კუალად აქაცა გჳთხრობს მახარებელი მიზეზსა, რომლისათჳს თანაედვა შეკდიმებაჲ. არამედ იგინი უფროჲსად გამოსცდიანვე. ვინაჲთგან სადუკეველნი მოუჴდეს გამოცდად და სირცხჳლეულ იქმნეს, მერმე შეკრბეს ფარისეველნი გამოცდად და ჰკითხვენ. არა თუ სწადოდა სწავლად, არამედ რაჲთა განსაცდელი დაურწყონ. ამისთჳს წარმოდგა რეცა შჯულისმეცნიერი და ეტყჳს: „რომელი მცნებაჲ უფროჲს არსო?“ რამეთუ ვინაჲთგან ესე იყო პირველი მცნებაჲ, თუ: „შეიყუარო უფალი ღმერთი შენი“, ამისთჳს ესე სიტყუაჲ წინაუყვეს, ნუუკუე სხუაჲ რაჲმე თქუას და თავისა თჳსისა მიმართ მიიზიდოს პატივი, და ესრეთ პოონ მათ სიტყუაჲ მისა მიმართ. ხოლო ქრისტეს ენება ჩუენებად მათდა, ვითარმედ ამისთჳს ჴელ-ჰყოფენ სიტყუათა მათ გამოცდისათა, რამეთუ არა აქუს ყოვლადვე სიყუარული, არამედ სავსე არიან შურითა. მიუგო და ჰრქუა მათ:
სახარებაჲ მათესი 22:35
34-40. ხოლო ფარისეველთა რაჲ ესმა, რამეთუ დაუყო პირი სადუკეველთა მათ, შეკრბეს ერთად. და ჰკითხა ერთმან მათგანმან სჯულის-მოძღუარმან, გამოსცდიდა მას და ეტყოდა: მოძღუარ, რომელი მცნებაჲ უფროჲს არს სჯულსა შინა? ხოლო იესუ ჰრქუა მას: შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა. ესე არს დიდი და პირველი მცნებაჲ. და მეორე, მსგავსი ამისი: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი. ამათ ორთა მცნებათა ყოველი სჯული და წინაწარმეტყუელნი დამოკიდებულ არიან. - გამომცდელი მასთან უზომო შურით შეპყრობილი მივიდა. როცა ფარისევლებმა დაინახეს, რომ სადუკეველნი შერცხვნენ, ხოლო უფალი სიბრძნით განიდიდა, მივიდნენ, რათა გამოეცადათ, ხომ არ დაურთავდა რამეს პირველ მცნებას წინ სჯულის შესასწორებლად, რათა ამით საბაბი ჰქონოდათ მისთვის ბრალის დადებისათვის. უფალი ამხელს მათ ბოროტებას, სახელდობრ, რომ არა სწავლისათვის მივიდნენ, არამედ, რადგანაც სიყვარული არ ჰქონდათ, - შურისა და ჯიბრის გრძნობით შეპყრობილნი, და აჩვენებს, რომ ყველა მცნებაზე აღმატებული სიყვარულია. იგი ასწავლის, რომ ღმერთი რაღაც ზომით კი არ უნდა გვიყვარდეს,...
მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის