მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 21:39

38. ხოლო ქუეყანის მოქმედთა მათ ვითარცა იხილეს ძე იგი მისი, და თქუეს გულსა მათსა: ესე არს მკჳდრი, მოვედით და მოვკლათ იგი და დავიპყრათ სამკჳდრებელი მისი.39. და შეიპყრეს იგი და განიყვანეს გარეშე სავენახისა მის და მოკლეს.40. რაჟამს უკუე მოვიდეს უფალი სავენაჴისაჲ მის, რაჲ-მე უყოს ქუეყანის-მოქმედთა მათ?
სახარებაჲ მათესი თავი 21
39. და შეიპყრეს იგი და განიყვანეს გარეშე სავენახისა მის და მოკლეს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ი
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „თჳსთა თანა მოვიდა, და თჳსთა იგი არა შეიწყნარეს“ (1,11).:

...„თჳსთა თანა მოვიდა იგი“, არა თუ მას რაჲმე უჴმდა, რამეთუ, ვითარცა ვთქუ, ღმერთსა არარაჲ უჴმს სხჳსაგან, არამედ თჳსთა მათ მისთა სარგებელისათჳს მოვიდა. და ამას ყოველსა ზედა „თჳსთა იგი არა შეიწყნარეს“, სარგებელად მათა მოსრული, არამედ გარემიაქციეს, და არა ესე ოდენ, არამედ გარეგან ვენაჴისა განიყვანეს და მოკლეს. და ამას ყოველსა ზედა არავე დაუჴშა მათ კარი სინანულისაჲ, არამედ მისცა მათ ამათ ესეოდენთა ბოროტთა შემდგომად, რაჲთა უკუეთუ ინებონ, ყოველნი მათნი ცოდვანი განიბანნენ მისითა სარწმუნოებითა და სწორ იქმნენ მათდა, რომელთა არარაჲ ესევითარი ექმნას, არამედ საყუარელ მისა იყვნეს.

და რაჲთა სცნათ, ვითარმედ არა ცუდად ვიტყოდე ამას, იხილეთ ნეტარი პავლე, რომლისათჳს ბრწყინვალედ ვღაღადებ, რამეთუ ესე შემდგომად ჯუარს-ცუმისა ქრისტეს სდევნიდა და მოწამისა მის მისისა სიკუდილსა თანაშემწე იყო; და ვინაჲთგან მოიქცა და შეინანა, ამისთჳს მეყსეულად თავთა მათ მოციქულთა თანაზიარ იქმნა და მოძღურად და მასწავლელად ყოვლისა სოფლისა გამოჩნდა, რომელი პირველ მგმობარი იყო და მდევარი, ვითარცა თჳთ იგი ნეტარი ქადაგებს სახარებასა მას სიხარულით, და არა თუ სირცხჳლ-უჩნდა. ამისთჳსცა ოდესმე იტყჳნ, ვითარმედ: „არა ღირს ვარ წოდებად მოციქულად, რამეთუ ვსდევნიდ ეკლესიათა ღმრთისათა“;...

სრულად ნახვა