ეგრეთვე კუალად ეზეკიელს - ქერობინთა ზედა. და იხილე სიბრძნე ნეტარისაჲ მის, ვითარ უკუანაჲსკნელ ყოფადი იგი პირველ მიუთხრა. რამეთუ პირველად ჯერიყო დაკლვაჲ ტარიგისაჲ მის და განქარვებაჲ ცოდვისაჲ, დაჴსნაჲ მტერობისაჲ, აღსრულებაჲ დაფლვისა და აღდგომისაჲ და ეგრეთღა მოსლვაჲ სულისა წმიდისაჲ. ხოლო მან არარაჲ თქუა ამათგანი, არამედ უკუანაჲსკნელ ყოვლისა ყოფადი იგი პირველ მიუთხრა, რომლისათჳს ყოველივე იქმნა, და რომელი-იგი უმეტეს ყოვლისა ქადაგებდა დიდებასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა, რაჲთა ოდეს ესმეს მსმენელსა მას მოცემაჲ სულისა წმიდისაჲ, ძიება-ყოს თავსა შორის თჳსსა, თუ ვითარ იყოს ესე, ვიდრეღა სუფევს ჩუენ ზედა ცოდვაჲ, რაჲთა პოოს გონებაჲ მისი სურვიელი ცნობად საიდუმლოსა მას და მერმე ადვილად მიუთხრას სიტყუაჲ იგი ქრისტეს ვნებისაჲ, რაჟამს სასოებითა მოცემადისა მის ნიჭისაჲთა შიში დაბრკოლებისაჲ არა იყოს.

ამისთჳსცა კუალად ღაღადებდა: „აჰა ტარიგი ღმრთისაჲ, რომელმან აიხუნეს ცოდვანი სოფლისანი“.1 არა თქუა, თუ: რომელმან მიუტევნეს, არამედ რომელი-იგი უმეტესისა სახიერებისა მომასწავებელ არს: „აღიხუნესო“. რამეთუ არა სწორ არს მიტევებაჲ და თავით თჳსით ტჳრთვაჲ, რამეთუ იგი უშრომელად იქმნების, ხოლო ესე - სახითა მით სიკუდილი საჲთა. და კუალად თქუა, ვითარმედ: „ესე არს ძე ღმრთისაჲ“;2 არამედ ვერ გულისჴმა-ჰყოფდეს იგინი, რამეთუ არღა უწყოდეს ბუნებითისა და ჭეშმარიტისა ძისა ღმრთისა გულისჴმის-ყოფაჲ, არამედ მოცემითა მით სულისაჲთა ესეცა გამოჩნდებოდა, ვითარცა-იგი ღმერთმან ჰრქუა იოვანეს: „რომელსა ზედა იხილო სული წმიდაჲ გარდამომავალი და დადგრომილი მას ზედა, იგი არს, რომელმან ნათელ-სცეს სულითა წმიდითა“.3 ამისთჳსცა იტყოდა იგი: „მე ვიხილე და ვწამე, რამეთუ ესე არს ძე ღმრთისაჲ“.4 რამეთუ ერთისა მისგან მეორე იგი იცნობებოდა, გარდამოსლვითა სულისაჲთა გულისჴმაიყოფებოდა ძე ღმრთისაჲ.

1 იოან. 1,29. 2 იოან. 1,34. 3 იოან. 1,33. 4 იოან. 1,34.

