მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 27:24

23. ხოლო მთავარმან ჰრქუა მათ: და რაჲ ბოროტი უქმნიეს? ხოლო იგინი უმეტეს ღაღადებდეს და იტყოდეს: ჯუარს-ეცჳნ.24. ვითარცა იხილა პილატე, რამეთუ არარას არგებს, არამედ უფროჲსღა შფოთი იქმნების, მოითხოვა წყალი და დაიბანა ჴელნი წინაშე ერისა მის და თქუა: უბრალო ვარ მე სისხლისაგან მაგისასა, თქუენ იხილეთ.25. და მიუგო ყოველმან ერმან და ჰრქუეს: სისხლი მაგისი ჩუენ ზედა და შვილთა ჩუენთა ზედა.
სახარებაჲ მათესი თავი 27
24. ვითარცა იხილა პილატე, რამეთუ არარას არგებს, არამედ უფროჲსღა შფოთი იქმნების, მოითხოვა წყალი და დაიბანა ჴელნი წინაშე ერისა მის და თქუა: უბრალო ვარ მე სისხლისაგან მაგისასა, თქუენ იხილეთ.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიუგო მთავარმან და ჰრქუა მათ: ვინ გნებავს ორთაგანი, და მიგიტეო თქუენ? მათ ჰრქუეს: ბარაბა. ჰრქუა მათ პილატე: და რაჲ უყო იესუს, რომელსა ჰქჳან ქრისტჱ? ჰრქუეს მას ყოველთა: ჯუარსეცჳნ! ხოლო მან ჰრქუა მათ: რაჲ ბოროტი უქმნიეს? ხოლო იგინი უმეტეს ღაღადებდეს და იტყოდეს: ჯუარს-ეცჳნ! ვითარცა იხილა პილატე, რამეთუ არას არგებს მას, არამედ უფროჲსღა შფოთი იქმნების, მოითხოვა წყალი და დაიბანნა ჴელნი წინაშე ერისა მის და თქუა: უბრალო ვარი მე სისხლისაგან მაგისისა, თქუენ იხილეთ. და მიუგო ყოველმან ერმან და თქუა: სისხლი მაგისი ჩუენ ზედა და შვილთა ჩუენთა ზედა“ (27,21-25).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: „ჰრქუა მათ პილატეო: და რაჲ უყო იესუს, რომელსა ჰრქჳან ქრისტჱ?“ ოდეს სხჳთა სახითა ვერ დაარწმუნა, მერმე ესე თქუა, რამეთუ ჰგონებდა, თუ ჰრცხუენოდის თქუმად, ვითარმედ: ჯუარს-აცუ; და უმეტესად დაამძიმა ტჳრთი მათ ზედა, ოდეს ყვნა იგინი უფალ საქმისა მის. ხოლო იხილნა რაჲ, ვითარმედ მოუდრეკელ იყვნეს გულნი მათნი და უფროჲსღა შფოთსა იქმოდეს და ჴმობდეს: „ჯუარს-აცუ“, დაიბანნა ჴელნი და თქუა: „უბრალო ვარ მე“. თქუღა, ცოფო და განლიგებულო კაცო, ვინაჲთგან იცი, ვითარმედ ბოროტი არარაჲ უქმნიეს, და მიზეზსა სიკუდილისასა მის თანა არა ჰპოვებ და ბრალსა შენგან განაგდებ, რაჲსათჳს მისცემ ჯუარ-ცუმად, ანუ რაჲსათჳს არა გამოიტაცებ შორის მათსა, ვითარცა ათასისთავმან მან ქმნა პავლეს ზედა? რამეთუ მაშინცა შფოთი დიდი იყო მის ზედა ჰურიათაგან, არამედ ათასისთავი იგი მჴნედ წინააღუდგა და განარინა იგი ჴელთაგან მათთა. გარნა პილატე არა ესრეთ ქმნა, არამედ ფრიად უგუნურად და უგულოდ; და ყოველნივე იგი მიდრეკილ და უჴმარ იყვნეს, არცა პილატე ერსა მას წინააღუდგა, არცა ერი იგი - მღდელთმოძღუართა, არამედ ღაღადებდეს: „ჯუარს-ეცჳნ...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XXVII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
27:19-26 — პილატეს ცოლის ჩვენება, ბარაბას გათავისუფლება და განაჩენი:

