ზემო თქუა, ვითარმედ შემდგომად ჭირისა მათ დღეთაჲსა იქმნას მოსლვაჲ მისი, ხოლო მათ სწადოდა, რაჲთა იგი მებრ დღჱ მოსლვისა მისისაჲ ეუწყოს. ამისთჳს იგავი ესე ლეღჳსაჲ მიუთხრა, რაჲთა უჩუენოს, ვი-თარმედ მახლობელად საქმეთა მათ ყოფად არს მოსლვაჲ მისი. ამისთჳს ჰრქუა, ვითარმედ: „ოდეს იხილოთ ესე ყოველი, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს, კართა ზედა“.
ხოლო ამათ სიტყუათა მიერ სხუასაცა მოასწავებს, ესე იგი არს, ვი-თარმედ: მას დღესა მართალთათჳს ზაფხული იქმნების სულიერი და დაწყნარებაჲ ტკბილი ზამთრისა წილ ამის სოფლისა, რომელი ჭეშმარიტად ზამთარი არს ფიცხელი; ხოლო ცოდვილთათჳს უმეტესად მაშინ იქმნების ზამთარი და ჭირი, ვითარცა ქუემორე იტყჳს, ვითარმედ: მსგავსად წყლითრღუნისა მის მეყსეულად მოიწიოს მათ ზედა დღჱ იგი, ჭამდენ რაჲ და სუმიდენ და განსცხრებოდინ. იტყჳს უკუე, ვითარმედ: ვითარცაიგი ფურცელი რაჲ გამოაქუნ ლეღუსა, უეჭუელად ზაფხული მოიწიის, ეგრეთვე ესე ყოფად არს, თჳნიერ ყოვლისა იჭჳსა და ცილობისა; ვითარცა-იგი სხუასა ადგილსა აღდგომისათჳს იტყოდა და მარცუალი იფქლისაჲ სახედ შემოიღო და თქუა: „უკუეთუ არა მარცუალი იფქლისაჲ დავარდეს ქუეყანასა და მოკუდეს, იგი ხოლო ეგოს; უკუეთუ...