მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 22:29

28. აწ უკუე აღდგომასა მას ვისა შჳდთა მათგანისა იყოს იგი ცოლად, რამეთუ ყოველთა ესუა იგი?29. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: სცთებით, რამეთუ არა იცნით წიგნნი, არცა ძალი ღმრთისაჲ,30. რამეთუ აღდგომასა მას არცა იქორწინებოდიან, არცა განჰქორწინებდენ, არამედ, ვითარცა ანგელოზნი ღმრთისანი, იყვნენ ცათა შინა.
სახარებაჲ მათესი თავი 22
29. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: სცთებით, რამეთუ არა იცნით წიგნნი, არცა ძალი ღმრთისაჲ,
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ო
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: სცთებით, რამეთუ არა იცით წიგნი, არცა ძალი ღმრთისაჲ“ (22,29).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან იგინი მოსეს სიტყუასა წინაუყოფდეს და მეცნიერებასა იქადოდეს, ამისთჳს ეტყჳს უფალი, ვითარმედ: ყოვლადვე არა იცით ძალი წიგნთაჲ, არცა ძალი ღმრთისაჲ გულისჴმა-გიყოფიეს. ამისთჳს ჴელ-ჰყოფთ გამოცდასა ჩემსა. უკუეთუმცა ანუ ბუნებითისა გულისჴმის-ყოფისაგან, ანუ წერილთა მეცნიერებისაგან იცოდეთ, ვითარმედ ღმრთისაგან ყოველივე შესაძლებელ არს, ესრეთმცა არა იტყოდეთ, არამედ ფრიადი ეგე უგულისჴმოებაჲ არს მიზეზ ურწმუნოებისა თქუენისა და რომელ ჰგონებთ, თუ მერმესა მას ცხორებასა ესევითარნი საქმენი არიან. არამედ გულისჴმა-ყავთ სახე იგი მერმისაჲ.

მათეს სახარების განმარტება - თავი XXII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
22:23-33 — სადუკეველნი და აღდგომის საკითხი:

23-28. მას დღესა შინა მოუჴდეს მას სადუკეველნი, რომელნი იტყოდეს, ვითარმედ: არა არს აღდგომაჲ. ჰკითხეს მას და ეტყოდეს: მოძღუარ, მოსე ესრეთ თქუა: უკუეთუ ვინმე მოკუდეს და არა ესუას შვილი, ესიძენ ძმაჲ მისი ცოლსა მისსა და აღუდგინენ თესლი ძმასა თჳსსა. იყვნეს უკუე ჩუენ შორის შჳდნი ძმანი. და პირველმან მან შეირთო და მოკუდა, და არა დაშთა თესლი, და დაუტევა ცოლი თჳსი ძმასა თჳსსა. ეგრეთვე მეორემან და მესამემან ვიდრე მეშჳდედმდე. ხოლო უკუანაჲსკნელ ყოველთასა მოკუდა დედაკაციცა იგი. აწ უკუე აღდგომასა მას ვისა შჳდთა მათგანისა იყოს იგი ცოლად, რამეთუ ყოველთა ესუა იგი? - როცა ფარისეველნი და ჰეროდიანნი დაადუმა, უფლის ცდუნებას ახლა სადუკევლები შეეცადნენ. მათი ერესი ასეთი იყო: ეწინააღმდეგებოდნენ რა ყველაფერში ფარისევლებს, სადუკევლებს არც აღდგომა სწამდათ, არც სული და არც ანგელოზი. ამჟამად მათ შეთხზეს ამბავი, რომელიც არ მომხდარა. ვთქვათ და ორმა ძმამ მართლაც შეირთო იგი ცოლად და მოკვდა, მესამემ როგორღა ვერ გაითვალისწინა წინა ორის მაგალითი და ვერ მოიფიქრა, რომ მასთან ქორწინებაზე უარი ეთქვა? სადუკევლებმა ეს იმიტომ შეთხზეს, რომ ქრისტე სიძნელის წინაშე დაეყენებინათ...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის