მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 22:41

40. ამათ ორთა მცნებათა ყოველი სჯული და წინაწარმეტყუელნი დამოკიდებულ არიან.41. შეკრებულ რაჲ იყვნეს ფარისეველნი იგი, ჰკითხა მათ იესუ42. და ჰრქუა: ვითარ ჰგონებთ თქუენ ქრისტესთჳს, ვისი ძე არს? ხოლო მათ ჰრქუეს: დავითისი.
სახარებაჲ მათესი თავი 22
41. შეკრებულ რაჲ იყვნეს ფარისეველნი იგი, ჰკითხა მათ იესუ
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „შეკრებულ რაჲ იყვნეს ფარისეველნი იგი, ჰკითხა მათ იესუ და ჰრქუა: ვითარ ჰგონებთ თქუენ ქრისტჱსთჳს, ვისი ძე არს? ხოლო მათ ჰრქუეს: დავითისი. ჰრქუა მათ იესუ: ვითარ უკუე დავით სულითა ჰხადის მას უფლად და იტყჳს: ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა? (ფსალმ. 109,1) უკუეთუ დავით უფლად ხადის მას, ვითარ ძე მისი არს?“ (22,41-45).:

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო ფარისეველთა რაჲ ესმა, ვითარმედ დაუყო პირი სადუკეველთა მათ, შეკრბეს ერთად. და ჰკითხა ერთმან მათგანმან და გამოსცდიდა მას: მოძღუარ, რომელი მცნებაჲ უფროჲს არს შჯულსა შინა?“ (22,34-36).

კუალად აქაცა გჳთხრობს მახარებელი მიზეზსა, რომლისათჳს თანაედვა შეკდიმებაჲ. არამედ იგინი უფროჲსად გამოსცდიანვე. ვინაჲთგან სადუკეველნი მოუჴდეს გამოცდად და სირცხჳლეულ იქმნეს, მერმე შეკრბეს ფარისეველნი გამოცდად და ჰკითხვენ. არა თუ სწადოდა სწავლად, არამედ რაჲთა განსაცდელი დაურწყონ. ამისთჳს წარმოდგა რეცა შჯულისმეცნიერი და ეტყჳს: „რომელი მცნებაჲ უფროჲს არსო?“ რამეთუ ვინაჲთგან ესე იყო პირველი მცნებაჲ, თუ: „შეიყუარო უფალი ღმერთი შენი“, ამისთჳს ესე სიტყუაჲ წინაუყვეს, ნუუკუე სხუაჲ რაჲმე თქუას და თავისა თჳსისა მიმართ მიიზიდოს პატივი, და ესრეთ პოონ მათ სიტყუაჲ მისა მიმართ. ხოლო ქრისტეს ენება ჩუენებად მათდა, ვითარმედ ამისთჳს ჴელ-ჰყოფენ სიტყუათა მათ გამოცდისათა, რამეთუ არა აქუს ყოვლადვე სიყუარული, არამედ სავსე არიან შურითა. მიუგო და ჰრქუა მათ:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XXII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
22:41-46 — ქრისტე — დავითის ძე და უფალი:

41-46. შეკრებულ რაჲ იყვნეს ფარისეველნი იგი, ჰკითხა მათ იესუ და ჰრქუა: ვითარ ჰგონებთ თქუენ ქრისტესთჳს, ვისი ძე არს? ხოლო მათ ჰრქუეს: დავითისი. ჰრქუა მათ იესუ: ვითარ უკუე დავით სულ ითა ჰხადის მას უფლად და იტყჳს: ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა? უკუეთუ დავით სულითა უფლად ხადის მას, ვითარ ძე მისი არს? და ვერვის ეძლო სიტყჳს-მიგებად მისა, არცაღა ვინ იკადრა მიერ დღითგან კითხვად მისა არღარაჲ. - რადგანაც ჩვეულებრივ ადამიანად თვლიდნენ, ამ შეხედულების საწინააღმდეგოდ, დავითის წინასწარმეტყველების მეშვეობით ასწავლის, რომ უფალი ჭეშმარიტად თვითონ არის და თავის ღმრთეებრიობას ააშკარავებს. ფარისეველთა პასუხად, რომელნიც ამბობდნენ, ქრისტე დავითის ძე ანუ ჩვეულებრივი კაციაო, იგი კითხულობს: მაშინ დავითმა უფალი როგორღა უწოდა მას და თანაც არა უბრალოდ, არამედ გამოცხადებით, რომელიც მის შესახებ სულიწმიდის მადლით ებოძა? ამ სიტყვებით უფალი არ უარყოფს, რომ დავითის ძეა, მაგრამ იმასაც აჩვენებს, რომ არც დავითის თესლისაგან წარმომდგარი ჩვეულებრივი კაცია. იგი ამ კითხვას იმიტომ სვამს, რომ თუ...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის