თ ა რ გ მ ა ნ ი: კუალად იგავით ეტყჳს მათ და ამხილებს უმადლოებასა და უკეთურებასა მათსა და მოასწავებს სასოწარკუეთილთა მათ მოქცევასა და მორჩილებასა. რამეთუ იგავი ესე ორთა მათ ძეთაჲ მოასწავებს საქმესა მას წარმართთა და ჰურიათასა. რამეთუ წარმართთა არა ასმიოდა შჯული, არცა აღეთქუა მორჩილებაჲ, და საქმით აჩუენეს მორჩილებაჲ და შევიდეს საქმედ ვენაჴსა მას ცხორებისასა, რომელ არიან მცნებანი ქრისტესნი და ქადაგებაჲ იგი სახარებისაჲ.
ხოლო ჰურიათა ასმიოდა შჯული და წინაჲსწარმეტყუელთა სიტყუანი და ეთქუა, ვითარმედ: ყოველი, რავდენი თქუას ღმერთმან, ვქმნათ და ვისმინოთ; და საქმით აჩუენეს ურჩებაჲ ბოროტი.
ამისთჳსცა, რაჲთა არა ჰგონებდენ, თუ შჯული იგი სარგებელ რასმე ეყოფვის, უჩუენებს უფალი, ვითარმედ უფროჲსღა დასასჯელ მათა იქმნების, ვითარცა პავლე იტყჳს, ვითარმედ: „არა მსმენელნი შჯულისანი, არამედ მოქმედნი შჯულისანი განმართლდენ ღმრთისა მიერ“. ხოლო რაჲთა თავით თჳსით დაშჯილ იყვნენ, მათვე პირითა თჳსითა უბრძანა განჩინებისა მიცემად, და ვინაჲთგან ნეფსით არა ინებეს აღსაარებად ჭეშმარიტისა, იგავითა მით ათქუმია, რომელსა ეძიებდა....