ყოველმან რომელმან შრომით რაჲმე მოიგის, ჰრიდებნ წარწყმედასა შრომით მოგებულისასა, ხოლო იგინი არცა თუ შრომით მოპოვნებულ-თა მათ ჰრიდებდეს. ამით სიტყჳთა ორსა ბრალობასა მათსა გამოაჩინებს: ერთად, ფრიად უჴმარობასა და ვერაგობასა, მოქცევად ვიეთმე წარმარ-თობისაგან, და ვითარმედ ფრიადითა შრომითა ძლით ერთი ვინმე ანუ ორი მოიგიან; რამეთუ მწირ მათ ეწოდებოდა, რომელნი წარმართთაგან ჰურიობად მოიქციან. და მეორე ბრალი მათი, რამეთუ რომელიცა სადმე მოიგიან მწირი, არა მცველ იქმნიან ცხორებისა მისისა და მასწავლელ უმჯობესისა, არამედ განმცემელ და მიზეზ წარწყმედისა და სახე ბოროტისა თჳსთა საქმეთაგან; რამეთუ ოდეს მოწაფე ხედვიდეს მოძღუარსა ბოროტისა მოქმედად, უძჳრეს იქმნების. რამეთუ ოდეს მოძღუარი კეთილ იყოს და სათნოებათა მოქმედ, მოწაფეცა ჰბაძავნ სადმე; ხოლო ოდეს მოძღუარი ბოროტსა იქმოდის, მოწაფე უძჳრესღა იქმნების სიადვილისა მისთჳს უკეთურებისა. „ჰყვით იგი ნაშობ გეჰენიისა“. - ესე იგი არს, ყოვლითურთ ნაწილ გეჰენიისაო ორ წილ თქუენსა; რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ იგინიცა ნაწილნი არიან გეჰენიისანი და მოძღუარნი ბოროტისანი, რომელნი-იგი ყოვლით კერძო წარწყმედისა მასწავლელ იყვნეს და არა...
სახარებაჲ მათესი 23:15
13. ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ შესჭამთ სახლებსა ქურივთასა და მიზეზით განგრძობილად ილოცევდით. ამისთჳს მიიღოთ უმეტესი სასჯელი. - ორგულებს უწოდებს მათ, რადგანაც თუმცა თავს ღმრთისმოსავებად წარმოადგენდნენ, მაგრამ არაფერს ღმრთისმოსაობისთვის შესაფერისს არ აკეთებდნენ, არამედ, სჭამდნენ რა ქვრივთა ქონებას, ამ მიზეზით განგრძობილად ანუ ხანგრძლივად ლოცულობდნენ. ისინი ცრუნი იყვნენ, გულწრფელებს დასცინოდნენ და ძარცვავდნენ მათ. ამისთჳს მიიღოთ უმეტესი სასჯელი, ანუ იმისათვის, რომ ქვრივებს ყველაფერს უჭამდნენ. ნაცვლად იმისა, რომ მხარში ამოდგომოდნენ და გაჭირვებაში ხელი გაემართათ; ან სხვაგვარად: ისინი მკაცრად იქნებიან განსჯილნი იმისთვის, რომ კეთილი საქმის - ლოცვის საბაბით, ბოროტებას სჩადიან და ქვრივთა ქონებას ჭამენ. ყველაზე დიდ სასჯელს იმსახურებს ხომ ის, ვინც სიკეთის ნიღბით ბოროტებისათვის აცდუნებს.
14. ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ დაჰჴშავთ სასუფეველსა ცათასა წინაშე კაცთა; თქუენ შე-არა-ხუალთ და შემავალთა უტევებთ არა შესლვად. - არა მხოლოდ თქვენ ხართ ურწმუნონი და ბიწიერად მცხოვრებნი, -...
...და კვლავ, როცა კეთროვანი განკურნა, ამბობდა: „წარვედ და უჩუენე თავი შენი მღდელსა და შეწირე შესაწირავი შენი, რომელი ბრძანა მოსე საწამებელად მათა" (). მაგრამ შენ ამბობ: „ჰყვით იგი ნაშობ გეჰენიისა ორ წილ თქუენსა" (). ამიტომ ვთქვი, ამბობს: „ხოლო საქმეთა მათთაებრ ნუ იქმთ" (). ამრიგად ქრისტემ მორჩილს ყოველგვარი საბაბი გადაუკეტა.
ხოლო პავლე ტიმოთესადმი წერისასაც ამბობდა: „რომელნი კეთილად ძღოდიან ხუცესნი, ორის ნაწილის პატივის ღირს იყვნედ, უფროჲს ხოლო რომელნი შურებოდიან სიტყჳთა და მოძღურებითა." (). ებრაელთა მიმართაც წერისას ამბობდა: „დაემორჩილენით წინამძღუართა თქუენთა და ერჩდით მათ" (); და აქაც კვლავ: „ხოლო გლოცავთ თქუენ, ძმანო, იცნითმცა მშრომელნი იგი თქუენ შორის და წინამძღუარნი იგი თქუენნი უფლისა მიერ" (...
...ისევე, როგორც წარწყმედის ძენი, როგორც გეჰენიის ძენი. ამისთვისაც ქრისტე ფარისეველთ ეუბნებოდა: „ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ მიმოხუალთ ზღუასა ზედა და ჴმელსა, რაჲთა ჰყოთ ერთი ვინმე მწირ; და რაჟამს არნ, ჰყვით იგი ნაშობ გეჰენიისა“ (); და პავლეც ამბობს: „რომელთათჳს მოიწევის რისხვაჲ ღმრთისაჲ ნაშობთა მათ ზედა ურჩებისათა“ (), ესე იგი, მათზე, ვინც გეჰენიის საქმეებს აკეთებს, ურჩობის საქმეებს. ამრიგად, როგორც ღვთის ძენი არიან ისინი, ვინც იმას აკეთებენ, რაც ღმერთს სათნოდ უჩანს, ასევე დღის ძენი და ნათლის ძენიც ისინი არიან, ვინც ნათლის საქმეებს აკეთებენ. „და არა ვართ ღამისანი, არცა ბნელისანი“ ().
ამრიგად: „აწ უკუე ნუმცა გუძინავს, ვითარცა-იგი სხუათა, არამედ მღჳძარე ვიყვნეთ და განვიფრთხოთ“ (). **„რამეთუ რომელთა-იგი სძინავნ, ღამე სძინავნ, და რომელნი-იგი დაით...