თ ა რ გ მ ა ნ ი: ზემოთქუმულნი იგი უწყალოებასა და ულმობელობასა მათსა გამოაჩინებენ და ფრიადსა დაჴსნილებასა, ხოლო აწ ზუაობასა და ამპარტავანებასა მათსა ამხილებს. ამან განაშორნა იგინი ღმრთისაგან და ყვნა მონა სოფლისა და კაცთა, უფროჲსღა ვთქუა, თუ მონა ეშმაკთა. ხოლო ამხილა რაჲ ზუაობაჲ მათი, გამოაჩინებს, ვითარმედ არა თუ დიდთა რაჲმე საქმეთა ზედა ზუაობდეს, არამედ უნდოთა და მცირეთა.
„განივრციანო საცონი მათნი და განადიდნიან ფესუნი სამოსლისა მა-თისანი“. ხოლო რაჲ არიან საცონი იგი და ფესუნი?
ვინაჲთგან ზემოჲთვე ჰურიანი უმადლონი იყვნეს და მარადის დაივიწყებდეს ქველისმოქმედებათა ღმრთისათა, ამისთჳს ბრძანა ღმერთმან, რაჲთა მცირესა გრაგნილსა ქარტასა ზედა დასწერდენ დიდ-დიდთა მათ საკჳრველებათა ღმრთისათა, რომელნი ქმნა მათ ზედა, და გამოაბმიდენ ჴელთა მათთა მოსაჴსენებელად მათდა; და მას წერილსა ეწოდებოდა საცო.
და კუალად ფესჳცა იგი მოსაჴსენებელივე იყო, ვითარცა მრავალნი მოვიწყენი იქმან, ფესუსა მოიბმენ თითთა მოსაჴსენებელად საქმისა რაჲსამე. ეგრეთვე ჰურიათა, ვითარცა ყრმათა მოვიწყეთა, უბრძანა ღმერთმან ფესჳსა მეწამულისა ქუექუემოსა სამოსლისასა გამოკერებად, რაჲთა...