მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 24:5

4. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ეკრძალენით, ნუ ვინმე გაცთუნნეს თქუენ,5. რამეთუ მრავალნი მოვიდოდიან სახელითა ჩემითა და იტყოდიან, ვითარმედ: მე ვარ ქრისტე, და მრავალთა აცთუნებდენ.6. და გესმოდიან ბრძოლანი და ჰამბავნი ბრძოლათანი, იხილეთ და ნუ შესძრწუნდებით, რამეთუ ჯერ-არს ესე ყოველი ყოფად, არამედ არღა არს აღსასრული.
სახარებაჲ მათესი თავი 24
5. რამეთუ მრავალნი მოვიდოდიან სახელითა ჩემითა და იტყოდიან, ვითარმედ: მე ვარ ქრისტე, და მრავალთა აცთუნებდენ.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ეკრძალენით, ნუ ვინმე გაცთუნნეს თქუენ, რამეთუ მრავალნი მოვიდოდიან სახელითა ჩემითა და იტყოდიან, ვითარმედ: მე ვარ ქრისტე, და მრავალთა აცთუნებდენ. და გესმოდიან ბრძოლანი და ჰამბავნი ბრძოლათანი. იხილეთ და ნუ შესძრწუნდებით, რამეთუ ჯერ-არს ესე ყოფად, არამედ არღა არს აღსასრული“ (24,4-6).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ ესმოდეს განსაცდელნი იგი იერუსალჱმსა ზედა მოწევნადნი და ვითარცა უცხოჲ რაჲმე საქმე აქუნდა; და ჰგონებდეს, თუ მათდა ყოვლადვე არარაჲ ძჳრი შემთხუევად არს, არამედ მოკლედ მიემთხუევიან სასუფეველსა ცათასა მათ სადმე დღეთა; ამისთჳს უფალი კუალად ჭირთა და განსაცდელთა შემთხუევასა აუწყებს, რაჲთა შეურვებულ იყვნენ და ფრთხილ გონებითა, რაჲთა არცა მაცთურთა და ცრუწინაჲსწარმეტყუელთაგან სცთებოდინ, არცა მოწევნადთა მათ განსაცდელ-თაგან დაიჴსნებოდინ. რამეთუ ორკერძო იყოსო ბრძოლაჲ: მაცთურთაგან და მბრძოლთაგან. და ნანდჳლვე ფრიადიცა იქმნა შფოთი ბრძოლათა მათგან ჰრომთაჲსა, რაჟამს მიეცა მათ ჴელმწიფებაჲ, და მოოჴრდებოდეს ქალაქნი, და აღიძრვოდეს მჴედრობანი. ხოლო სიტყუაჲ ესე, თუ: „გესმოდიან ბრძოლანი“, ბრძოლათა მათთჳს იერუსალჱმისათა თქუა, არა თუ ყოვლისა სოფლისათა, რამეთუ არა იყო მაშინ მათი სიტყუაჲ ანუ ზრუნვაჲ ბრძოლა-თათჳს სოფლისათა. და ესეცა საცნაურ არს, ვითარმედ უკუეთუმცა ბრძოლათათჳს სოფლისათა იტყოდა, არარაჲმცა საკჳრველი იყო ანუ ახალი რაჲმე საქმე, რამეთუ ბრძოლანი და ჰამბავნი ბრძოლათანი სოფელსა შინა პირველითგანვე იყვნეს, და რაჲ სათქუმელ იყო ანუ...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XXIV
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
24:4-8 — ცრუ ქრისტეები და განსაცდელთა დასაბამი:

4-5. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ეკრძალენით, ნუ ვინმე გაცთუნნეს თქუენ, რამეთუ მრავალნი მოვიდოდიან სახელითა ჩემითა და იტყოდიან, ვითარმედ: მე ვარ ქრისტე, და მრავალთა აცთუნებდენ. - ამბობს, რომ მრავალი გამოჩნდება ისეთი, რომელიც თავს ქრისტედ გამოაცხადებს; მართლაც, დოსითეოს სამარიელი ამბობდა, მე ვარ ქრისტე, რომლის, ვითარცა წინასწარმეტყველის, შესახებ მოსემ იწინასწარმეტყველაო. ასევე, სიმონ სამარიელიც თავის თავს ღმრთის დიდ ძალას უწოდებდა.

