1.და გამოვიდა იესუ ტაძრისა მისგან და წარვიდოდა. და მოუჴდეს მას მოწაფენი მისნი და უჩუენებდეს შენებულსა მას ტაძრისასა.2.ხოლო იესუ ჰრქუა მათ: არა ჰხედავთა ამას ყოველსა? ამენ გეტყჳ თქუენ: არა დაშთეს აქა ქვაჲ ქვასა ზედა, რომელი არა დაირღუეს.3.და ვითარცა დაჯდა იგი მთასა მას ზეთისხილთასა, მოუჴდეს მას მოწაფენი თჳსაგან და ეტყოდეს: მითხარ ჩუენ, ოდეს იყოს ესე, და რაჲ არს სასწაული იგი შენისა მის მოსლვისაჲ და აღსასრული ამის სოფლისაჲ?4.მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ეკრძალენით, ნუ ვინმე გაცთუნნეს თქუენ,5.რამეთუ მრავალნი მოვიდოდიან სახელითა ჩემითა და იტყოდიან, ვითარმედ: მე ვარ ქრისტე, და მრავალთა აცთუნებდენ.6.და გესმოდიან ბრძოლანი და ჰამბავნი ბრძოლათანი, იხილეთ და ნუ შესძრწუნდებით, რამეთუ ჯერ-არს ესე ყოველი ყოფად, არამედ არღა არს აღსასრული.7.რამეთუ აღდგეს ნათესავი ნათესავსა ზედა და მეუფებაჲ მეუფებასა ზედა, და იყვნენ სიყმილნი და სრვანი და ძრვანი ადგილად-ადგილად.8.ხოლო ესე ყოველი დასაბამი სალმობათაჲ არს.9.მაშინ მიგცნენ თქუენ ჭირსა და მოგწყჳდნენ თქუენ, და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან წარმართთა სახელისა ჩემისათჳს.10.და მაშინ დაჰბრკოლდებოდიან მრავალნი და ურთიერთას შინა-განსცემდენ და სძულობდენ ურთიერთას.11.და მრავალნი ცრუ-წინაწარმეტყუელნი აღდგენ და აცთუნებდენ მრავალთა.12.და განმრავლებითა უსჯულოებისაჲთა განჴმეს სიყუარული მრავალთაჲ.13.ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს.14.და იქადაგოს სახარებაჲ ესე სასუფეველისაჲ ყოველსა სოფელსა საწამებელად ყოველთა წარმართთა, და მაშინ მოიწიოს აღსასრული.15.რაჟამს იხილოთ საძაგელი იგი მოოჴრებისაჲ, თქუმული დანიელ წინაწარმეტყუელისა მიერ, მდგომარე ადგილსა წმიდასა, რომელი აღმოიკითხვიდეს, გულისჴმა-ყავნ.16.მაშინ რომელნი ჰურიასტანს იყვნენ, ივლტოდედ მთად.17.და რომელი ერდოსა ზედა იყოს, ნუ გარდამოვალნ აღებად რასმე სახლისაგან თჳსისა.18.და რომელი ველსა გარე იყოს, ნუ უკუნიქცევინ აღებად სამოსლისა თჳსისა.19.ხოლო ვაჲ მიდგომილთა და რომელნი აწოებენ მათ დღეთა შინა!20.არამედ ილოცევდით, რაჲთა არა იყოს სივლტოლაჲ თქუენი ზამთარსა შინა გინა შაბათსა.21.რამეთუ იყოს მაშინ ჭირი დიდი, რომელი არა იყო დასაბამითგან სოფლისაჲთ, ვიდრე აქამდე, არცაღა ყოფად არს.22.და უკუეთუმცა არა შემოკლდეს დღენი იგი, არამცა განერა ყოველი ჴორციელი, ხოლო რჩეულთა მათთჳს შემოკლდენ დღენი იგი.23.მაშინ უკუეთუ ვინმე გრქუას თქუენ: აჰა აქა არს ქრისტე გინა იქი, ნუ გრწამნ.24.რამეთუ აღდგენ ქრისტე-მტყუვარნი და ცრუ-წინაწარმეტყუელნი და ჰყოფდენ სასწაულებსა დიდ-დიდსა და ნიშებსა, ვიდრე ცთუნებადმდე, უკუეთუმცა ვითარ შეუძლეს, რჩეულთა მათცა.25.აჰა ესერა წინაჲწარ გარქუ თქუენ.26.უკუეთუ გრქუან თქუენ: აჰა უდაბნოსა არს, ნუ განხუალთ; აჰა ესერა საუნჯეთა შინა არს, ნუ გრწამნ.27.რამეთუ, ვითარცა ელვაჲ რაჲ გამობრწყინდის მზისა-აღმოსავალით და ჩანნ ვიდრე დასავალადმდე, ეგრეთ იყოს მოსლვაჲ ძისა კაცისაჲ.28.რამეთუ სადაცა იყოს მძორი, მუნცა შეკრბეს ორბები.29.