ვინაჲთგან უკუე ყოველივე ესე სიტკბოებისა სახე წარმოთქუა, რაჲ-თა არა უშიშ იქმნენ კუალად და უზრუნველ ჰურიანი, რამეთუ ესე საქმე იყო უგუნურებისა მათისაჲ, ამისთჳს კუალად შემაშინებელი სიტყუაჲ წარმოიღო:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომლისა ნიჩაბი ჴელთა მისთა, განწმიდოს კალოჲ თჳსი და შეიკრიბოს იფქლი მისი საუნჯესა, ხოლო ბზე დაწუას ცეცხლითა უშრეტითა“ (3,12).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ზემო სატანჯველი ოდენ აჴსენა, ხოლო აქა მსაჯულსაცა გჳჩუენებს და ტანჯვისა მის დაუსრულებელობასა წარმოიტყჳს: „ბზე დაწუასო ცეცხლითა უშრეტითა“. ჰხედავა, ვითარმედ იგი არს უფალი ყოვლისაჲვე და იგი არს მოქმედი ყოველთაჲ, დაღაცათუ სხუასა ადგილსა მამასა იტყჳს მოქმედად: „მამაჲ ჩემი მოქმედი არსო“.1 რამეთუ ერთ არს ბუნებაჲ და არსებაჲ და ძალი მამისა და ძისაჲ. ხოლო ვინაჲთგან ზემო თქუა, ვითარმედ: „ესერა ცული ძირთა თანა ხეთასა ძეს“, რაჲთა არავინ ჰგონებდეს, თუ შრომაჲ რაჲმე საჴმარ არს მისდა, ამისთჳს სხჳთა სახითა გულისჴმა-გჳყოფს სიადვილესა მას, რომელ არს მისდა ყოველსავე შინა, რავდენი ენებოს ქმნად, და ეგრეთვე განრჩევასა მას კეთილთა და ბოროტ-თასა და განწმედასა სოფლისასა ყოვლისავე არაწმიდებისაგან, და იტყჳს: „რომლისა ნიჩაბი ჴელთა მისთა, განწმიდოს კალოჲ თჳსი და შეიკრიბოს იფქლი მისი საუნჯესა, ხოლო ბზე დაწუას ცეცხლითა უშრეტითა“. რამე-თუ აწ ყოველივე აღრეულად მდებარე არს, დაღაცათუ ბრწყინავს იფქლი იგი, არამედ ბზეს თანააღრეულ არს და ვითარცა კალოსა ზედა ძეს, არა ვითარცა საუნჯესა; ხოლო მაშინ ადვილ და უცთომელ იყოს განრჩევაჲ იგი და განყოფაჲ, და შეკრებაჲ იფქლისაჲ საუნჯეთა, დღესა მას განკითხვისასა, რომელ არიან მართალნი, ხოლო ბზისაჲ მის, რომელ არიან ცოდვილნი, შთათხევაჲ ცეცხლად უშრეტად.

სადა არიან, რომელნი-იგი ურწმუნო იქმნებიან გეჰენიისათჳს ცეცხლისა მის უშრეტისა? ისმინონ აქა ნათლისმცემელისაჲ, რამეთუ ორი ესე თქუა: „ნათელ-სცესო მორწმუნეთა სულითა წმიდითა“ და „დაწუნეს ურწმუნონი იგი ცოდვილნი“; ხოლო უკუეთუ ერთი იგი სარწმუნო არს, ეგრეთვე მეორე ესე სარწმუნო არს. რამეთუ ამისთჳს ორი წინაწარმეტყუელებაჲ თქუა: ერთი იგი აწ აღსრულებადი და ერთი იგი - მერმესა მას მოსლვასა, რაჲთა აწ აღსრულებულისა ამის მიერ იგიცა გურწმენეს. ვითარცა უფალიცა მრავალგზის ესრეთ ჰყოფდა: ოდესმე ერთსა ზედა საქმესა და ოდესმე წინააღმდგომთა პირთა ზედა ორი იგავი შემოიღის, და ერთი იგი აქავე უჩუენის აღსრულებულად და მეორე იგი საუკუნესა მას თქჳს აღსრულებად, რაჲთა აქა ყოფილისა ამისგან იგიცა გურწმენეს, რომელი მაშინ ყოფად არს.

1 იოან. 15,1.

