მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 26:45

44. და დაუტევნა იგინი და კუალად წარვიდა მესამედ და ილოცვიდა და მასვე სიტყუასა იტყოდა.45. მაშინ მოვიდა მოწაფეთა და ჰრქუა მათ: დაიძინეთ ამიერითგან და განისუენეთ: აჰა ესერა მოახლებულ არს ჟამი, და ძე კაცისაჲ მიეცემის ჴელთა ცოდვილთასა.46. აღდეგით, წარვიდეთ ამიერ. აჰა ესერა მოიწია მიმცემელი ჩემი.
სახარებაჲ მათესი თავი 26
45. მაშინ მოვიდა მოწაფეთა და ჰრქუა მათ: დაიძინეთ ამიერითგან და განისუენეთ: აჰა ესერა მოახლებულ არს ჟამი, და ძე კაცისაჲ მიეცემის ჴელთა ცოდვილთასა.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „დაიძინეთ ამიერითგან და განისუენეთ. აჰა ესერა მოახლებულ არს ჟამი, და ძე კაცისაჲ მიეცემის ჴელთა ცოდვილთა. აღდეგით, წარვედით ამიერ. აჰა ესერა მოიწია მიმცემელი ჩემი“ (26,45-46).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: აჩუენებს, ვითარმედ არა მათისა შეწევნისა და თანადგომისა მოქენე არს. ამისთჳს ეტყჳს: „დაიძინეთ ამიერითგან და განისუენეთ. აჰა ესერა მოახლებულ არს ჟამი“. უკუეთუმცა უჴმდა მათი შეწევნაჲ, უფროჲსად მაშინ იყო ჟამი მღჳძარებისაჲ, ხოლო იგი ეტყჳს: „დაიძინეთო და განისუენეთ“. და კუალად ამისთჳსცა, რამეთუ იცოდა, ვითარმედ ეგულებოდა ყოველთა სივლტოლაჲ და მისი დატეობაჲ.

და კუალადცა გულისჴმა-უყოფს, ვითარმედ განგებულებაჲ იყო მისი იგი ვნებაჲ. ამისთჳს თქუა: „ესერა მოახლებულ არს ჟამი, და ძე კაცისაჲ მიეცეს ჴელთა ცოდვილთასა“; რაჲთა ცნან მოწაფეთა, ვითარმედ არა თუ იგი თანამდებ ბრალისა რაჲსამე იყო, არამედ უკეთურებისაგან ჰურიათაჲსა იყო საქმე იგი.

„აღდეგით, წარვიდეთ ამიერ. აჰა ესერა მოიწია მიმცემელი ჩემი“. ამათ სიტყუათა მიერ ასწავებს მათ, ვითარმედ არა იძულებით არს საქმე იგი, არცა უძლურებისაგან, არამედ განგებულებაჲ არს გამოუთქუმელი. ამისთჳსცა უწყოდა ზედამოსლვაჲ მათი და უფროჲსღა მიეგებვოდა, არა თუ ივლტოდა.

მათეს სახარების განმარტება - თავი XXVI
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
26:45-56 — იესოს შეპყრობა:

45-46. მაშინ მოვიდა მოწაფეთა და ჰრქუა მათ: დაიძინეთ ამიერითგან და განისუენეთ: აჰა ესერა მოახლებულ არს ჟამი, და ძე კაცისაჲ მიეცემის ჴელთა ცოდვილთასა. აღდეგით, წარვიდეთ ამიერ. აჰა ესერა მოიწია მიმცემელი ჩემი. - აჩვენებს რა, რომ რადგანაც დანებება განიზრახა, მათი შემწეობა არ სჭირდება, ეუბნება მათ: დაიძინეთ ამიერითგან. ამ სიტყვებს ირონიით წარმოთქვამს, თითქოს ეუბნება: "აჰა მოახლოვდა გამცემი და უკეთუ თქვენ ეს მოგწონთ, და ჟამიც ნებას გაძლევთ, იძინეთ". შემდეგ მან წამოაყენა ისინი იმ ადგილიდან, სადაც ლოცულობდა, იმათკენ გაემართა, ვინც მის შეპყრობას განიზრახავდა და ისე შეეგება, თითქოს რაღაც სასიხარულო რამის გადაცემა ჰქონდათ განზრახული. იგი ლოცულობდა იმისთვის, რომ განგებულება გვერწმუნა, ხოლო თუ ტანჯვა არ სურდა, ესეც იმიტომ, რომ ებრაელები ეხსნა დაღუპვისაგან, რომელიც მის წინაშე ჩადენილი ცოდვისათვის მოეწეოდათ.

47-50. და ვიდრე იგი იტყოდაღა, აჰა ესერა იუდა, ერთი იგი ათორმეტთაგანი, მოვიდა, და მის თანა ერი მრავალი მახჳლებითა და წათებითა მღდელთ-მოძღუართაგან და მოხუცებულთა ერისათა. ხოლო მიმცემელსა მას მისსა მიეცა სასწაულად და ჰრქუა: რომელსა მე...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის