მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 21:32

31. ვინ ორთა ამათგანმან ყო ნებაჲ მამისა თჳსისაჲ? ჰრქუეს მას: პირველმან მან. ჰრქუა მათ იესუ: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მეზუერენი და მეძავნი წინა-გიძღოდიან თქუენ სასუფეველსა ღმრთისასა.32. რამეთუ მოვიდა თქუენდა იოვანე გზითა სიმართლისაჲთა, და არა გრწმენა მისი, ხოლო მეზუერეთა და მეძავთა ჰრწმენა მისი; ხოლო თქუენ იხილეთ და არა შეინანეთ უკუანაჲსკნელ, რაჲთამცა გრწმენა მისი.33. სხუაჲ იგავი ისმინეთ: კაცი ვინმე იყო სახლისა უფალი, რომელმან დაასხა ვენაჴი და ზღუდე გარე-მოსდვა მას და ქმნა მას შინა საწნეხელი და აღაშენა გოდოლი და მისცა იგი მოქმედთა საქმედ და წარვიდა.
სახარებაჲ მათესი თავი 21
32. რამეთუ მოვიდა თქუენდა იოვანე გზითა სიმართლისაჲთა, და არა გრწმენა მისი, ხოლო მეზუერეთა და მეძავთა ჰრწმენა მისი; ხოლო თქუენ იხილეთ და არა შეინანეთ უკუანაჲსკნელ, რაჲთამცა გრწმენა მისი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ია
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვითარცა იხილნა ფარისეველნი იგი და სადუკეველნი, მომავალნი ნათლის-ღებად მისგან, ჰრქუა მათ: ნაშობნო იქედნეთანო, ვინ გიჩუენა თქუენ სივლტოლაჲ მომავალისა მისგან რისხვისა?“ (3,7).:

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვითარცა იხილნა ფარისეველნი იგი და სადუკეველნი, მომავალნი ნათლის-ღებად მისგან, ჰრქუა მათ: ნაშობნო იქედნეთანო, ვინ გიჩუენა თქუენ სივლტოლაჲ მომავალისა მისგან რისხვისა?“ (3,7).

ვითარ უკუე უფალი იტყჳს, ვითარმედ: „არა ჰრწმენა იოვანესი“, და აქა იტყჳს, ვითარმედ: „მოვიდეს ნათლის-ღებად მისგან“? ესე ამისთჳს, რამეთუ არა სარწმუნოებაჲ იყო მათი იგი მისლვაჲ მისა, ვინაჲთგან რომელსა-იგი ქადაგებდა, მისი არა ჰრწმენა, რამეთუ იგინი იტყოდეს, ვითარმედ: „გურწამს რჩული მოსესი და სიტყუანი წინაწარმეტყუელთანი“, არამედ მათიცა თქუა, ვითარმედ: „არა ჰრწმენა“, ვინაჲთგან არა შეიწყნარეს მათ მიერ ქადაგებული იგი, ვითარცა იტყჳს: „უკუეთუმცა გრწმენა მოსესი, გრწმენამცა ჩემიცა“; და კუალად: „გამოეძიებთ წიგნთა და ჰგონებთ თავ-თა თქუენთა, ვითარმედ ცხორებაჲ გაქუს საუკუნოჲ; და იგინი არიან, რომელნი წამებენ ჩემთჳს, და არა გინებს მოსლვად ჩემდა“. და კუალად ამისა შემდგომად ჰკითხა რაჲ უფალმან, ვითარმედ: „ნათლის-ღებაჲ იოვანესი ვინაჲ იყო: ზეცით ანუ კაცთაგან?“ იტყოდეს იგინი: „უკუეთუ ვთქუათ: ზეცით, გურქუას ჩუენ: დ...

სრულად ნახვა