მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 21:33

32. რამეთუ მოვიდა თქუენდა იოვანე გზითა სიმართლისაჲთა, და არა გრწმენა მისი, ხოლო მეზუერეთა და მეძავთა ჰრწმენა მისი; ხოლო თქუენ იხილეთ და არა შეინანეთ უკუანაჲსკნელ, რაჲთამცა გრწმენა მისი.33. სხუაჲ იგავი ისმინეთ: კაცი ვინმე იყო სახლისა უფალი, რომელმან დაასხა ვენაჴი და ზღუდე გარე-მოსდვა მას და ქმნა მას შინა საწნეხელი და აღაშენა გოდოლი და მისცა იგი მოქმედთა საქმედ და წარვიდა.34. და რაჟამს მოიწია ჟამი ნაყოფთაჲ, მოავლინნა მონანი მისნი მოქმედთა მათ მოღებად ნაყოფისა მისისა.
სახარებაჲ მათესი თავი 21
33. სხუაჲ იგავი ისმინეთ: კაცი ვინმე იყო სახლისა უფალი, რომელმან დაასხა ვენაჴი და ზღუდე გარე-მოსდვა მას და ქმნა მას შინა საწნეხელი და აღაშენა გოდოლი და მისცა იგი მოქმედთა საქმედ და წარვიდა.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „სხუაჲ იგავი ისმინეთ: კაცი ვინმე იყო სახლისა უფალი, რომელმან დაასხა ვენაჴი და ზღუდე გარემოსდვა მას და ქმნა მას შინა საწნეხელი და აღდგა გოდოლი და მისცა იგი მოქმედთა საქმედ და წარვიდა. და რაჟამს მოიწია ჟამი ნაყოფისაჲ, მიავლინნა მონანი მისნი მოქმედთა მათ მოღებად ნაყოფისა მისისა. და შეიპყრნეს მოქმედთა მათ მონანი იგი მისნი, რომელთამე სცეს, რომელნიმე მოსწყჳდნეს და რომელთამე ქვაჲ დაჰკრიბეს. კუალად წარავლინნა სხუანი მონანი, უმრავლესნი პირველთასა, და მათცა ეგრევე უყვეს“ (21,33-36).:

ამის იგავისაგან მრავალთა საქმეთა მოასწავებს ქველისმოქმედება-თა ღმრთისათა, რომელნი პირველითგან ქმნნა ჰურიათა თანა, და მათსა მას მარადის კაცისმკლველობასა, და ვითარ არარაჲ დაუტევა ღმერთმან, რომელიცა ღონე იყო მოქცევად მათდა, და მათ არა ინებეს, არამედ წინაჲსწარმეტყუელნი იგი, მივლინებულნი მათა, მოსწყჳდნეს, და არავე გარემიიქცა მათგან, არამედ ძე თჳსი მოავლინა.

და კუალად ესეცა მოესწავების ამის იგავისა მიერ, ვითარმედ ერთი არს ღმერთი და მეუფე ძუელისა მის და ახლისა შჯულისაჲ, და თუ ვი-თარ დიდნი იგი და გამოუთქუმელნი კეთილნი აღესრულნეს სიკუდილითა ქრისტესითა. კუალად გამოაჩინებს სასჯელსა მას და ტანჯვასა, მოწევნადსა ჰურიათა ზედა ჯუარ-ცუმისათჳს მისისა, და სრულიადსა მათსა დაცემასა და განვრდომასა და წოდებასა მას წარმართთასა.

ესე ყოველი იგავისა ამისგან მოგუესწავების. ამისთჳს სამართლად პირველთქუმულისა მის მახლობელად თქუა ესე, რაჲთა უჩუენოს ურჩულოებისა მათისა სიმრავლე, რომელ ესოდენთა კეთილთა ზედა ვერცა თუ მეზუერეთა და მეძავთა სწორად ინებეს მოქცევად მეუფისა მის სახიერისა.