ხოლო მეყსეულად შემდგომად ჭირისა მის მათ დღეთაჲსა მზე დაბნელდეს, და მთოვარემან არა გამოსცეს ნათელი თჳსი, და ვარსკულავნი დამოცჳვენ ზეცით, და ძალნი ცათანი შეიძრნენ.30.და მაშინ გამოჩნდეს სასწაული ძისა კაცისაჲ ცათა შინა, და მაშინ იტყებდენ ყოველნი ტომნი ქუეყანისანი და იხილონ ძე კაცისაჲ მომავალი ღრუბელთა ზედა ცისათა ძალითა და დიდებითა მრავლითა.31.და წარავლინნეს ანგელოზნი თჳსნი საყჳრითა ჴმისა დიდისაჲთა და შეკრიბნეს რჩეულნი მისნი ოთხთაგან ქართა კიდითგან ცისაჲთ, ვიდრე კიდედმდე მათა.32.ხოლო ლეღჳსაგან ისწავეთ იგავი: ვითარცა-იგი რაჟამს ტრონი მისნი დაჩჩჳან, და ფურცელი გამოვალნ, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს ზაფხული.33.ეგრეცა თქუენ, ოდეს იხილოთ ესე ყოველი, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს, კართა ზედა.34.ამენ გეტყჳ თქუენ: არა წარჴდეს ნათესავი ესე, ვიდრემდე ესე ყოველი იქმნეს.35.ცანი და ქუეყანაჲ წარჴდენ, ხოლო სიტყუანი ჩემნი არა წარჴდენ.36.ხოლო დღისა მისთჳს და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცისათა, გარნა მამამან მხოლომან.37.ვითარცა-იგი დღეთა მათ ნოვესთა, ეგრეთ იყოს მოსლვაჲ ძისა კაცისაჲ.38.რამეთუ ვითარცა-იგი იყვნეს დღეთა მათ შინა პირველ წყლით-რღუნისათა: ჭამდეს და სუმიდეს, იქორწინებდეს და განჰქორწინებდეს მუნ დღედმდე, ვიდრემდე შევიდა ნოე კიდობნად,39.და ვერ ცნეს, ვიდრემდე მოიწია წყლით-რღუნაჲ იგი და წარიღო ყოველი. ესრეთ იყოს მოსლვაჲცა ძისა კაცისაჲ.40.მაშინ ორნი იყვნენ ველსა გარე: ერთი წარიყვანოს, და ერთი დაეტეოს.41.ორნი ფქვიდენ ფქვილსა: ერთი წარიტაცოს, და ერთი დაეტეოს.42.იღჳძებდით უკუე, რამეთუ არა იცით, რომელსა ჟამსა უფალი თქუენი მოვიდეს.43.ხოლო ესემცა იცით: უკუეთუმცა უწყოდა სახლისა უფალმან, რომელსა საჴუმილავსა მპარავი მოსლვად არს, იღჳძებდამცა და არა უტევა დათხრად სახლისა თჳსისა.44.ამისთჳს თქუენცა იყვენით განმზადებულ, რამეთუ რომელსა ჟამსა არა ჰგონებდეთ, ძე კაცისაჲ მოვიდეს.45.ვინ-მე არს სარწმუნოჲ იგი მონაჲ და ბრძენი, რომელი დაადგინოს უფალმან თჳსმან მონათა თჳსთა ზედა მიცემად საზრდელი მათი ჟამსა თჳსსა.46.ნეტარ არს მონისა მის, რომლისაჲ მოვიდეს უფალი მისი და პოოს იგი ესრეთ მოქმედი.47.ამენ გეტყჳ თქუენ, ვითარმედ ყოველთა ზედა მონაგებთა მისთა დაადგინოს იგი.48.ხოლო უკუეთუ თქუას ბოროტმან მან მონამან გულსა თჳსსა: ჰყოვნის უფალი ჩემი მოსლვად,49.და იწყოს გუემად მისთანათა მათ მონათა და ჭამდეს და სუმიდეს მომთრვალეთა თანა,50.მოვიდეს უფალი იგი მონისაჲ მის დღესა, რომელსა არა მოელოდის, და ჟამსა, რომელი არა უწყოდის,51.და ორგან განკუეთოს იგი და ნაწილი მისი დადვას ორგულთა თანა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ.
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და გამოვიდა იესუ ტაძრისა მისგან და წარვიდოდა. და მოუჴდეს მას მოწაფენი მისნი და უჩუენებდეს შენებულსა მას ტაძრისასა. ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: ხედავთ სამე ამას ყოველსა? ამენ გეტყჳ თქუენ: არა დაშთეს აქა ქვაჲ ქვასა ზედა, ვიდრემდე ყოველი დაირ-ღუეს“ (24,1-2).
