თ ა რ გ მ ა ნ ი: ეჰა ჴმაჲ სასტიკი და სავსე სიმწარითა! ვაჲმე, ვაჲმე დღისა მისთჳს და ჟამისა! რაჲ-მე ყოფად არს? რამეთუ შეურვებულ ვარ, საყუარელნო, და შეძრწუნებულ, და ვინ მოსცეს თავსა ჩემსა წყალი და თუალთა ჩემთა წყაროჲ ცრემლთაჲ? და ვტიროდემცა დღე და ღამე უბადრუკებასა მას მარცხენით მდგომარეთასა. ვინ თავს-იდვას სახიერისა მის და ტკბილისა პირისა გარემიქცევაჲ, ოდეს-იგი თქუას: „წარვედით ჩემგან, წყეულნო!“ ზემო თქუა: „მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო“, ხოლო აწ: „წარვედითო ჩემგან, წყეულნო!“ არღარა მამისაგან, რამეთუ არა თუ მან დაწყევნა იგინი, არამედ - საქმეთა მათთა. „წარვედით ცეცხლსა მას საუკუნესა“, რომელი-იგი განმზადებულ არს არა თქუენთჳს, არამედ „ეშმაკისათჳს და მსახურთა მისთა“. ოდეს-იგი სასუფეველისათჳს იტყოდა, ეგრეთ თქუა: „განმზადებული თქუენთჳსო პირველ სოფლის დაბადებისა“, ხოლო ცეცხლისათჳს არა იტყჳს ამას, არამედ „რომელი განმზადებულ არსო ეშმაკისთჳს“, რამეთუ მე თქუენთჳს სასუფეველი განვმზადე, ხოლო ცეცხლი - ეშმაკისათჳს და მსახურთა მისთა; ვინაჲთგან უკუე თქუენ თავნი თჳსნი ღირს ცეცხლისა ჰყვენით, თჳსთა თავთა აბრალეთ. და უჩუენებს მიზეზსა: „მშიოდა, და არა...
სახარებაჲ მათესი 25:44
41-46. მაშინ ჰრქუას მარცხენითთა მათცა: წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკისათჳს და ანგელოზთა მისთათჳს, რამეთუ მშიოდა, და არა მეცით მე ჭამადი; მწყუროდა, და არა მასუთ მე; უცხო ვიყავ, და არა შემიწყნარეთ მე; შიშუელ ვიყავ, და არა შემმოსეთ მე; უძლურ ვიყავ და საპყრობილესა, და არა მოხუედით ჩემდა. მაშინ მიუგონ მათცა და ჰრქუან: უფალო, ოდეს გიხილეთ შენ მშიერი ანუ წყურიელი, ანუ უცხოებასა, ანუ შიშულოებასა, ანუ უძლურებასა, ანუ საპყრობილესა და არა გმსახურეთ შენ? მაშინ მიუგოს მან და ჰრქუას მათ: ამენ გეტყჳ თქუენ: რაოდენი არა უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა, მე არა მიყავთ. და წარვიდენ ესენი სატანჯველსა საუკუნესა, ხოლო მართალნი – ცხორებასა საუკუნესა. - მარცხნივ მდგომარეთ უფალი ცეცხლსა შინა გზავნის, რომელიც ეშმაკმა მოამზადა. რადგანაც დემონები უწყალონი და ჩვენს მიმართ არამეგობრულად და მტრულად არიან განწყობილნი, შესაბამისად, იმავე სასჯელს დაიმსახურებენ ისინიც, რომელთაც იგივე თვისებები აქვთ და თავიანთი საქმეების გამო დაიწყევლნენ. ყურადღება მიაქციე, რომ ღმერთს ჩვენთვის არც ცეცხლი მოუმზადებია და არც სასჯელი...
და მოიგოს მეუფემან მან და რქვას მათ: „ამინ გეტყვი თქვენ, რავდენი უყავით ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავით“ (მათე 31).
იქნება, ძმანო მართლმადიდებელნო ქრისტიანენო, ოდესმე ვინმემ თქვენგანმა იკითხა თავის გულში, რომელი არის უდიდესი ყოველთა ქრისტიანეთა სათნოებათა შორის? რომლითა საქმითა, ანუ სათნოებითა ქრისტიანე უმეტესად ასიამოვნებს ღმერთსა, და დაიმკვიდრებს სასუფეველსა ღვთისასა? დღეს წარკითხული სახარება გვაძლევს ჩვენ ამისა პასუხსა. უდიდესი და უმეტესად ყოვლისა სასიამოვნო ღვთისათვის სათნოება ყოფილა მოწყალება, ანუ მრავალფერი შემწეობა მრავალ-ფერად გაჭირვებულთა და ნაკლულევანთა მოსყვასთა. დღეს წარკითხულისა სახარებისაგან გვესმა ჩვენ, რომელ ოდეს უფალი ჩვენი იესო ქრისტე მოვალს მეორედ ქვეყანასა ზედა დიდებითა და ძალითა მამისა მისისათა, ანგელოზთა მისთა თანა, და დაჯდება საყდარსა ზედა დიდებისასა, და შეიკრიბებიან მის წინაშე ყოველნი ტომნი და ნათესავნი კაცთანი, მაშინ იგი განარჩევს მართალთა და ცოდვილთა, ვითარცა რა მწყემსმან განარჩიოს ცხოვარი თიკანთაგან, და დაადგინებს პირველთა მარჯვენით თვისსა და უკანასკნელთა მარცხენით თვისსა. მაშინ...
არა უმიზეზოდ დააწესა, ძმანო ქრისტიანენო, წმიდამან ეკლესიამან წარკითხვა დღეს სახარებისა მის, რომელიცა გამოხატავს მეორედ მოსვლასა და საშინელსა სამსჯავროსა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესსა. მოახლოებულ არიან დღენი ლოცვისა და მარხვისანი, რომელთა შინა ჩვეულება გვაქვს ჩვენ, მართლ-მადიდებელთა ქრისტიანეთა, მონანება და მიღება წმიდისა საიდუმლოისა; ამისათვის წმიდა ეკლესია ადრითგან გვამზადებს ჩვენ, რათა ღირსად აღვასრულოთ საღმრთო ვალი ესე ჩვენი და სიწმიდით განვატაროთ დღენი დიდისა მარხვისანი. ერთსა მახლობელსა წარსულსა კვირიკესა წარკითხულ იქნა ეკლესიაში სახარებისაგან იგავი მეზვერისა და ფარისევლისა, რომლითა მაცხოვარმან გვასწავა ჩვენ, თუ ვითარ ჯერ-არს ლოცვა და მონანება. მეორესა კვირიაკესა იგავითა უძღებისა ვისწავეთ ჩვენ, ვითარ დაამდაბლებს ცოდვა კაცსა და ვითარ მამა ჩვენი ზეციერი ელის მონანებასა კაცისა ცოდვილისა და სიხარულით მიიღებს კაცსა მონანულსა. ბოლოს დღეს წარკითხულითა სახარებითა საშინელისა სამსჯავროისათვის წმიდა ეკლესია შეგვაგონებს ჩვენ, ვითარი ხვედრი მოელის კაცსა ცოდვილსა და მართალსა.
ჭეშმარიტად, ძმანო ქრისტიანენო, არცა ერთი ჰაზრი და წარმოდგენა ისრე...
მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის