ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მაშინ ეტყოდა იესუ ერსა მას და მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა: საყდართა მოსესთა დასხდეს მწიგნობარნი და ფარისეველნი. ყოველსა რავდენსა გეტყოდიან თქუენ, დაიმარხეთ და ყავთ, ხოლო საქმე-თა მათთაებრ ნუ იქმთ, რამეთუ თქჳან და არა ყვიან“ (23,1-3).
ოდეს მწიგნობართა მათ და ფარისეველთა პირნი დაუყვნა და სირცხჳლეულნი წარგზავნნა და წინაჲსწარმეტყუელი ქადაგად უფლებისა მისისა მოიყვანა, მაშინ კუალად ერსა მას ასწავებდა აღსრულებად სწავლათა მათ შჯულისათა, რაჲთა ვერვინ თქუას, თუ წინააღმდგომ იყო...