თ ა რ გ მ ა ნ ი: ჵ იუდაჲსი იგი უკეთურებაჲ და სიცხარე! რამეთუ იგიცა მუნვე იყო და მივიდა ზიარებად საიდუმლოთა და ტაბლისა მის წმიდისა. დაღაცათუმცა მჴეცი იყო, შე-მცა-ეკდიმა, რამეთუ ტაბლასა მას ზედა თქუა უფალმან: „ამენ გეტყჳ თქუენ: ერთმან თქუენგანმან მიმცეს მე“, რაჲთა ტაბლისა მისგანცა და მხილებისა შეიკდიმოს მან. არამედ უფროჲსად გამოჩნდა უკეთურებაჲ მისი. ხოლო პირველ სერობისა მის საიდუმლოჲსა ფერჴნიცა დაჰბანნა.
და კუალად აწ არა ამხილებს ცხადად, არამედ იტყჳს: „ერთმან თქუენგანმან მიმცეს მე“, რაჲთამცა მისცა მას ჟამი და ჴელმწიფებაჲ სინანულისაჲ. ამისთჳს ყოველნი შეაშინა, რაჲთამცა იგი მოაქცია.
„ამენ გეტყჳ თქუენ: ერთმან თქუენგანმან“ ათორმეტთა მაგათ, რომელნი მარადის ჩემ თანა ხართ, რომელთა ფერჴნი დაგბანენ, რომელთა ესოდენნი კეთილნი აღგითქუენ, „ერთმან თქუენგანმან მიმცეს მე. და იგინი შეწუხნეს ფრიად“.
და იოვანე იტყჳს: „იხედვიდესო ურთიერთას მოწაფენი და ვერ იცოდეს, ვისთჳს იტყოდა“. ხოლო მათე იტყჳს: „შეწუხნესო ფრიად; და იწყო კაცად-კაცადმან სიტყუად: ნუუკუე მე ვარ, უფალო? ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ:...