მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 24:44

43. ხოლო ესემცა იცით: უკუეთუმცა უწყოდა სახლისა უფალმან, რომელსა საჴუმილავსა მპარავი მოსლვად არს, იღჳძებდამცა და არა უტევა დათხრად სახლისა თჳსისა.44. ამისთჳს თქუენცა იყვენით განმზადებულ, რამეთუ რომელსა ჟამსა არა ჰგონებდეთ, ძე კაცისაჲ მოვიდეს.45. ვინ-მე არს სარწმუნოჲ იგი მონაჲ და ბრძენი, რომელი დაადგინოს უფალმან თჳსმან მონათა თჳსთა ზედა მიცემად საზრდელი მათი ჟამსა თჳსსა.
სახარებაჲ მათესი თავი 24
44. ამისთჳს თქუენცა იყვენით განმზადებულ, რამეთუ რომელსა ჟამსა არა ჰგონებდეთ, ძე კაცისაჲ მოვიდეს.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო ესემცა იცით: უკუეთუმცა უწყოდა სახლისა უფალმან, რომელსა ჟამსა მპარავი მოსლვად არს, იღჳძებდამცა და არა უტევა დათხრად გუერდი სახლისა მისისაჲ. ამისთჳს თქუენცა იყვენით განმზადებულ, რამეთუ რომელსა ჟამსა არა ჰგონებდეთ, ძე კაცისაჲ მოვიდეს“ (24,43-44).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესრეთ გჳბრძანებს, რაჲთა მარადის სათნოებასა შინა ვიყვნეთ და მარადის ვზრუნვიდეთ აღსასრულისათჳს, რამეთუ უკუეთუმცა იცოდეს კაცთა ჟამი სიკუდილისაჲ, უეჭუელად მას ჟამსა მოსწრაფებასამცა შინა იყვნეს; გარნა არა ჰნებავს უფალსა, რაჲთა მას ოდენ ჟამსა ვიქმოდით კეთილსა, არამედ მარადის და ყოვლადვე. ამისთჳს არა საცნაურ-ყო არცა ზოგადი იგი ყოველთა აღსასრული, არცა კაცად-კაცადისაჲ, რაჲთა მარადის მოველოდით და მარადის კეთილსა ვიქმოდით, რაჲთა ესრეთ ვიპოვნეთ. ამას ადგილსა განცხადებულად უფლად უწოდა თავსა თჳსსა, რომელ-ესე სხუასა ადგილსა არა ეთქუა ესრეთ ცხადად: „იღჳძებდითო, რამეთუ არა იცით, რომელსა ჟამსა უფალი თქუენი მოვიდეს“. და აყუედრებს უდებთა, რომელ ესოდენიცა მღჳძარებაჲ არა აქუს ცხორებისათჳს სულთა თჳსთაჲსა, ვითარ-იგი სხუანი შიშისათჳს მპარავთაჲსა აჩუენებენ. ხოლო ვინაჲთგან დღე იგი საშჯელისაჲ აჴსენა, მოძღუართა მიმართ მიაქცევს სიტყუასა თჳსსა და იტყჳს:

მათეს სახარების განმარტება - თავი XXIV
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
24:42-44 — სიფხიზლისკენ მოწოდება:

42-44. იღჳძებდით უკუე, რამეთუ არა იცით, რომელსა ჟამსა უფალი თქუენი მოვიდეს. ხოლო ესემცა იცით: უკუეთუმცა უწყოდა სახლისა უფალმან, რომელსა საჴუმილავსა მპარავი მოსლვად არს, იღჳძებდამცა და არა უტევა დათხრად სახლისა თჳსისა. ამისთჳს თქუენცა იყვენით განმზადებულ, რამეთუ რომელსა ჟამსა არა ჰგონებდეთ, ძე კაცისაჲ მოვიდეს.- უფალი გვიბრძანებს მღვიძარენი და მომზადებულნი ანუ სათნოების საქმეებით განმდიდრებულნი ვიყოთ, რათა რაჟამს უფალი მოვა, რაც მას ნებავს, ის მივუძღვნათ. ყურადღება მიაქციე, ის კი არ უთქვამს: მე არ ვიცი მპარავი რომელ დროს მოვაო, არამედ თქვენ არ იცითო. მპარავს უფალი ყოველი ჩვენგანის აღსასრულსა და სიკვდილს უწოდებს, ამით მიანიშნებს, რომ მისი მოსვლა ღამით მოხდება, და მსგავსად მპარავისა, ისიც შეუმჩნევლად მოვა. ამიტომაც გვეუბნება, უზრუნველნი ნუ იქნებით, არამედ იფხიზლეთო. ის რომ ვიცოდეთ, რომელ დღეს აღვესრულებით, მაშინ ღმრთისთვის სათნოყოფას მხოლოდ იმ დღეს შევეცდებოდით, მაგრამ რაკიღა არ ვიცით, კეთილ საქმეთათვის მუდმივად ვფხიზლობთ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის