თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარცა ზემო ჰკითხეს სადუკეველთა სახე აღდგომისაჲ და თავადმან უმეტესიცა კითხვისა მათისაჲ განუმარტა, ეგრეთვე აქა ყო. ჰკითხეს, თუ: „რომელი არს პირველი მცნებაჲ?“ და თავადმან მეორეცა აუწყა, არაჲთა ნაკლულევანი პირველისა, რამეთუ დაღაცათუ რიცხჳთა მეორე არს, არამედ მსგავსივე არს პირველისაჲ; ამისთჳს, რამეთუ გზაჲ არს მისა მიმართ აღმყვანებელი, და მის მიერ აქუს ამასცა სიმტკიცე. ესე რაჲ მიუთხრა, აუწყა მათ, ვითარმედ შორს არიან სიყუარულისაგან. რამეთუ „სიყუარულსა არა შურნ“, არცა იგონებნ ბოროტსა, ხოლო იგინი, ვინაჲთგან სავსე იყვნეს შურითა და ბოროტსა ზრახვიდეს, შორს იყვნეს სიყუარულისაგან.
ხოლო რაჲსათჳს მათე იტყჳს, ვითარმედ: „გამოსცდიდა მას“, ხოლო მარკოზ ესრეთ იტყჳს: „იხილა იესუ, რამეთუ გონიერად მიუგო, და ჰრქუა მას: არა შორს ხარ სასუფეველსა ღმრთისასა“.
არა თუ ურთიერთას წინააღუდგებიან მახარებელნი. ნუ იყოფინ! არამედ ფრიადცა ეწამებიან. რამეთუ მწიგნობარმან მან გამოცდით წინაუყო პირველად სიტყუაჲ იგი, ხოლო ვინაჲთგან ესმა სიტყუაჲ...