თ ა რ გ მ ა ნ ი: ესეცა დიდი ბრალობაჲ არს, უკუეთუ ვის სახე და წესი წინამძღურობისაჲ აქუნდეს და არა სარგებელ ეყოფოდის კაცთა. ხოლო უკუეთუ ავნებდესცა და აყენებდეს შესლვად ცხორებასა, რაჲ-მე იყოს ნუგეშინის-ცემაჲ მისი? ესრეთ იყვნეს უღმრთონი იგი; ოდეს უბრძანებდიან, ესოდენ დაამძიმიან ტჳრთი სხუათა ზედა, რომელ ყოვლადვე ვერ უძლის ტჳრთვად, ხოლო ოდეს მათ უჴმნ კეთილისა რაჲსმე ყოფად, ესოდენ წინააღმდგომსა იქმოდიან, ვიდრეღა სახე ბოროტისა ექმნიან ყოველთა. ესენი არიან ჭეშმარიტად უსჯულონი, რომელთა საქმედ ეპყრა სხუათა წარწყმედაჲ. რამეთუ საქმე მოძღურისა და წინამძღურისაჲ არს მოძიებაჲ და ცხორებაჲ წარწყმედულთაჲ, ხოლო წარწყმედაჲ ცხორებად მიმავალ-თაჲ საქმე არს უშჯულოთაჲ. არამედ ისმინეთ კუალად სხუაჲცა უძჳრესი ბრალობაჲ მათი:
სახარებაჲ მათესი 23:14
13. ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ შესჭამთ სახლებსა ქურივთასა და მიზეზით განგრძობილად ილოცევდით. ამისთჳს მიიღოთ უმეტესი სასჯელი.14. ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ დაჰჴშავთ სასუფეველსა ცათასა წინაშე კაცთა; თქუენ შე-არა-ხუალთ და შემავალთა უტევებთ არა შესლვად.15. ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ მიმოხუალთ ზღუასა ზედა და ჴმელსა, რაჲთა ჰყოთ ერთი ვინმე მწირ; და რაჟამს არნ, ჰყვით იგი ნაშობ გეჰენიისა ორ წილ თქუენსა.
სახარებაჲ მათესი თავი 23