📋 სარჩევი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მაშინ ეტყოდა იესუ ერსა მას და მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა: საყდართა მოსესთა დასხდეს მწიგნობარნი და ფარისეველნი. ყოველსა რავდენსა გეტყოდიან თქუენ, დაიმარხეთ და ყავთ, ხოლო საქმე-თა მათთაებრ ნუ იქმთ, რამეთუ თქჳან და არა ყვიან“ (23,1-3).
ოდეს მწიგნობართა მათ და ფარისეველთა პირნი დაუყვნა და სირცხჳლეულნი წარგზავნნა და წინაჲსწარმეტყუელი ქადაგად უფლებისა მისისა მოიყვანა, მაშინ კუალად ერსა მას ასწავებდა აღსრულებად სწავლათა მათ შჯულისათა, რაჲთა ვერვინ თქუას, თუ წინააღმდგომ იყო შჯულისა. რამეთუ ესოდენი კრძალულებაჲ განუწესა მცნებათა მათ შჯულისათა, ვიდრეღა დრკუთა მათ და ბილწთა მოძღუართა მათთა მორჩილობაჲ ამცნო.
„რავდენსა გეტყოდიან თქუენ, დაიმარხეთ და ყავთო, ხოლო საქმეთა მათთაებრ ნუ იქმთ“. ჭეშმარიტად ბოროტ იყვნეს საქმენი მათნი და ყოველივე მოქალაქობაჲ მათი განხრწნილი ვნებათა შინა. და უფროჲსად ესე იყო მიზეზ ურწმუნოებისა მათისა: ბოროტნი საქმენი და შური და ვეცხლისმოყუარებაჲ. გარნა ამას ყოველსა ზედა უბრძანავე ერსა არა შეურაცხ-ყოფაჲ მოძღურებისა მათისაჲ.
რამეთუ კეთილ არს საქმე ესე, რაჲთა მოძღუართა არა შეურაცხ-ჰყოფდეს ერი, არცა მღდელთა ზედააღუდგებოდის. და ამისთჳს ესრეთ ბრძანა უფალმან, და არა ხოლო თუ ბრძანა, არამედ თავად მანცა აღასრულა.
რამეთუ ესრეთღა განფრდილ იყვნეს ცოდვათა შინა, და არავე განიოტნა პატივისა მისგან მღდელობისა, რაჲთა მათ უმეტესი მიიღონ საშჯელი, არა თუ მოიქცენ, და მოწაფეთა არაოდეს ჰქონდის მიზეზი ურჩებისაჲ.
რაჲთა ვერვის სადა ჴელ-ეწიფებოდის თქუმად, თუ: მოძღუარი ჩემი ცოდვილი არს, და ამისთჳს მე უდებ ვარ. ამისთჳს წინაჲთვე ესე მიზეზი მოუღო მოწაფეთა უფალმან. და ესევითართა მათთჳს უკეთურთა და სრულიად წარწყმედილთა მოძღუართა, რომელთათჳს წამა, ვითარმედ: არარას იქმან მცნებასა შჯულისასა, მათთჳს ეტყჳსვე ერსა, ვითარმედ: „ყოველსა რავდენსა გეტყოდიან თქუენ, დაიმარხეთ და ყავთ, ხოლო საქმეთა მათთაებრ ნუ იქმთ“, არამედ სიტყუათა ისმენდით, რამეთუ არა თჳსსა იტყჳან, არამედ რაჲ-იგი ღმერთმან მოსეს მიერ განაწესა. და იხილე, რაბამითა პატივითა პატივ-სცემს მოსეს, რაჲთა გამოაჩინოს ერთობაჲ ძუელისა და ახლისა შჯულისაჲ, რამეთუ დაჯდომისათჳს ხოლო საყდარსა მოსესსა შერაცხილ-ყვნა მწიგნობარნი იგი და ფარისეველნი, რომელთა თანა კეთილი არცა ერთი იპოებოდა, და უბრძანა ერსა მორჩილობაჲ მათი.