ეგრეთვე იოვანე ქმნა ამას სიტყუასა ზედა ორისა ამის სახისა შემო-ღებითა: „ნათელ-სცესო სულითა წმიდითა“ მორწმუნეთა მისთა და „განწმიდოს კალოჲ თჳსი“, რომელ არს სოფელი ესე, და იფქლი იგი შეკრიბოს საუნჯესა, „ხოლო ბზე დაწუას ცეცხლითა უშრეტითა“. აწ უკუე ესრეთ გულისჴმა-ვყოთ: უკუეთუ არა ნათელ-სცა სულითა წმიდითა მოციქულ-თა და მარადღე ყოველთავე მორწმუნეთა ნათელ-სცემს, აქუნდეს რაჲმე მიზეზი, რომელნი მეორესა მას ზედა ურწმუნო იქმნებიან, ხოლო უკუეთუ რომელი-იგი უაღრეს იყო ცნობათა და ჭეშმარიტად ძნელ, აღესრულა და მარადღე აღესრულების, ვითარ შეორგულდებიან უადვილესსა მას და განცხადებულსა ზედა საქმესა? რამეთუ თქუა რაჲ, ვითარმედ: „ნათელ-გცეს სულითა წმიდითა და ცეცხლითა“, და აღუთქუა კეთილი ესე უზეშთაესი, რაჲთა არავინ მოტევებისათჳს გარდასრულთა მათ ცოდვათაჲსა უდებ იქმნას, ამისთჳს გჳთხრობს ნიჩაბსა და განრჩევასა მას კეთილთა და ხენეშ-თასა: ნუ ჰგონებთო, ვითარმედ კმა არს ნათლის-ღებაჲ თქუენდა, უკუეთუ შემდგომად ნათლის-ღებისა უკეთურებასავე და ცოდვასა მიიქცეთ, რამეთუ ჯერ-არს შემდგომად ნათლის-ღებისა აღსრულებაჲ მოცემულთა მათ უფლისა მიერ მცნებათა. ამისთჳსცა პირველ დადებაჲ ცულისაჲ ძირთა თანა ხეთასა თქუა, რაჲთამცა მოიყვანნა იგინი სარწმუნოებად და ნათლის-ღებად; ხოლო შემდგომად ნათლის-ღებისა ნიჩაბსა მას გჳჩუენებს, განმრჩეველსა კეთილისა და ბოროტისასა, და დაწუვასა ბზისა გუასწავებს, რაჲთა მოშიშ ვიყვნეთ და არა ვემსგავსნეთ ბზესა, არამედ იფქლსა. და პირველსა მას სიტყუასა შინა არარაჲ აჩუენა განყოფილებაჲ, არამედ თქუა ერთბამად, ვითარმედ: „ყოველმან ხემან რომელმან არა გამოიღოს ნაყოფი კეთილი, მოეკუეთოს და ცეცხლსა დაედვას“; რამეთუ ყოველთავე ურწმუნოთათჳს იტყოდა, რომელნი არა მოუჴდეს მადლსა მას ნათლის-ღებისასა. ხოლო შემდგომად ნათლის-ღებისა განყოფილებაჲ ქმნა კეთილთა და ჯერკუალთა და თითოეულსა უწოდა სახელი შემსგავსებული: რომელ-თამე იფქლად და რომელთამე ბზედ, რამეთუ იცოდა, ვითარმედ მრავალთა მორწმუნეთა ეგულებოდა არაღირსად სარწმუნოებისა მის მოქალაქობად, რომელთაცა განაკრძალებს ესევითარითა მით სიტყჳთა, რაჲთა არავინ ცეცხლისა მის უშრეტისა მკჳდრად გამოჩნდეს.

სწავლაჲ ია საუკუნოჲსა მის სასჯელისათჳს

და აწ, საყუარელნო, გევედრები, ნუმცა ვინ იქმნების ბზე, ადვილად წარსატაცებელ ქართა მიერ ვნებათაჲსა და სუბუქად მიმოსაქცეველ ბოროტთა გულისთქუმათაგან. უკუეთუ იფქლ იქმნე შენ, ძმაო, დაღაცათუ განსაცდელი შეგემთხჳოს, არარაჲ გევნოს, რამეთუ იფქლიცა კალოსა შინა მრავალგზის ურემმან დათრგუნის, და კევრთა ზედაწარვლიან დღე ყოველ, არამედ არავე შეიმუსრის; ხოლო ბზე შეიმუსრის და დაწრჳლდის. ეგრეთვე უკუეთუ ბზე იქმნა შენ, ამასცა სოფელსა ფრიადი შემუსრვილებაჲ და შეურაცხებაჲ შეგემთხჳოს და მერმესა მას უშრეტსა მას ცეცხლსა მიეცე, რამეთუ ყოველნივე ესევითარნი პირველ საუკუნოჲსა მისცა ცეცხლისა აქავე საჭმელ პირუტყუებრივთა მათ ვნებათა იქმნებიან, ვითარცა-იგი ბზე საჭმელი არს პირუტყუთა, და კუალად მუნ - ნივთ და საზრდელ ცეცხლისა მის უშრეტისა.

ამისთჳს გამოსაცხადებელად ჭეშმარიტებისა თითოსახენი იგავნი გამოსახნა უფალმან მოძღურებასა შინა თჳსსა და აჴსენა კალოჲ და სამკალი და ვენაჴი და საწნეხელი და ყანაჲ სათესავი და თესვაჲ ღუარძლისაჲ მტერისა მიერ, და კუალად - სათხეველნი და თევზობაჲ და საცხოვარი და ყოველივე, რომელსა ჩუეულ იყვნეს კაცნი, რაჲთა ესევითარითა სახი-თა გულისჴმა-უყოს განყოფაჲ იგი მართალთაჲ და ცოდვილთაჲ. ეგრეთვესახედ ქმნა ნათლისმცემელმანცა და სასწაული დიდი ჭეშმარიტებისა თჳსისაჲ გჳჩუენა - მოცემაჲ იგი ქრისტეს მიერ სულისა წმიდისაჲ, რაჲთა გულისჴმა-ვყოთ, ვითარმედ ყოველივე ძალ-უც მას: მოტევებაჲ ცოდვათაჲ და მოცემაჲ სულისა წმიდისაჲ და კუალად ურწმუნოთა და ცოდვილთა მიცემაჲ ცეცხლსა მას სასჯელისასა; ესრეთ გამოაცხადა საიდუმლოჲ იგი აღდგომისაჲ და განკითხვისაჲ.

ხოლო იტყჳან ვიეთნიმე, ვითარმედ: რად არა მიუთხრა ყოფად-თა მათთჳს ქრისტეს მიერ სასწაულთა და ნიშებისა მის ურიცხჳსაჲ? ესე ამისთჳს, რამეთუ რაჲ-იგი თქუა, უაღრეს იყო ყოვლისავე, და რომლისა მიერ ყოველივე იქმნა; ამისთჳს თავი იგი საქმისა მის დიდებულისაჲ თქუა და ყოველივე მისგან საცნაურ-ყო; ესე იგი არს, მოცემაჲ სულისა წმიდისაჲ. ამითა ყოველი გუაუწყა: დაჴსნაჲ სიკუდილისაჲ, მოტევებაჲ ცოდვათაჲ, განქარვებაჲ წყევისაჲ, უჩინო-ყოფაჲ დაუგებელისა მის ბრძოლისაჲ, შეყვანებაჲ ბუნებისა ჩუენისაჲ სამოთხედ, მოქალაქობაჲ ანგელოზთა თანა, ზიარებაჲ საუკუნეთა მათ კეთილთაჲ, რამეთუ ესე არს წინდი და სიმტკიცე მოცემადისა მის მართალთადა სასუფეველისა. ამისთჳს ესე აუწყა და მის მიერ მოასწავა აღდგომაჲ გუამთაჲ, აღსრულებაჲ სასწაულთაჲ, მკჳდრობაჲ სასუფეველისაჲ და კეთილნი იგი, რომელნი თუალმან არა იხილნა, და ყურსა არა ესმა, და გულსა კაცისასა არა მოუჴდა. რამეთუ ესე ყოველივე მადლითა მით სულისა წმიდისაჲთა მოგუანიჭა. ხოლო სასწაულთა მათთჳს, რომელნი შემდგომად მცირედისა ხილვად იყვნეს მათ მიერ, არა საჴმარ იყო თქუმად, არამედ რაჲ-იგი უხილავ იყო და რომელი იჭუეულ იყო მათ მიერ, მისაცა ჯერ-იყო თქუმად წინამორბედისა მიერ, ვითარმედ ჭეშმარიტ არს ძე ღმრთისაჲ და უძლიერეს არს და უზეშთაეს იოვანესა შეუმსგავსებელად, და ვითარმედ იგი არს ამღებელი ცოდვათა სოფლისათა, და მან მიაგოს კაცად-კაცადსა საქმეთა მისთაებრ, და იგი არს განმწმედელი სოფლისაჲ და შემკრებელი მართალთაჲ სასუფეველად და ცოდვილთა მიმცემელი ცეცხლად საქმეთა მათთაებრ, რამეთუ ესე ყოველი თუალითა სახილველ წუთღა არა იყო, ამისთჳს ჯერ-იყო ნათლისმცემელისა მიერ უწყებაჲ ესევითარისაჲ და დამტკიცებაჲ სიტყჳთა თჳსითა.

აწ უკუე რომელთა ესე ყოველი გუესმის და უწყით, ვისწრაფოთ ზრუნვად თავთა ჩუენთა, ვიდრეღა ვართ კალოსა შინა, რომელ არს სოფელი ესე, რამეთუ შესაძლებელ არს, ვიდრეღა აქა ვართ, ბზისაგან იფქლისა ბუნებად შეცვალებაჲ, ვითარცა-იგი მრავალნი იფქლ იყვნეს და ბზედ შეიცვალნეს. ხოლო ჩუენ ნუ დავიჴსნებით, ნუცა მიმოვიტაცებით ქართაგან, ნუცა ძმა-თა ჩუენთაგან განვიწვალებით, დაღაცათუ მცირენი იყვნენ და შეურაცხნი. რამეთუ იფქლიცა ბზესა საზომითა უმცირეს არს, ხოლო ბუნებით - უაღრეს. ნუ ხედავ გარეშეთა მათ სამკაულთა და უცნებათა, რამეთუ ცეცხლისათჳს განმზადებულ არიან, არამედ საღმრთოსა მას სიმდაბლესა ხედევდი, რომელ-იგი არს მტკიცე და განულევნელ და არცა მახჳლითა განიკუე-თების, არცა ცეცხლითა დაიწუვის; და ამათ ესევითართათჳს ბზესა მასცა სულგრძელ ექმნების ღმერთი, რაჲთა მახლობელობითა მით იფქლისაჲთა შეიცვალნენ, უკუეთუ ენებოს. ამისთჳს არღარა მოიწევის სასჯელი, რაჲ-თა ყოველნი გჳრგჳნოსან ვიქმნეთ, უკუეთუ გუენებოს, რაჲთა ვპოოთ ჟამი უკეთურებისაგან მოქცევად სათნოებისა წესიერებად.

შევძრწუნდეთ უკუე, გუესმოდის რაჲ იგავი ესე. რომელი იგავი? „ხოლო ბზე დაწუასო ცეცხლითა უშრეტითა“. შევძრწუნდეთ, რამეთუ უშრეტ არს ცეცხლი იგი. და ვითარ უშრეტ არსო? არა ჰხედავა მზესა ამას, ვითარ იწუების, ვინაჲთგან დაიბადა დღენდელად დღემდე და არა დაშრტების? არა გასმიესა მაყულოვანისა მისთჳს, ვითარ იტყჳს, ვითარმედ: „მაყულოვანსა მას ეტყინებოდა ცეცხლი, და მაყუალი იგი არა შეიწუებოდა“?1 და შენცა უკუეთუ გნებავს განრომად ალისა მისგან, განაგდე შენგან ნივთი ვნებათაჲ და ბზე იგი ცოდვისაჲ და არა შეიწუა ცეცხლისა მისგან, რამეთუ უკუეთუ გრწმენეს აქა თქუმული იგი უფლისა მიერ და წმიდათა მისთა და განაკრძალო თავი შენი, მიხჳდე რაჲ მუნ, არცა თუ იხილო ცეცხლი იგი. უკუეთუ კულა აქა ურწმუნო იქმნე, მუნ საქმით სცნა, ოდეს-იგი არღარა ჴელ-გეწიფებოდის განრომად ალისა მისგან, რამეთუ თანაწარუვალ არს სატანჯველი იგი მოქმედთათჳს ბოროტისათა, და არავის კმა-ეყოფის სარწმუნოებაჲ ხოლო, არამედ კეთილისა საქმე თანაგუაც. არა თუ ეშმაკნიცა არა ძრწიან ღმრთისაგან და იციან, ვითარმედ იგი არს ღმერთი ჭეშმარიტი და მეუფე ყოველთაჲ? არამედ არა იჴსნებიან ამისთჳს ცეცხლისა მისგან საუკუნოჲსა, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „ეშმაკთაცა ჰრწამს და ძრწიან მისგან“,2 არამედ „სარწმუნოებაჲ თჳნიერ საქმეთასა ცუდ არს“.3

1 გამ. 3,2. 2 იაკობ 2,19. 3 იაკობ 2,20.

