თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, რამეთუ ჰურიათა მიმართ არს სიტყუაჲ მისი, და ბოროტთა მათთჳს მათ ზედა მოწევნადთა წარმოიტყჳს? რამეთუ არა თუ მოციქულთა ეგულებოდა შაბათისა მარხვაჲ, არცა მუნ ყოფაჲ, ოდესიგი უესპასიანე და ტიტე ქალაქსა მას ჰბრძოდეს, რამეთუ მაშინ უმრავლესნი მოციქულთაგანნი აღსრულებულ იყვნეს, და რომელნიცა სოფელსაღა შინა იყვნეს, სხუათა ქუეყანათა იქცეოდეს და არა იერუსალჱმს. ამისთჳს საცნაურ არს, ვითარმედ არა მოციქულთათჳს არს სიტყუაჲ ესე, არამედ ჰურიათათჳს. ხოლო რაჲსათჳს თქუა ზამთარი და შაბათი? ზამთარი ამისთჳს, რამეთუ ძნელ არს ჟამსა ზამთრისასა სივლტოლაჲ; და შაბათი ამისთჳს, რამეთუ წესი იგი შჯულისაჲ არა შეუნდობდა დღესა შაბათისასა სლვად. რამეთუ ვინაჲთგან სივლტოლაჲ ჯერ-არს მსწრაფლი ჟამსა მას, ხოლო ორივე ესე დამახრწეველ არს, - ზამთარიცა და შაბათიცა, - ილოცეთ, რაჲთა არა ესევითარი რაჲ შეგემთხჳოს დაყენებაჲ, არამედ დაუხრწეველად უძლოთ სივლტოლად.
ხოლო სიტყუასა ამას, რომელ იტყჳს, თუ: „იყოს მაშინ ჭირი დიდი, რომელი არა იყო დასაბამითგან სოფლისაჲთ, არცაღა ყოფად არს“, ნუვინ ჰგონებს, თუ უმეტეს ზომისა თქუმულ არს, ანუ თუ არა ესრეთ იქმნა ჭეშმარიტად. არამედ...