ხოლო ოდეს გესმას, თუ: „ყოველსა რავდენსა გეტყოდიან თქუენ, დაიმარხეთ და ყავთ“, გულისჴმა-ყავ, ვითარმედ „ყოველსა“ კეთილსა იტყჳს და სარგებელსა სულისასა და რავდენსა თავადი განაწესებდა; არა თუ ამას იტყჳს, თუ: უშჯულოებასა თუ რასმე გეტყოდინ, ისმენდით. ნუ იყოფინ! ანუ რავდენი თავადმან დაჰჴსნა, ჭამადთათჳს და შესაწირავთა და ესევი-თარისა რაჲსმე. რამეთუ რომელი დაჰჴსნა, ვითარმცა ეტყოდა, თუ: ერჩდით მას ესევითარსა ზედა? არამედ ყოველსავე, რომელსა გეტყოდინო განშორებისათჳს ცოდვისაგან და კეთილისა საქმისათჳს, დაღაცათუ იგინი არა იქმან, თქუენ იქმოდეთ.
თქუას ვინმე, ვითარმედ: უკუეთუ ეგრეთ არს, რად არა თქუა, თუ: რავდენსა მოწაფენი ჩემნი გეტყოდინ, იქმოდეთ, არამედ მწიგნობარნი და ფარისეველნი აჴსენნა? ერთად, რამეთუ არა იყო ჟამი პირველ ჯუარცუმისა ამის პირისა შემოღებად; და მეორედ ამისთჳს, რამეთუ ეგულებოდა ძლიერად მხილებაჲ მათი, რაჲთა ვერვინ თქუას უგუნურთაგანმან, თუ პატივისა მათისა მიღებად სწადის, ანუ თუ შურს მათი წინამძღურობაჲ და ამისთჳს ესრეთ შეასმენს.
პირველად უკუე ესე იჭჳ განაქარვა და ამცნო ერსა, ვითარმედ: დაღაცათუ საქმენი მათნი ბოროტ არიან, გარნა უკუეთუ კეთილსა რას გეტყოდინ, ნუ ურჩ ექმნებით; და მერმე იწყო მხილებად.
ხოლო რაჲსათჳს ესრეთ მრავალი მხილებაჲ და გრძელი წარმოთქუა მათთჳს? რაჲთა ესმას ერსა მას და არა ჰბაძვიდენ საქმეთა მათ ესევი-თართა; ვითარცა დაწყებასავე თქუა, ვითარმედ: „საქმეთა მათთაებრ ნუ იქმთ“. ესრეთ უკუე პატივიცა იგი მათი შეურაცხება იყო, რამეთუ რაჲმცა იყო უსაწყალობელეს მოძღურისა მის, რომლისა საქმეთა არაბაძვად თანაედვას მოწაფეთა? ამისთჳს ესოდენი იგი ბრალობაჲ და მხილებაჲ მათი წარმოთქუა. და კუალად, რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ პირველიცა იგი ურწმუნოებაჲ და შემდგომიცა იგი განდგომილებაჲ და კადნიერებაჲ ჯუარცუმისაჲ მათისა მის უმადლოებისა და უკეთურებისაგან იყო და საქმეთა მათთაგან ბოროტთა. აწ იხილე, ვინაჲ იწყებს მხილებასა მათსა და სადა აღვალს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ თქჳან და არა ყვიანო“ (23,3).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ყოველივე უკუე გარდამავალი შჯულისაჲ სასჯელისა ღირს არს, ხოლო უფროჲსად, რომელსა ჰქონდის პატივი მოძღურებისაჲ: ერთად, გარდასლვისათჳს მებრ შჯულისა; მეორედ, რამეთუ თანაედვა სხუათა განმართებაჲ, ხოლო იგი სახე ბოროტის ექმნების და უმეტესისა სასჯელისა თანამდებ არს. ისმინეთ უკუე სხუაჲცა ბრალობაჲ მათისა მის ვერაგობისაჲ:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „შეკრიან ტჳრთი მძიმე და ძნიად სატჳრთავი და დასდვიან მჴართა ზედა კაცთასა, ხოლო მათ თითითაცა მათითა არა უნებნ შეძრვად იგი“ (23,4).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ორკერძო არს აქა ბრალი: უწყალოდ დამძიმებაჲ სხუა-თაჲ და ურიდად უდებებაჲ თავთა თჳსთაჲ. ხოლო სულიერსა წინამძღუარსა წინააღმდგომი ამის საქმისაჲ უჴმს ქმნად, რაჲთა თავისა თჳსისათჳს ფიცხელი და უწყალოჲ მსაჯული იყოს, ხოლო სხუათა მიმართ - მშჳდ და მოწყალე. გარნა იგინი არა ესრეთ იყვნეს. ამისთჳს არა თქუა, თუ: ვერ ძალ-უც, არამედ: არა უნებნო არცა თუ თითითა შეძრვად.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ყოველსა საქმესა მათსა იქმედ საჩუენებელად კაც-თა; განივრციან საცონი მათნი და განიდიდნიან ფესუნი სამოსლისა მათისანი“ (23,5).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ზემოთქუმულნი იგი უწყალოებასა და ულმობელობასა მათსა გამოაჩინებენ და ფრიადსა დაჴსნილებასა, ხოლო აწ ზუაობასა და ამპარტავანებასა მათსა ამხილებს. ამან განაშორნა იგინი ღმრთისაგან და ყვნა მონა სოფლისა და კაცთა, უფროჲსღა ვთქუა, თუ მონა ეშმაკთა. ხოლო ამხილა რაჲ ზუაობაჲ მათი, გამოაჩინებს, ვითარმედ არა თუ დიდთა რაჲმე საქმეთა ზედა ზუაობდეს, არამედ უნდოთა და მცირეთა.
„განივრციანო საცონი მათნი და განადიდნიან ფესუნი სამოსლისა მა-თისანი“. ხოლო რაჲ არიან საცონი იგი და ფესუნი?
ვინაჲთგან ზემოჲთვე ჰურიანი უმადლონი იყვნეს და მარადის დაივიწყებდეს ქველისმოქმედებათა ღმრთისათა, ამისთჳს ბრძანა ღმერთმან, რაჲთა მცირესა გრაგნილსა ქარტასა ზედა დასწერდენ დიდ-დიდთა მათ საკჳრველებათა ღმრთისათა, რომელნი ქმნა მათ ზედა, და გამოაბმიდენ ჴელთა მათთა მოსაჴსენებელად მათდა; და მას წერილსა ეწოდებოდა საცო.
და კუალად ფესჳცა იგი მოსაჴსენებელივე იყო, ვითარცა მრავალნი მოვიწყენი იქმან, ფესუსა მოიბმენ თითთა მოსაჴსენებელად საქმისა რაჲსამე. ეგრეთვე ჰურიათა, ვითარცა ყრმათა მოვიწყეთა, უბრძანა ღმერთმან ფესჳსა მეწამულისა ქუექუემოსა სამოსლისასა გამოკერებად, რაჲთა ხედვიდენ მას და მოიჴსენებდენ მცნებათა ღმრთისათა; და ეწოდებოდა მას ფესუედი.
აწ უკუე მწიგნობარნი იგი და ფარისეველნი ზუაობისათჳს განავრცი- ან და შეამკვიან საცონი იგი და განადიდნიან ფესუნი სამოსელთა მათთანი; მცნებათა ღმრთისათა არა მოიჴსენებდიან, რომელთათჳს მოსაჴსენებელად იგი განწესებულ იყო, და საცოთა მათ და ფესუთათჳს ზუაობდიან. ჵ ფრიადი იგი უგუნურებაჲ მათი!
ჰურიანო, ცოფნო და ბრმანო, არა თუ განდიდებასა საცოთა მათ და ფესუთასა ეძიებს ღმერთი, არამედ ჴსენებასა სასწაულთა და მცნებათა მისთასა. უკუეთუ მარხვისათჳს და ლოცვისა და ქველისსაქმისა, რომელესე შრომანი არიან ჩუენნი, ზუაობაჲ არა ჯერ-არს, შენ საცოთათჳს და ფესუთა რასა ჰზუაობ, რომელნი-იგი უფროჲსად უდებებასა და უმადლოებასა შენსა წამებენ? ისმინეთ უკუე სხუაჲცა უძჳრესი ზუაობაჲ მათი:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უყუარს ზემოჯდომაჲ სერსა ზედა და პირველდაჯდომაჲ შესაკრებელთა შორის და მოკითხვაჲ უბანთა ზედა, და რაჲთა ხადოდინ კაცნი: რაბი! რაბი!“ (23,6-7).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ესევითარნი ესე ზუაობანი დაღაცათუ ვიეთმე მცირედ და უნდოდ შეურაცხიენ, არამედ მრავლისა ბოროტისა მშობელ არიან და მიზეზ, და მრავალნი შფოთნი ამათგან იქმნებიან ქალაქთა შინა და ეკლესიათა, რომელნიცა მოვიჴსენნე რაჲ, ცრემლად ავიძრვი, თუ რომლისაღა ცუდისა საქმისათჳს ესევითარნი უწესოებანი იქმნებიან; რომელთა არცა თუ ჯერ-მიჩნს აღრაცხვად, გარნა დაღაცათუ მე დავიდუმო, მრავალთა მიერ საცნაურ არიან.
აწ იხილეთ მათი იგი ვერაგობაჲ: სიტყჳთ მოძღუარნი იყვნეს სათნოებისანი რეცა, და საქმით სახენი იყვნეს ყოვლისა ზუაობისა და ამპარტავანებისანი.
ამისთჳს უფალმან სხუანი იგი ცთომანი მათნი ამხილნა ხოლო და თანაწარჰჴდა. ხოლო მო-რაჲ-ვიდა მთავრობისმოყუარებისა მათისა ჴსენებად, რომელ-ესე ყოველთა ბოროტთა მიზეზი არს, განგუაკრძალებს და იტყჳს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო თქუენ ნუ იწოდებით რაბი, რამეთუ ერთი არს მოძღუარი თქუენი - ქრისტე, ხოლო თქუენ ყოველნი ძმანი ხართ“ (23,8).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ჭეშმარიტად ძმანი ვართ ყოველნი და არარაჲ ვის აქუს ბუნებით უმეტესი მეორისა, გარნა თუ ღმრთისა მიერ აქუნდეს რაჲმე მადლი, ხოლო ბუნებით ყოველნი სწორ ვართ. ამისთჳს პავლე იტყოდა: „რაჲ არს პავლე? ანუ რაჲ არს აპოლო? ანუ რაჲ არს კეფა? მსახურნი არიან“. არა თქუა, თუ: მოძღუარნი არიან, არამედ მსახურნიო, „რომელთაგან თქუენ გრწმენა“.1
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მამით ნუვის ჰხადით თქუენ ქუეყანასა ზედა, რამე-თუ ერთი არს მამაჲ თქუენი, რომელი არს ცათა შინა“ (23,9).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე თქუა, არა თუ რაჲთა არავის ვჰრქუათ: მამაო, არამედ რაჲთა გულისჴმა-ვყოთ, თუ ვინ არს ჭეშმარიტი იგი მამაჲ. რამეთუ ვითარცა მოძღუარ ერქუმის მრავალთა, არამედ ჭეშმარიტი მოძღუარი ქრისტჱ არს, ეგრეთვე დაღაცათუ ერქუმის კაცთაცა მამაჲ, არამედ ჭეშმარიტი მამაჲ არავინ არს, გარნა ღმერთი, რამეთუ იგი არს მიზეზი ყოველთა მოძღუართა და მამათაჲ. და კუალად იტყჳს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნუცა გერქუმინ თქუენ წინამძღუარ, რამეთუ ერთი არს წინამძღუარი თქუენი - ქრისტჱ“ (23,10).
1 1 კორ. 3,5.
თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარცა ზემო თქუა: „ვითარ გგონიეს თქუენ ქრისტესთჳს?“1 და არა თქუა, თუ: ვითარ გგონიეს ჩემთჳს? ეგრეთვე აქა იტყჳს, ვითარმედ: „ერთი არს წინამძღუარი თქუენი - ქრისტჱ“, და არა თქუა, თუ: მე ვარ. რამეთუ საქმენი ქადაგებდეს, ვითარმედ იგი არს, და სიტყუაჲ არა საჴმარ იყო, უფროჲსად მოწაფეთა მიმართ, რომელნი თჳსი-თა პირითა წამებდეს, ვითარმედ: „შენ ხარ ქრისტჱ, ძჱ ღმრთისა ცხოელისაჲ“.2
ხოლო ესეცა ვთქუა ამას ადგილსა: რაჲ-მე ყონ ანუ რაჲ მოგჳგონ მათ, რომელნი ჰპოებენ წერილთა შინა მამისათჳს, ვითარმედ: „ერთ არს ღმერთი“; და „უფალი ღმერთი შენი უფალი ერთ არს“,3 ანუ სხუაჲ რაჲმე ესევითარი, და მოიღებენ სიტყუათა მათ წამებად დაკნინებისათჳს მხოლოდშობილისა ძისა ღმრთისა? იტყოდინღა: არა წინამძღუარ არს მამაჲ? ჰე, ჭეშმარიტად, და ვინმცა იკადრა ამისა უარ-ყოფად. ხოლო აწ ესერა თქუა უფალმან, ვითარმედ: „ერთი არს წინამძღუარი თქუენი - ქრისტჱ“.
აწ უკუე, ვითარცა სიტყუაჲ ესე, თუ: „ერთი არს წინამძღუარი თქუენი - ქრისტე“, არა განიყვანებს მამასა წინამძღურობისაგან, ეგრეთვე, ოდეს თქუას წერილმან მამისათჳს, თუ: ერთ არს ღმერთი, გინა თუ უფალი, ანუ მოძღუარი, არა განიყვანებს ძესა პატივისა მისგან. რამეთუ „ერთი“ რაჲ გესმას, განმყოფელად კაცთაგან და სხუათა ყოველთავე დაბადებულთაგან გულისჴმა-ყავ. ხოლო მამაჲ და ძე და სული წმიდაჲ ყოვლითავე პატივითა და დიდებითა და მეუფებითა ერთ არიან და განუყოფელ. ხოლო შემდგომი ესე სიტყუაჲ ვისმინოთ:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უდიდესი თქუენი იყოს თქუენდა მსახურ. რამეთუ რომელმან აღიმაღლოს თავი თჳსი, დამდაბლდეს; და რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, ამაღლდეს“ (23,11-12).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან ამცნო კრძალვაჲ ზუაობისაგან და განშორებაჲ თავთა თჳსთაჲ ამპარტავანებისაგან, აწ კუალად ასწავებს, თუ ვითარსახედ იყოს კრძალვაჲ და განშორებაჲ ბოროტისა მის ვნებისაგან. ამისთჳს ბრძანებს, ვითარმედ: „უდიდესი თქუენი იყოს თქუენდა მსახურ“, და ნუმცა რად შეურაცხიეს უდიდესობაჲ იგი.
რამეთუ ყოველმან „რომელმან აღიმაღლოს თავი თჳსი, დამდაბლდეს; და რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, ამაღლდეს“. და ნანდჳლვე არარაჲ არს სწორ სიმდაბლისა. ამისთჳს ზედაჲსზედა აღუჴსენებს ამას სათნოებასა. რამეთუ პირველ მთასა ზედა დაწყებაჲ მოძღურებისა მის კეთილისაჲ ამისგან ქმნა, რაჟამს ეტყოდა: „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ“.4 და კუალად, ოდეს ყრმანი იგი შორის წარ-
1 მათ. 22,42. 2 მათ. 16,16. 3 2 სჯ. 6,4. 4 მათ. 5,3.
მოადგინნა და თქუა: „უკუეთუ არა იქმნეთ, ვითარცა ყრმანი, ვერ შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა“,1 სიმდაბლესა ქადაგებდა. და აწ კუალად სრულიად აღმოჰფხურის ძირსა მას ზუაობისასა და დაჰნერგავს სიმდაბლესა: „რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, იგი ამაღლდესო“.
ხედავა, ვითარ სრულიად განგუაშორებს ზუაობისაგან? არა ხოლო თუ მთავრობისა და წინამძღურობისა სიყუარულსა განაგდებს, არამედ ყოველთა უდარეს ყოფად გჳბრძანებს, რაჲთა ესრეთ მივემთხჳნეთ ჭეშმარიტსა მას სიმაღლესა. აწ უკუეთუ წინამძღურობაჲ და უხუცესობაჲ გუწადის, სიმდაბლე და შეურაცხებაჲ შევიტკბოთ, რამეთუ ყოველმან „რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, ამაღლდეს“.
