თ ა რ გ მ ა ნ ი: აჩუენებს, ვითარმედ არა მათისა შეწევნისა და თანადგომისა მოქენე არს. ამისთჳს ეტყჳს: „დაიძინეთ ამიერითგან და განისუენეთ. აჰა ესერა მოახლებულ არს ჟამი“. უკუეთუმცა უჴმდა მათი შეწევნაჲ, უფროჲსად მაშინ იყო ჟამი მღჳძარებისაჲ, ხოლო იგი ეტყჳს: „დაიძინეთო და განისუენეთ“. და კუალად ამისთჳსცა, რამეთუ იცოდა, ვითარმედ ეგულებოდა ყოველთა სივლტოლაჲ და მისი დატეობაჲ.
და კუალადცა გულისჴმა-უყოფს, ვითარმედ განგებულებაჲ იყო მისი იგი ვნებაჲ. ამისთჳს თქუა: „ესერა მოახლებულ არს ჟამი, და ძე კაცისაჲ მიეცეს ჴელთა ცოდვილთასა“; რაჲთა ცნან მოწაფეთა, ვითარმედ არა თუ იგი თანამდებ ბრალისა რაჲსამე იყო, არამედ უკეთურებისაგან ჰურიათაჲსა იყო საქმე იგი.
„აღდეგით, წარვიდეთ ამიერ. აჰა ესერა მოიწია მიმცემელი ჩემი“. ამათ სიტყუათა მიერ ასწავებს მათ, ვითარმედ არა იძულებით არს საქმე იგი, არცა უძლურებისაგან, არამედ განგებულებაჲ არს გამოუთქუმელი. ამისთჳსცა უწყოდა ზედამოსლვაჲ მათი და უფროჲსღა მიეგებვოდა, არა თუ ივლტოდა.