ამისთჳს გჳღირს დიდი კრძალულებაჲ, რაჲთა ვყოთ ცხორებაჲ ჩუენი სათნო ღმრთისა, რამეთუ ამისთჳს აქა შემოგკრებ თქუენ, რაჲთა ნაყოფი კეთილი გამოიღოთ სწავლითა და სმენითა საღმრთოთა სიტყუათაჲთა. უკუეთუ კულა უნაყოფოებასა შინავე ეგნეთ, რაჲ სარგებელ არს შემოკრებაჲ ეკლესიად? უკუეთუ შვილნი ჩუენნი მივიდოდინ მარადღე სასწავლოდ და არარას ისწავლიდენ, არა მაბრალობელ მოძღუართა მათ ვიქმნებით? ხოლო აწ სულიერსა ამას მოძღურებასა ზედა რაჲ-მე ყოფად არს, უკუე-თუ უსარგებლო იყოს კრებაჲ ესე და სწავლაჲ? რამეთუ აქა უმრავლესნი არიან მოძღუარნი, ვიდრეღა ჴორციელსა მას სამოძღუროსა შინა. იხილენით, ვინ არიან მოძღუარნი ესე, რომელნი დადგინებულ არიან სწავლად თქუენდა: წინაწარმეტყუელნი, მოციქულნი, მამათმთავარნი და მართალნი. გრცხუენოდენ პატიოსნებისა მის და სიწმიდისა მათისაგან და ნუ უდებ ხართ მოძღურებისა მათისა აღსრულებად. ნუ ჰგონებთ, თუ შემოკრებაჲ ესე ეკლესიად და მცირედი ფსალმუნებაჲ კმა არს ცხორებად სულთა თქუენთა, უკუეთუ სხუანიცა მცნებანი არა დაიმარხნეთ. ისმინეთ, რასა იტყჳს ღმერთი პირითა წინაწარმეტყუელისაჲთა, ვითარმედ: „ერი ესე ბაგითა პატივ-მცემს მე, ხოლო გული მათი შორს განდგომილ არს ჩემგან“.1 ხოლო თქუენ უკუეთუ გნებავს, რაჲთა არა გესმას ესე, აღჴოცეთ ყოველივე წერილი ცოდვისაჲ, რომელი დაწერა ეშმაკმან გულთა შინა თქუენთა, და მოიღეთ წიგნი იგი გონებათა თქუენთაჲ, განწმედილი ყოვლისაგანვე ბილწებისა, რაჲთა დავწერო მას ზედა, რაჲ-იგი ჰნებავს უფალსა. რამეთუ აწ არარაჲ იპოების მას შინა წერილი კეთილი, არამედ ყოველივე, რაჲ-იგი აღწერა ეშმაკმან: ანგაჰრებაჲ, მიხუეჭაჲ, შური, ჴდომაჲ, გულისთქუმანი ბოროტნი, სიძულილი მოყუსისაჲ, დიდებისმოყუარებაჲ და სხუაჲ მსგავსი ამათი. ამისთჳსცა, ოდეს ჴელად-ვიხუნე წიგნნი გულთა თქუენთა, ვერ განვაგებ კითხვასა მათსა, რამეთუ არა ვპოებ წერილსა მას, რომელი მე ყოველთა კჳრიაკეთა აღვწერი, არამედ უცხოჲ რაჲმე და ფრიად ხენეში, და ოდეს შრომით აღვჴოცი ნაჩხრეკი იგი და დავწერი წერილი შუენიერი მელნითა ოქროჲსაჲთა, წარხჳდით კუალად და მიუპყრით კაცად-კაცადმან წიგნი გულისა თჳსისაჲ მოძღუარსა მას ურჩულოებისასა, ეშმაკსა, და აღ-ჴოცის მან ჩემ მიერ აღწერილი იგი და თჳსი გესლოანი წერილი დაწერის, სავსე სიმყრალითა და უშუერებითა. რაჲ-მე უკუე იყოს ამისი აღსასრული? დაღაცათუ მე არა ვთქუა, არამედ კაცად-კაცადისა გონებაჲ წამებს, ვი-თარმედ მოიწიოს ნიჩაბი იგი საშინელი, რომელ არს ბრძანებაჲ უფლისაჲ, და ესევითარნი იგი წიგნნი, ვითარცა ბზენი, „შთასთხინეს ცეცხლსა მას უშრეტსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ“.2

აწ უკუე მე არასადა დავსცხრე ბრძანებულისა ამის ჩემდა მსახურებისა აღსრულებად და წერილისა მის საღმრთოჲსა წერად. ხოლო უკუეთუ

1 ესაია 29,13. 2 მათ. 3,12; 13,42.

თქუენ ჰჴოცდეთ წერილსა მას, მე სასყიდელი იგი მსახურებისა ჩემისაჲ დაუკლებელად მოვიღო; გარნა თქუენ სასჯელი ძნელი მოგეჴადოს დღესა მას საშინელსა. არამედ გლოცავ, საყუარელნო, და გევედრები, მტკიცე იყავნ და აღუჴოცელ გულთაგან თქუენთა საღმრთოჲ წერილი. მიემსგავსენით მცირეთა ყრმათა: მათ პირველ ისწავიან ანბანი და მერმე აღმოკითხვაჲ ასოეულად და კუალად წარემართნიან კეთილად კითხვასა. და ესრეთ იწყიან სწავლად სიბრძნესა და მცირედ-მცირედ იქმნიან ფილოსოფოს. ეგრეთვე ჩუენცა ვიქმოდით. განვყვნეთ სათნოებანი: პირველად ვისწაოთ არატყუილი, არაფიცი, არაძჳრის-ზრახვაჲ; მერმე კუალად სხუასა მუჴლსა ჴელ-ვყოთ წურთად: აღმოვფხურნეთ გულისსიტყუანი და გულისთქუმანი ბოროტნი, აღმოვიფხურათ შური, ჴდომაჲ და დიდებისმოყუარებაჲ, მოვი-ძულოთ ნაყროვანებაჲ, მთრვალობაჲ და უდებებაჲ, რაჲთა ამიერ კუალად სულიერთა მიმართ საქმეთა სწავლად აღვიდეთ: მარხვისა და სიწმიდისა, სიმართლისა და სიმდაბლისა; მერმე შეუძლოთ მოგებად ლმობიერებით ლოცვაჲ, მდინარენი ცრემლთანი, სიყუარული, სიხარული და მშჳდობაჲ, სულგრძელებაჲ, სიტკბოებაჲ, სახიერებაჲ, სარწმუნოებაჲ, ყუდროებაჲ, მოთმინებაჲ; მერმე შეუძლოთ მადლითა და შეწევნითა უფლისაჲთა ჯუარ-ცუმად ჴორცთა ჩუენთა ვნებითურთ და გულისთქუმით და ცხოელ ვიყვნეთ სულითა, სულითაცა ვეგნეთ. ესრეთ ვიქმნეთ იფქლ, შესაკრებელ საუნჯეთა მათ ზეცისათა.

ამას ესევითარსა დავსწერ, საყუარელნო, გულთა ზედა თქუენთა, მამანო და დედანო, მოხუცებულნო და ყრმანო, მთავარნო და გლახაკნო, და გევედრები, რაჲთა აღუჴოცელად ეგნენ წერილნი ესე სულიერნი. იღუაწეთ თითოეულისა ამის სათნოებისა წარმართებად. აღჴოცეთ პირველად ჩუეულებაჲ ვნებათაჲ, და მერმე ადვილად აღიწეროს საქმე სათნოებათაჲ, და ოდეს გარდაჰჴდეს ვინ აღწერილთა ამათ მცნებათაგანსა რომელსამე, ნუ დაუტეობნ თავსა თჳსსა განუპატიჟებელად, რაჲთა ვერღარა იკადროს გარდასლვად შიშითა მით პატიჟისაჲთა. ხოლო რაჲ არს პატიჟი გარდასლვისა მცნებათაჲსა? იგიცა არავე უსარგებლო არს, არცა უჴმარ, არა ზღვევაჲ არს, არამედ შეძინებაჲ; ესე იგი არს, რაჲთა ოდეს გარდაჰჴდეს კაცად-კაცადი ერთსა მცნებათაგანსა, განპატიჟოს თავი თჳსი მარხვითა, მუჴლთდრეკითა, ჴმელსა ზედა წოლითა, ცრემლით შევრდომითა უფლისაჲთა და ყოვლისა პირველ აღსაარებითა მოწევნულისა მის ბრალისაჲთა, რაჲთა ცოდვისა მისცა შენდობაჲ პოოს, და მერმე არღარა სწადოდის ცოდვად ში-შითა მით სინანულისაჲთა.