ვინაჲთგან ზემო თქუა უფალმან ჰურიათა მიმართ, ვითარმედ: „დაეტეოს სახლი თქუენი ოჴრად“, და სხუანი იგი მრავალნი ძნელოვანნი მოწევნადნი მათ ზედა აუწყნა, ესმა ესე ყოველი...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მაშინ რომელი ჰურიასტანს იყოს, ივლტოდენ მთად. და რომელი ერდოსა ზედა იყოს, ნუ გარდამოვალნ აღებად რაჲსამე სახლისაგან თჳსისა. და რომელი ველსა გარე იყოს, ნუ გარეუკუნიქცევინ კუალად აღებად სამოსლისა თჳსისა“ (24,16-18).
პირველად თქუა ბოროტთა მათთჳს, რომელნი მოწევნად იყვნეს ქალაქსა მას ზედა, მერმე წარმოთქუნა განსაცდელნი იგი, რომელ შემთხუევად იყვნეს მოციქულთადა, და ვითარ უძლეველ-ყოფად იყვნეს და ყოვლისავე სოფლისა ეგულებოდა მოვლაჲ ქადაგებითა მით საღმრთოჲთა; ხოლო აწ კუალად ბოროტთა...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო ლეღჳსაგან ისწავეთ იგავი: ვითარცა-იგი რაჟამს რტონი მისნი დაჩჩჳან, და ფურცელი გამოვალნ, უწყოდეთ, რამე-თუ ახლოს არს ზაფხული. ეგრეთცა თქუენ, იხილოთ ოდეს ესე ყოველი, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს, კართა ზედა“ (24,32-33).
ზემო თქუა, ვითარმედ შემდგომად ჭირისა მათ დღეთაჲსა იქმნას მოსლვაჲ მისი, ხოლო მათ სწადოდა, რაჲთა იგი მებრ დღჱ მოსლვისა მისისაჲ ეუწყოს. ამისთჳს იგავი ესე ლეღჳსაჲ მიუთხრა, რაჲთა უჩუენოს, ვი-თარმედ მახლობელად საქმეთა მათ ყოფად არს მოსლვაჲ მისი. ამისთჳს ჰრქუა,...
1-2. და გამოვიდა იესუ ტაძრისა მისგან და წარვიდოდა. და მოუჴდეს მას მოწაფენი მისნი და უჩუენებდეს შენებულსა მას ტაძრისასა. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: არა ჰხედავთა ამას ყოველსა? ამენ გეტყჳ თქუენ: არა დაშთეს აქა ქვაჲ ქვასა ზედა, რომელი არა დაირღუეს. - ტაძრიდან გამოსვლით იესომ აჩვენა, რომ იუდეველებს განშორდა, როგორც თქვა: დაეტეოს თქუენგან სახლი თქუენი ოჴრად, ისევე მოიქცა. მოწაფეებს ტაძრის დანგრევას უწინასწარმეტყველებს. მაშინ, როცა ისინი მიწიერისას...
...ას, ვითარცა-იგი იხილეთ, პეტრე და იოვანე ვითარ იყვნეს, და კუალად პავლე ვითარ იყო მათა მიმართ, რომელთა-იგი ყოველივე სათნოებაჲ აქუნდა, რამეთუ ესე საქმჱ სულისაგან სათნოჲსა და წმიდისა აღმოეცენების, ხოლო სადა უკეთურებაჲ იყოს, ესე ნერგი განჴმების, რამეთუ „რაჟამს განმრავლდეს უშჯულოებაჲ, განჴმეს სიყუარული მრავალთაჲ“. და წარმართთაცა ვერ მოაქცევენ სასწაულნი, ვი-თარ საქმენი კეთილნი და ცხორებაჲ სათნოჲ, ხოლო ცხორებასა ბრწყინვალე არარაჲ ჰყოფს, ვითარ სიყუარული. რამეთუ რაჟამს ქადაგებაჲ იგი არღა განვრცელებულ იყოს, სამართლად საძიებელ იყვნეს სასწაულნი, ხოლო აწ უფროჲსად საქმეთა კეთილთა ჯერ-არს მოგებაჲ, რამეთუ ვერარაჲ ესრეთ შეარცხუენს წარმართთა, ვითარ სათნოებაჲ, ვერცა რაჲ ესრეთ დააბრკოლებს, ვითარ უკეთურებაჲ; რამეთუ რაჟამს იხილოს მასწავლელი სიყუარულისაჲ სიძულილსა შინა და ანგაჰრებასა და ტაცებასა, არა ტყუვილად შეჰრაცხოსა სწავლაჲ იგი? და ჩუენ ვიქმნებით მიზეზ მათისა საცთურსა შინა დადგრომისა, რამეთუ მათისა სარწმუნოებისა საცთური უცნობიეს და ჩუენი ესე უყუარს, არამედ საქმეთა ჩუენთა მიერ დაიხრწევიან. ხოლო უკუეთუ იტყჳთ, ვითარმედ: პირველთა რად არა ჰბაძვენ? არამედ იგინი ჩუენ მიერ ეძიებენ სარგებელსა, რომელთა გუხედვენ და იტყჳან: გჳჩუენეთ სარწმუნოებაჲ თქუენი საქმეთა მი...