სწავლაჲ ობ სიმდაბლისათჳს და ცხორებისათჳს მონაზონთაჲსა
სადა-მე უკუე ვპოოთ სახე ჭეშმარიტისა მის სიმდაბლისაჲ? გნებავსა, რაჲთა კუალად წარვიდეთ ქალაქსა სათნოებისასა, საყოფელსა წმიდათა მათ მონაზონთასა, რომელნი ზემო ვაჴსენენ? მთათა და ქუაბთა ვიტყჳ და ჴურელთა ქუეყანისათა, სადა იგინი მკჳდრ არიან. მუნ ვიხილოთ სიმაღლე სიმდაბლისაჲ სიტყჳსაებრ უფლისა. რამეთუ კაცნი სახელოანნი პატივთა შინა სოფლიოთა, სხუანი სიმდიდრესა შინა ფრიადსა აღზრდილნი, უარყვეს ყოველივე იგი და შეკრებულ არიან უდაბნოსა მას, განშიშულებულნი ყოვლისავე ფუფუნებისაგან: სამოსელთა წილ ბრწყინვალეთა ძაძაჲ და ხალენები და თხისა ტყავები შეუმოსიეს, ტაძართა წილ ოქროქანდაკებულთა ქუაბნი და ტალავარნი უნდონი გამოურჩევიან, მრავალთა მსახურთა და მონათა წილ თავნი თჳსნი სხუათადა დაუმონებიან და ყოვლით კერძო ყოველივე წესი და სახე ზუაობისა და სიმაღლისაჲ სიმდაბლედ და შეურაცხებად შეუცვალებიეს. იგინი აგზებენ ცეცხლსა, იგინი კრებენ შე-შასა, იგინი მზარაულობენ, იგინი ჰმსახურებენ მომავალთა, იგინი ჰბანენ ფერჴთა უცხოთასა. არა ისმის მუნ ჴმაჲ დრტჳნვისა ანუ ლალვისაჲ, არავის ეწოდების დიდ მათ შორის, არამედ ყოველნი სიმდაბლესა აღირჩევენ და უდარესობასა სხუათასა. არავინ უბრძანებს მოყუასსა ჴელმწიფებით, არამედ ყოველნი ისწრაფიან მსახურებად. ერთი ტაბლაჲ არს ყოველთაჲ, სწორი ჭამადი, სწორი სამოსელი, სწორი საყოფელი, და დიდ მათ შორის იგი შერაცხილ არს, რომელი უდარესთა საქმეთა აღირჩევდეს. არა ითქუმის მათ შორის ჩემი და შენი, არამედ სრულიად ოტებულ არს მათგან ესე სიტყუაჲ, მიზეზი ბევრეულთა ბრძოლათაჲ. და რად გიკჳრს, თუ ერთი ტაბლაჲ არს ყოველთაჲ და ერთი ჭამადი და ერთი საყოფელი? უფროჲსად ესე
1 მათ. 18,3.
გიკჳრდინ, რომელ სული მათი ერთ არს. არა ბუნებითა ვიტყჳ, რამეთუ ესე ყოველთა კაცთა შორის არს, არამედ წესითა მით სიყუარულისაჲთა. არა არს მუნ სიმდიდრე და სიღატაკე, დიდებაჲ და შეურაცხებაჲ. ვინაჲთგან უკუე ესე ყოველი ესრეთ არს, ამისთჳს არა იპოების მათ შორის ზუაობაჲ და სიმაღლე, არამედ - ყოველივე სიმდაბლე. არიან უდიდესნი და უმცირესნი წესითა მით სათნოებისაჲთა, არამედ, ვითარცა ვთქუ, არავინ მათ შორის ხედავს ამას, არამედ რაოდენცა მაღალ იყოს სათნოებითა, უდარეს ყოველთასა აქუს თავი თჳსი. და სიქადულ მათდა არს შეურაცხებაჲ საქმით და სიტყჳთ, და სიხარულით თანაერევიან გლახაკთა და მწუხარეთა, და ტაბლაჲ მათი ესევითართა პურისმტეთაგან აღსავსე არს. ამისთჳს ღირს არიან ზეცისა სავანეთა. რომელიმე ჰკურნებს წყლულებასა გონჯთასა, სხუაჲ აღიქუამს წვივშემუსრვილთა, სხუაჲ წინაუძღჳს ბრმასა. ამის ყოვლისაგან შემოუკრბების მათ სათნოებაჲ სიმდაბლისაჲ, რამეთუ ყოველსავე საქმესა მათსა აღმაორძინებელად სიმდაბლისა იქმან. და ვითარცა-ესე ჩუენ შორის მოსწრაფებაჲ არს, თუ რომელი მიემთხჳოს უმეტესსა პატივსა, ეგრეთვე მათ შორის მოსწრაფებაჲ არს სიმდაბლისათჳს, და უჴდებიან ურ-თიერთას, რომელმან უმეტესი მსახურებაჲ და შეურაცხებისა თავს-დებაჲ აჩუენოს. ამისთჳსცა ადვილად მოიგებენ სიმდაბლესა, რამეთუ ყოველნი საქმენი მათნი მდაბალ არიან: რომელსამე სათხროლი აქუს და ქუეყანასა თხრის, რომელიმე ნერგსა ასხამს და რწყავს ბოსტანსა, სხუაჲ უძლურთა ჰმსახურებს, სხუაჲ სფჳრიდსა კერავს, სხუაჲ ქსოვს ძაძასა ანუ სხუასა რასმე ესევითარსა იქმს, და ცხორებაჲ მათი არს გლახაკობით, შიმშილითა და სიშიშულითა. ვითარ უკუე პოოს ესევითართა მათ შორის ზუაობამან ადგილი? ნუ იყოფინ! არა არს კუალი მისი მათ შორის, რამეთუ საყოფელი მათი უდაბნოჲ არს, და საქმენი მათნი - სიმდაბლისა მომგებელ. რამეთუ ჩუენ ადგილნიცა და საქმენი და საყოფელნი - ყოველნივე ზუაობად მიგჳზიდავს, გარნა არავე გუაქუს ამისგან მიზეზი განმამართლებელად ზუაობისა ჩვენისა; რამეთუ აბრაჰამ შორის ქანანელთა იყო და შეერაცხა თავი თჳსი მიწად და ნაცრად;1 და დავით მეფობასა შინა იყო და იტყოდა: „მატლ ვარ და არა კაც“;2 და პავლე ყოვლისავე სოფლისა მოძღუარი იყო და იტყოდა: „მე ვარ ნარჩევი მოციქულთაჲ, რომელი არა ღირს ვარ წოდებად მოციქულად“.3
აწ უკუე რაჲ-მე ვყოთ ჩუენ, რომელნი არცა ძუელთა სახეთა სათნოებისათა ვჰბაძავთ, არცა ახალთა ვეშურებით? აღმოიკითხენ, კაცო, წერილი და მიიღენ სახენი სიმდაბლისანი ყოველთაგან წმიდათა. უკუეთუ არა უწყით წერილი, არცა გასმიეს წიგნთაგან სათნოებანი პირველ-თა მათ წმიდათანი, ესე მებრ ბრალობაჲვე არს შენი, რომელ ეკლესიაჲ დღითი-დღე განღებულ არს, და შენ არა შეხუალ სმენად კეთილთა მათ
1 დაბ. 18,27. 2 ფსალმ. 21,7. 3 1 კორ. 15,9.
თხრობათა. თჳნიერ დაღაცათუ პირველთა წმიდათა საქმენი არა გასმიენ, ცხოელნი ესე და აწვე სოფელსა შინა მყოფნი იხილენ. უკუეთუ არა გაქუს წინამძღუარი, მოედ, შემომიდეგ მე, და მიგიყვანო სავანესა მათ წმიდა-თასა. მივედ მუნ და ისწავე კეთილი. სანთელნი არიან იგინი, განმანათლებელნი სოფლისანი, ზღუდენი არიან მორწმუნეთანი. ამისთჳს განვიდეს უდაბნოდ, რაჲთა ჩუენცა გუასწაონ ამბოხებათაგან განშორებაჲ. რამე-თუ მათ, ვითარცა ძლიერთა, არაჲვე ევნებოდა ღელვათაგან სოფლისა-თა, ხოლო შენ, უძლურსა მაგას გონებითა, უფროჲსად გიჴმს მყუდროებაჲ, განშორებაჲ სოფლისაგან, რაჲთა არა დაინთქა ღელვათა შინა მისთა. ნუ გცონის უკუე ზედაჲსზედა მისლვად ნეტართა მათ მიმართ, რაჲთა ლოცვითა და სწავლითა მათითა ბილწებანი ცოდვისანი განიბანნე და მერმე ჰე თუ სადა შეუძლო თანამოსაგრე მათდა ყოფად, რაჲთა ესეცა ცხორებაჲ კეთილად აღასრულო და ზეცისა სასუფეველსა მკჳდრ-ყოფად ღირს იქმნე ქრისტე იესუჲს მიერ, უფლისა ჩუენისა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.