ამას ესევითარსა წესსა დღესითგან ვიწყოთ, ჵ მორწმუნენო, ამას ასპარეზსა შევიდეთ, ქრისტესმოყუარენო, შეჭურვილნი მადლითა სულისა წმიდისაჲთა; დაღაცათუ ვის შეემთხჳოს დაცემაჲ, კუალად აღდეგინ ზემოწერილითა მით წესითა. დაღაცათუ მრავალგზის შეგემთხჳოს წყლულებაჲ ასპარეზსა მას შინა და დაცემაჲ, ჵ კაცო, ნუ სასოწარკუეთილ იქმნები, არამედ კუალად აღდეგ და კუალად ერკინე წინააღმდგომსა მას და ნუ დასცხრები, ვიდრემდის გჳრგჳნი ძლევისაჲ მიიღო და ვითარცა იფქლი რჩეული საუნჯესა მას ზეცისასა დაემკჳდრო. არა ჰხედავა მჴედართა, შერაჲ-ვიდენ ბრძოლად, რავდენცა მოიწყლნენ, უკუეთუ არა დაემორჩილნენ მბრძოლთა მათ, არამედ ჰბრძოდინ, მრავალთა მათთჳს წყლულებათა უმრავლესთა ნიჭთა ღირს იქმნებიან. ხოლო ჩუენი ესე ფრიად უმჯობეს არს ჴორციელისა მის მჴედრობისა, რამეთუ იგინი უკუეთუ დაეცნენ ბრძოლასა შინა, ძლით შეუძლიან აღდგომად, ხოლო შენ რავდენგზისცა დაეცე, უკუეთუ გენებოს, დაუყენებელად აღსდგები; და უმეტესად მიიღო სასყიდელი, რომელ წყლულებანიცა შეგემთხჳნეს და დაცემანი და არავე დასცხერ ბრძოლად მტერისა.

ამისთჳს არა ჯერ-არს ყოლადვე წარკუეთაჲ სასოებისაჲ, არამედ ბრძოლაჲ მტერისაჲ დაუცხრომელად, რამეთუ უძჳრეს ყოვლისა ცოდვისა სასოწარკუეთილებაჲ არს. მიხედენ იუდას, მიმცემელსა, ვითარ უგუნური მჴედარი იყო და უგულოჲ. ამისთჳსცა წარიკუეთა სასოებაჲ, და ესე რაჲ იხილა მტერმან, ზედამიუჴდა და დართვად-სცა ძჳრი ძჳრსა ზედა. რამეთუ წარვიდაო, შიშთვილ-იბა და მოკუდა ღირსად ბოროტისა მის გონებისა მისისა. ხოლო პეტრე, მყარი იგი კლდე, დაღაცათუ დიდითა დაცემითა მოიწყლა, არამედ ვითარცა მჴედარი ჴელოვანი არა დაიჴსნა, არცა წარიკუეთა სასოებაჲ, არამედ მეყსეულად აღხლდნა და შეწირნა ცრემლნი მწარენი გულისაგან შეურვებულისა. იხილა იგი მბრძოლმან მან და ვერ უძლო, რამე-თუ ვითარცა ცეცხლითა დაიწუა სინანულისა მისისაგან. ამისთჳს ივლტოდა მისგან გოდებით და მეოტი საწყალობელად იდევნებოდა.

ესრეთვე შენცა, ძმაო, ეკრძალე, რაჲთა არა შეგემთხჳოს წყლულებაჲ, ხოლო უკუეთუ შეგემთხჳოს, კუალად განიკურნე პირველთქუმულითა მით წესითა და მერმე დაეჩჳო შეწევნითა ქრისტესითა ყოვლადვე არა დაცემად, არამედ დღითი-დღე უაღრესისა მოქალაქობისა მიმართ წარემართო, რამეთუ ვითარცა ყოველი საქმე ჩუეულებითა მტკიცე იქმნების, ეგრეთვე ყოვლისა უფროჲსად - სათნოებაჲ. უკუეთუ ესრეთ აღვასრულოთ ცხორებაჲ ჩუენი მონებასა შინა უფლისასა, ამასცა სოფელსა მყუდროებით ვიყვნეთ და კეთილად და აღვსებულნი სიმდიდრითა სულიერითა მივიწინეთ ქალაქსა მას ზეცისასა და გჳრგჳნნი იგი დაუჭნობელნი მოვიხუნეთ მადლი-თა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.