19-26. და ვითარცა დაჯდა პილატე საყდართა ზედა, მიუვლინა მას ცოლმან მისმან და ჰრქუა მას: არარაჲ ძეს შენი და მართლისა მაგის კაცისაჲ, რამეთუ მრავალი მევნო მე დღეს ჩუენებით მაგისთჳს. ხოლო მღდელთ-მოძღუართა მათ და მოხუცებულთა არწმუნეს ერსა მას, რაჲთა გამოითხოონ ბარაბა, ხოლო იესუ წარწყმიდონ. მიუგო მთავარმან მან და ჰრქუა მათ: ვინ გნებავს ორთა ამათგანი, და მიგიტეო თქუენ? ხოლო მათ ჰრქუეს: ბარაბა. ჰრქუა მათ პილატე: რაჲ უკუე იყო იესუს, რომელსა ჰრქჳან ქრისტე? ჰრქუეს მას ყოველთა: ჯუარს-ეცჳნ. ხოლო მთავარმან ჰრქუა მათ: და რაჲ ბოროტი უქმნიეს? ხოლო იგინი უმეტეს ღაღადებდეს და იტყოდეს: ჯუარს-ეცჳნ. ვითარცა იხილა პილატე, რამეთუ არარას არგებს, არამედ უფროჲსღა შფოთი იქმნების, მოითხოვა წყალი და დაიბანა ჴელნი წინაშე ერისა მის და თქუა: უბრალო ვარ მე სისხლისაგან მაგისასა, თქუენ იხილეთ. და მიუგო ყოველმან ერმან და ჰრქუეს: სისხლი მაგისი ჩუენ ზედა და შვილთა ჩუენთა ზედა. მაშინ მიუტევა მათ ბარაბა, ხოლო იესუს შოლტითა სცა და მისცა მათ, რაჲთა ჯუარს-ეცუას. - ჰოი საოცრებავ! პილატესაგან განსჯილმა მისი ცოლი შეაშინა. თვითონ კი არ ნახა სიზმარი, არამედ ცოლმა, ან იმიტომ, რომ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და დასდვეს თავსა ზედა მისსა ბრალად მისა დაწერილი: ესე არს იესუ, მეუფჱ ჰურიათაჲ. მაშინ ჯუარს-აცუნეს მის თანა ორნი ავაზაკნი: ერთი მარჯუენით მისა და ერთი მარცხენით. ხოლო თანაწარმავალნი იგი ჰგმობდეს მას, ყრიდეს თავთა მათთა და იტყოდეს: ეჰა რომელი დაჰჴსნიდ ტაძარსა მას და მესამესა დღესა აღაშენებდ, იჴსენ აწ თავი თჳსი; უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდამოჴედ მაგიერ ჯუარით! ეგრეთვე მღდელთმოძღუარნი იგი ემღერდეს მწიგნობართა თანა და ხუცესთა და იტყოდეს: სხუანი აცხოვნნა, თავი თჳსი ვერ ძალ-უცა ცხოვნებად? უკუეთუ მეუფე ისრაჱლისაჲ არს, გარდამოჴედინ აწ მაგიერ ჯუარით. უკუეთუ ესვიდა ღმერთსა, იჴსენინ იგი, უკუეთუ ჰნებავს იგი, რამეთუ თქუა: ძე ღმრთისაჲ ვარი მე. ეგრეთვე ავაზაკნი იგი, მის თანა ჯუარცუმულნი, აყუედრებდეს მას“ (27,37-44).:

...ლისჴმა-ყოს და ჩუენებითა მით ცნას, ვითარმედ არა კაცსა ლიტონსა, არამედ ღმერთსა განკაცებულსა განიკითხავს.

შეშინდა უკუე მსაჯული იგი წინაშე მისსა მდგომარისაგან, და უფროჲსად იგი დაისჯებოდა შიშითა მისითა, არა თუმცა შემძლებელ იყო შეშინებად უფლისა. ამისთჳსცა დაიბანნა ჴელნი და თქუა: „უბრალო ვარ სისხლისაგან მაგისისა“. დაღაცათუ კუალად იძლია ცოფი იგი და უგუნური სათნოებითა ჰურიათაჲთა და თანაშეერთო ნებასა მას მათსა ბოროტსა და მისცა უფალი ჯუარ-ცუმად.

მიეცა უკუე მაცხოვარი და არა შეშინდა სიკუდილისაგან, რამეთუ ბუნებისა მის კაცობრივისა შიში ზემო აჩუენა, ოდეს-იგი იწყო მწუხარებად და ურვად და ლოცვად. ხოლო აწ ჟამი იყო ახოვნად თავს-დებისაჲ, რაჲთა ესეცა სახე გჳჩუენოს, ვითარ გჳჴმს სიმჴნე და უშიშობაჲ. ამისთჳს ახოვნად განეწყო სიკუდილისა მიმართ და სდევდა გუელსა მას ლტოლვილსა, რამეთუ არა ესრეთ იყო უფალი, ვითარცა სიკუდილად მიმავალი, არამედ ვითარმცა სდევნიდა სიკუდილსა. ხოლო ბოროტმან მან და უბადრუკმან ეშმაკმან იხილა რაჲ პილატე, ვითარ უფროჲსად შეშინდა მსაჯული იგი, და კუალად იხილა რაჲ უფალი, ვითარ კადნიერებით განეწყო სიკუდილისა მიმართ, ისწრაფდა ყოვლით კერძო გამოცდად, რაჲთამცა აწ ცნა, რაჲ-იგი პირველ, მთასა ზედა გამოსცდიდა რაჲ, ვერ უძლო ცნობად, თუ იგი არს ძე ღმრთისაჲ...

სრულად ნახვა