თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან ამცნო კრძალვაჲ ზუაობისაგან და განშორებაჲ თავთა თჳსთაჲ ამპარტავანებისაგან, აწ კუალად ასწავებს, თუ ვითარსახედ იყოს კრძალვაჲ და განშორებაჲ ბოროტისა მის ვნებისაგან. ამისთჳს ბრძანებს, ვითარმედ: „უდიდესი თქუენი იყოს თქუენდა მსახურ“, და ნუმცა რად შეურაცხიეს უდიდესობაჲ იგი.
რამეთუ ყოველმან „რომელმან აღიმაღლოს თავი თჳსი, დამდაბლდეს; და რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, ამაღლდეს“. და ნანდჳლვე არარაჲ არს სწორ სიმდაბლისა. ამისთჳს ზედაჲსზედა აღუჴსენებს ამას სათნოებასა. რამეთუ პირველ მთასა ზედა დაწყებაჲ მოძღურებისა მის კეთილისაჲ ამისგან ქმნა, რაჟამს ეტყოდა: „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ“. და კუალად, ოდეს ყრმანი იგი შორის წარმოადგინნა და თქუა: „უკუეთუ არა იქმნეთ, ვითარცა ყრმანი, ვერ შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა“, სიმდაბლესა ქადაგებდა. და აწ კუალად სრულიად აღმოჰფხურის ძირსა მას ზუაობისასა და დაჰნერგავს სიმდაბლესა: „რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, იგი ამაღლდესო“.
ხედავა, ვითარ სრულიად განგუაშორებს...