6-8. და გესმოდიან ბრძოლანი და ჰამბავნი ბრძოლათანი, იხილეთ და ნუ შესძრწუნდებით, რამეთუ ჯერ-არს ესე ყოველი ყოფად, არამედ არღა არს აღსასრული. რამეთუ აღდგეს ნათესავი ნათესავსა ზედა და მეუფებაჲ მეუფებასა ზედა, და იყვნენ სიყმილნი და სრვანი და ძრვანი ადგილად-ადგილად.  ხოლო ესე ყოველი დასაბამი სალმობათაჲ არს. - უფალი რომაელების იერუსალიმთან ბრძოლაზე საუბრობს. მაგრამ, - ამბობს იგი, - არა მხოლოდ ბრძოლები იქნება, არამედ შიმშილობაცა და ჭირიც, რითაც აჩვენებს, რომ იუდეველებზე ღმრთისგან მოვლენილი რისხვა მოაწევს. რადგან, უკეთუ ბრძოლებზე კიდევ შეიძლება თქმა იმისა, რომ მათ ადამიანთა ბოროტება წარმოშობს, შიმშილობა და ჭირი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ უკუეთუ ვინმე გრქუას თქუენ: აჰა აქა არს ქრისტჱ, გინა იქი, ნუ გრწამნ. რამეთუ აღდგენ ქრისტემტყუვარნი და ცრუწინაჲსწარმეტყუელნი და ჰყოფდენ სასწაულებსა დიდ-დიდსა და ნი-შებსა ვიდრე ცთუნებადმდე, უკუეთუმცა შეუძლეს, რჩეულთა მათცა. აჰა ესერა წინაჲსწარ გარქუ თქუენ. უკუეთუ გრქუან თქუენ: უდაბნოსა არს, ნუ განხუალთ; აჰა ესერა საუნჯეთა შინა არს, ნუ გრწამნ. რამეთუ ვითარცა ელვაჲ რაჲ გამობრწყინდის მზისა აღმოსავალით და ჩანნ ვიდრე დასავალადმდე, ეგრეთ იყოს მოსლვაჲ ძისა კაცისაჲ. რამეთუ სადაცა დაეცეს მძორი, მუნცა შეკრბეს ორბები“ (24,23-28).:

...მისთჳს, რომელი ყოფად არს მცირედ პირველ აღსასრულისა: „მაშინ უკუეთუ ვინმე გრქუას თქუენ: აჰა აქა არს ქრისტე, გინა იქი, ნუ გრწამნ“. პირველ ყოვლისა ამას განაკრძალებს, რამეთუ ვი-თარცა-იგი მოციქულთა ზე მრავალნი მაცთურნი გამოჩნდეს, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „მრავალნი მოვიდოდიან სახელითა ჩემითა და მრავალ-თა აცთუნებდენ“, ეგრეთვე პირველ მეორედ მოსლვისა უფლისა მრავალნი მაცთურნი გამოჩნდებიან, უძჳრესნი პირველგამოჩინებულთა მათ.

ამისთჳს განაკრძალებს მორწმუნეთა და აუწყებს სახესა თჳსისა მის დიდებულისა მოსლვისასა და იტყჳს, ვითარმედ: არა თუ ვითარ-ესე პირველსა მას მოსლვასა ბეთლემს ვიშევ და ვიქცეოდი ერთსა ყურესა სოფლისასა, უცნაურად მრავალთაგან, ეგრეთ იქმნების მეორეცა იგი მოსლვაჲ ჩემი, არამედ განცხადებულად ყოფად არს იგი და დიდებითა დიდითა, და არად საჴმარ არიან მაუწყებელნი, რაჲთამცა იტყოდეს, თუ: აქა არს ქრისტე ანუ იქი, რამეთუ „ვითარცა ელვაჲ რაჲ გამოჩნდის მზისაღმოსავალით და ჩანნ ვიდრე დასავალადმდე, ეგრეთ იყოს ბრწყინვალედ დიდებით მოსლვაჲ ძისა კაცისაჲ“. ამისთჳს ნუ ისმენთ მათსა, რომელნი გეტყოდინ, თუ: „აჰა აქა არს ქრისტე, გინა იქი, ნუ გრწამნ მათი“.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ აღდგენ ქრისტემტყუვარნი და ცრუწინაჲსწარმეტყუელნი და ჰყოფდენ სასწაულებსა დიდ-დიდსა და...

სრულად ნახვა