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და რომელმან ჰრქუას ძმასა თჳსსა: ცოფ, თანამდებ არს გეჰენიასა ცეცხლისასა“ (5,22).:
...თა ხარკებითა გუამცნებს სიყუარულსა და შურისმეძიებელ არს მათ ზედა, რომელთა მცნებაჲ ესე უგულებელს-ყონ, რამეთუ უწყის, ვითარმედ არარაჲ ესრეთ აღაორძინებს და განამტკიცებს ჩუენ შორის ყოველსა ბოროტსა, ვითარ დაჴსნაჲ სიყუარულისაჲ. ამისთჳს თქუმულ არს, ვითარმედ: „განმრავლებითა ურჩულოებისაჲთა განჴმეს სიყუარული მრავალთაჲ“. ამისითა ნაკლულევანებითა კაენ ძმისა მკლველ იქმნა; ეგრეთვე ესავ განვარდა; ეგრეთვე ძმათა იოსებისთა ქმნეს ბოროტი. და ვინმცა აღრაცხა სიმრავლე ბოროტთაჲ მათ, რომელნი შემოვიდეს განჴმობითა და მოკლებითა სიყუარულისაჲთა?
ამისთჳს უფალი ყოველსავე წინააღმდგომსა სიყუარულისასა განსდევნის კაცთაგან და მას დაამტკიცებს მონათა შორის მისთა. და არა კმაყო ზემოთქუმულთა ამათ ზედა, არამედ სხუაჲცა მრავალი შესძინა დასამტკიცებელად სიყუარულისა, რაჲთა გულისჴმა-ვყოთ, რაოდენ სათნო-უჩნს სათნოებაჲ ესე. რამეთუ განაწესა რაჲ მრისხანეთათჳს და შეურაცხისმყოფელთა მოყუსისათა თანამდებობაჲ სასჯელისაჲ, თანამდებობაჲ კრებულისაგან განვრდომისაჲ, თანამდებობაჲ გეჰენიისაჲ, კუალადცა შესძინა და თქუა: ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუ შესწირვიდე შესაწირავსა საკურთხეველსა ზედა და მუნ მოგეჴსენოს შენ, ვითარმედ ძმაჲ შენი გულძჳრ რაჲმე არს შენთჳს, დაუტევე შესაწირავი იგი წინაშე საკურთხეველსა მას,...
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ აღწერილი ლუკაჲს მიერ მახარებელისა:
...ა ჰქმნეთ" (), რამეთუ ძალითა სულისა წმიდისაჲთა — ოფლითა და სუდარებითა, ვარშამანგებითა და აჩრდილებითა განიოტებდეს სენთა, რომელი-ესე არასადა წერილ არს ქრისტეს მიერ ქმნილად სახარებასა შინა. და კუალად, რომელი-იგი თქუა, ვითარმედ: "იქადაგოს სახარებაჲ ესე ყოველსა სოფელსა" () და ვითარმედ: "წინაშე მეფეთა და მთავართა წარსდგეთ ჩემთჳს" (), ესე და სხუანი მრავალნი საუფლოთა სიტყუათა მიერ წინა-მოსწავებულნი, ამიერ საქმით აღსრულებულად მოგუეთხრობვიან. და კუალად, ქადაგებაჲ სჯულთა და წესთა მართლმადიდებლობისათაჲ იპოების აქა, რომელი არასადა სხუათა წიგნთა შინა იპოო თჳნიერ ამისსა. აქა იხილვების სულისა მიერ წმიდისა სწავლული მოციქულთადა — მცირედსა რასმე სიტყუად ღმრთეებისათჳს, ხოლო უმრავლესსა თქუმად კაცებისათჳს და ვნებისა, აღდგომისა და ამაღლებისა ქრისტესისა, რამეთუ ესე საძიებელ იყო პირველ, რაჲთა მდაბალთაგან და კაცობრივთა აღიყვანნენ მაღალთა მიმართ ღმრთეებისა მისისა ქადაგებათა, და აღდგომისაგან და ამაღლებისა გამოიძიონ ძალი ღმრთეებისა მისისაჲ.