თ ა რ გ მ ა ნ ი: ესევითარნი ესე ზუაობანი დაღაცათუ ვიეთმე მცირედ და უნდოდ შეურაცხიენ, არამედ მრავლისა ბოროტისა მშობელ არიან და მიზეზ, და მრავალნი შფოთნი ამათგან იქმნებიან ქალაქთა შინა და ეკლესიათა, რომელნიცა მოვიჴსენნე რაჲ, ცრემლად ავიძრვი, თუ რომლისაღა ცუდისა საქმისათჳს ესევითარნი უწესოებანი იქმნებიან; რომელთა არცა თუ ჯერ-მიჩნს აღრაცხვად, გარნა დაღაცათუ მე დავიდუმო, მრავალთა მიერ საცნაურ არიან.
აწ იხილეთ მათი იგი ვერაგობაჲ: სიტყჳთ მოძღუარნი იყვნეს სათნოებისანი რეცა, და საქმით სახენი იყვნეს ყოვლისა ზუაობისა და ამპარტავანებისანი.
ამისთჳს უფალმან სხუანი იგი ცთომანი მათნი ამხილნა ხოლო და თანაწარჰჴდა. ხოლო მო-რაჲ-ვიდა მთავრობისმოყუარებისა მათისა ჴსენებად, რომელ-ესე ყოველთა ბოროტთა მიზეზი არს, განგუაკრძალებს და იტყჳს: