თ ა რ გ მ ა ნ ი: ესრეთ იწყლნეს მწიკულევანნი იგი გულნი მათნი, და დაეყვნეს მგმობარნი იგი პირნი მათნი. ხოლო ესე საქმე დიდად სარგებელ ეყო ერსა მას. ამისთჳს, ვინაჲთგან მგელნი იგი განიოტნა, რომელთა არა ინებეს სარგებელი, მერმე ერისა მის მიმართ მიაქცია უფალმან სიტყუაჲ თჳსი.
ხოლო რაჲსათჳს არა ინებეს მწიგნობართა მათ და ფარისეველთა ესევითართა მათ ღმრთივშუენიერთა სწავლათაგან სარგებელი? ამპარტავანებისაგან და ცუდადმზუაობრობისა მათისა, რამეთუ ბოროტი არს ვნებაჲ ესე და მრავალთავი და ყოველსავე საქმესა შინა შეერთვის. ამის გამო რომელთამე წინამძღურობისათჳს სურის, რომელთამე - ძლიერებისათჳს ჴორციელისა, სხუათა - სიმრავლისათჳს საფასეთაჲსა.
და არა ესე ოდენ, არამედ სათნოებათაცა შეერთვის ესე ვნებაჲ, და რომელნიმე მოწყალებასა და ქველისსაქმესა იქმან მზუაობრობისათჳს, სხუანი მარხვასა და ლოცვასა აღასრულებენ; და ყოვლით კერძო მრავალ თავ ასხენ ამას მჴეცსა.