აწ უკუე გულისჴმა-ყავთ მისი იგი დიდებული მოღუაწებაჲ და მათი უზომოჲ დაჴსნილობაჲ:...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XXI
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
21:33-46 — ბოროტი მევენახეები და უარყოფილი ქვაკუთხედი:

33. სხუაჲ იგავი ისმინეთ: კაცი ვინმე იყო სახლისა უფალი, რომელმან დაასხა ვენაჴი და ზღუდე გარე-მოსდვა მას და ქმნა მას შინა საწნეხელი და აღაშენა გოდოლი და მისცა იგი მოქმედთა საქმედ და წარვიდა. - უფალს სხვა იგავიც მოჰყავს მათთვის, რათა აჩვენოს: მიუხედავად იმ დიდი მზრუნველობისა, რომელიც ეღირსათ, მაინც ვერ გამოსწორდნენ. პატრონი სახლისა უფალია, ვისაც მისი კაცთმოყვარეობისა გამო, კაცი ეწოდა. ვენახი - იუდეველი ხალხი, ვინც ღმერთმა აღთქმულ მიწაზე დანერგა, როგორც ნათქვამია: შეიყვანე და დანერგე ისინი მთასა ზედა წმინდასა შენსა. ზღუდე ან სჯულია, რომელიც მათ წარმართებთან ქორწინების გზით აღრევისაგან იფარავდა, ან წმინდა ანგელოზნი, რომელნიც ისრაელს იცავდნენ. საწნახელი სამსხვერპლოა, გოდოლი - ტაძარი, ხოლო მიწათმოქმედნი - მოძღვარნი ხალხისა - ფარისეველნი და მწიგნობარნი. ღმერთი - სახლისა უფალი ებრაელებს მაშინ განშორდა, როცა ღრუბლის სვეტიდან მათთან საუბარი შეწყვიტა. ან კიდევ: წასვლა ღმრთის სულგრძელობას ნიშნავს, რადგანაც იგი თითქოს ძილს ეძლევა, ან გვშორდება, როცა სულგრძელობას იჩენს და ჩვენს უსამართლო საქმეთა გამო მაშინვე არ ჩნდება.

34-39. და რაჟამს...

სრულად ნახვა
სიტყვა მეცამეტესა კვირიაკესა ზედა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

იგავი ვენახსა ზედა (მათ. 21, 32-42).

ძმანო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო!

დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ყურადღებით მოისმინეთ დღეს წარკითხული სახარებისაგან იგავი. უეჭველია, კიდეც მიჰხვდით, რომ ამ იგავში უფალმან იესო ქრისტემან მიფარულად და საიდუმლოდ აღწერა ბოროტი თვისება, უნაყოფოება, უმადურება ებრაელთა. ვენახი იგი, რომელი დაასხა სახლსა უფალმან, მიფარულად ჰნიშნავდა იუდეიათ ქვეყანასა; სახლისა უფალი თვით ღმერთსა; ზღუდე ვენახისა, საწნახელი, გოდოლი, რომელი აღაშენა სახლისა უფალმან, მოასწავებენ ყოველთა მათ ხორცილთა და სულიერთა სიკეთეთა, მშვიდობასა, სიმდიდრესა, სჯულსა, მადლსა, რომლითა ღმერთმან შეზღუდა და შეამკო ქვეყანა იგი ურიათა. რისთვის მისცა ღმერთმან ეგოდენი მადლი ურიათა? მისთვის, რომ თავ-თავის დროზედ გამოიღონ ნაყოფი, ესე იგი: სარწმუნოება, სასოება, კეთილნი საქმენი და სხვა; მაგრამ მათ ნაყოფი არ გამოიღეს. ნაცვლად ამისა, როდესაც გაჰგზავნიდა ღმერთი მონათა თვისთა წინასწარმეტყველთა ნაყოფის მისაღებად, ურიანი მათს სიტყვას არ ისმენდნენ, ზოგიერთს მათგანს სცემდენ და სტანჯვიდენ, ზოგს მოჰკვლიდენ. ბოლოს ღმერთმან გაჰგზავნა მათთან ძე ღვთისა,...

სრულად ნახვა
სიტყვა თქმული ქუთაისი საკათედრო ეკლესიასა შინა სასულიერო და სახორციელო სასწავლებლების მოსწავლეთადმი, 1876 წელს
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

კაცი ვინმე იყო სახლისა უფალი, რომელმან დაასხა ვენახი, და ზღუდე  გარე მოსდგა მას, და ჰქმნა მას შინა საწნახელი, და აღაშენა გოდოლი და მისცა იგი მოქმედთა ქვეყანისათა. (მათე 21, 33)

საყვარელნო ყრმანო, საერო და სასულიერო სასწავლებელთა მოსწავლენო! წარსულს წელიწადს, წინად სწავლის დაწყებისა დაგიბარე მე თქვენ წმიდასა ამას ტაძარსა შინა და მოგეცი დარიგება, მსგავსადვე ახლაც მსურს აღვასრულო ჩემი თქვენდამი მოვალეობა. იმედი მაქვს, რომ ზოგიერთთა მაინც თქვენგანთა ახსოვს ის სწავლა, რომელიც მოგეცი თქვენ წარსულს წელს. მე თქვენ ის აზრი აღგიხსენით, რომ თქვენ ყოველნი ფრთხილად უნდა იყვნეთ, რათა ვინმემ ბოროტის განმზრახველმა პირმა არ გაცთუნოს, არ შეგაგონოს რაიმე სჯულის წინააღმდეგი აზრი. ახლა მე მსურს მოგცე თქვენ სხვა დიდი და ფრიად საჭირო სწავლა სულიერი, მე მსურს აღგიხსნა თქვენ, რა დიდი მნიშვნელობა აქვს ქრისტიანულსა სჯულსა, არა თუ მხოლოდ თითოეულისა კაცისათვის, არამედ მთელი ერის და ხალხის ცხოვრების წარმატებისათვის. ამას აგიხსნი მე თქვენ, არა ღრმა ფილოსოფიური აზრებითა, რომელთა უმეტესი თქვენგანი ჯერედ ვერც კი გაიგებს, არამედ უბრალო ისტორიული მაგალითების...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარცა-იგი რაჟამს წარვალნ კაცი მეუფჱ გზასა და მოუწესნ მონათა თჳსთა და მისცის მათ მონაგები თჳსი; და რომელსამე მისცა ხუთი ქანქარი და რომელსამე ორი ქანქარი და რომელსამე ერ-თი, კაცად-კაცადსა მსგავსად ძალისა თჳსისა, და წარვიდა. და მეყსეულად წარვიდა, რომელმან-იგი ხუთი ქანქარი მიიღო, და ქმნა მას ზედა და შესძინა სხუაჲღა ხუთი. ეგრეთვე რომელმან-იგი ორი მიიღო, შესძინა სხუაჲ ორი. ხოლო რომელმან-იგი ერთი მიიღო, წარვიდა და მოთხარა და დაჰფლა ქუეყანასა ვეცხლი იგი უფლისა თჳსისა. შემდგომად მრავლისა ჟამისა მოვიდა უფალი იგი მათ მონათაჲ და სიტყუაჲ ყო მონათა მათ თანა. და წარდგა, რომელმან-იგი ხუთი ქანქარი მიიღო, მოართუა მას სხუაჲღა ხუთი ქანქარი და ჰრქუა: უფალო, ხუთი ქანქარი მომეც მე, აჰა სხუაჲ ხუთი ქანქარი შევსძინე. ჰრქუა მას უფალმან თჳსმან: კეთილო მონაო, სახიერო და სარწმუნოო! მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, და მრავალსა ზედა დაგადგინო შენ; შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა. და მოვიდა, რომელსა-იგი ორი ქანქარი მიეღო, და ჰრქუა: უფალო, ორი ქანქარი მომეც მე, აჰა სხუაჲ ორი ქანქარი შევსძინე. ჰრქუა მას უფალმან თჳსმან: კეთილო მონაო, სახიერო და სარწმუნოო! მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, და მრავალსა ზედა დაგადგინო შენ; შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა. მოვიდა იგიცა, რომელსა ერთი ქანქარი მიეღო, და ჰრქუა: უფალო, უწყოდე, რამეთუ ფიცხელი კაცი ხარ: მოიმკი, სადა არა დასთესი, და შეიკრიბი, სადა არა განგიბნევიედ. შემეშინა და წარვედ და დავჰფალ ქანქარი იგი შენი ქუეყანასა. აჰა ესერა შენი შენ თანა არს. მიუგო უფალმან მისმან და ჰრქუა მას: უკეთურო მონაო და მედგარო! უწყოდე, რამეთუ მოვიმკი, სადა არა დავსთესი, და შევიკრიბი, სადა არა განმიბნევიედ. ჯერ-იყო დადებად შენდა ვეცხლი იგი ჩემი სავაჭროსა, და მო-მცა-ვედ და მოვიღე ჩემი აღნადგინებითურთ. მოუღეთ მაგას ქანქარი ეგე და მიეცით მას, რომელსა აქუს ათი ქანქარი. რამეთუ ყოველსა, რომელსა აქუნდეს, მიეცეს და მიემატოს; და რომელსა არა აქუნდეს, და რომელღა-იგი აქუნდეს, მო-ვე-ეღოს მისგან. და მონაჲ იგი უჴმარი განჴადეთ ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ“ (25,14-30).:

...ქუნდეს, მო-ვე-ეღოს მისგან. და მონაჲ იგი უჴმარი განჴადეთ ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ“ (25,14-30).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ყოვლადვე ესრეთ არს განგებულებაჲ უფლისაჲ. არა მეყსეულად მოჰჴდის სიტყუასა და ეძიებს საქმესა. რამეთუ ვენაჴისა მისთჳს იტყჳს, ვითარმედ: „მისცა იგი მოქმედთა და წარვიდა“, და აწ აქა არწმუნა ქანქარი იგი, რომელ არს ტალანტი, და წარვიდაო, - რაჲთა სცნა სულგრძელებაჲ მისი. ხოლო მოსლვასა იტყჳს მეორესა მას, ოდეს-იგი იქმნას აღდგომაჲ მკუდართაჲ და დაჯდეს უფალი განკითხვად. ხოლო აქა არა იჴსენებიან მუშაკნი და ვენაჴი, რამეთუ არა მთავართა მიმართ ოდენ არს, არცა ჰურიათა სიტყუაჲ ესე, არამედ ყოველთა მიმართ იტყჳს მორწმუნე-თა. და რომელნიმე წარმოუდგებიან და აღიარებენ მის მიერ მიცემულსა მას მადლსა და უჩუენებენ თჳს[ს]ა საქმესა და ჰმადლობენ, რამეთუ მის მიერ მიიღეს მიზეზი საქმისაჲ მის და მისდად აღიარებენ ყოველსავე. ამის-თჳს უფალიცა მადლიერ არს და სახიერით უწესს, რამეთუ სახიერ ექმნეს მოყუასთა, და სარწმუნოდ სახელ-სდებს, რამეთუ ქანქარი იგი განამრავლეს, და უბრძანებს სიხარულსა მას საუკუნოსა შესლვად; ესე არს თავი ყოვლისა ნეტარებისაჲ.

ხოლო უდებმან მან და მედგარმან მონამან ჰრქუა: „უწყოდე, რამეთუ ფიცხელ ხარ“; ამისთჳს „დავჰფალ ქანქა...

სრულად ნახვა