სახარებაჲ მათესი 27:35
33-37. და მოვიდეს ადგილსა მას, რომელსა ჰრქჳან გოლგოთა, რომელ არს თხემისა ადგილი. და მისცეს მას ძმარი ნავღლითა აღზავებული. და გემოჲ რაჲ იხილა, არა უნდა სუმის. და ვითარცა ჯუარს-აცუეს იგი, განიყვეს სამოსელი მისი და განიგდეს წილი, რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი წინაჲწარმეტყუელისა მიერ, რომელსა იტყჳს: განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი. და სხდეს მუნ და სცვიდეს მას. და დასდვეს თავსა მისსა ზედა ბრალი მისი დაწერილი: ესე არს იესუ, მეუფე ჰურიათაჲ. - თხემისა ადგილი იმიტომ ეწოდებოდა, რომ მამათა გადმოცემის მიხედვით, იქ ადამი იყო დაკრძალული. როგორც ჩვენ ყველანი ადამში მოვკვდით, ასევე ქრისტეში უნდა გავცოცხლდეთ. ნუ შეგაშფოთებს, როცა მახარებლებს მოუსმენ, რომელთაგან მათე ამბობს, რომ უფალს ძმარი და ნაღველი მიუტანეს, მარკოზის თქმით - შემურვილი ღვინო, ხოლო იოვანეს მიხედვით - უსუპით ძმარი და ნაღველი, რადგან მრავალთაგან მრავალი რამ ხდებოდა, როგორც ეს უწესრიგო ბრბოს სჩვევია და ყველა სხვადასხვაგვარად იქცეოდა. როგორც ჩანს, ერთმა რომ ღვინო მიუტანა, მეორემ ძმარი - ნაღველთან ერთად. სიკვდილისათვის მრავალი საშუალება არსებობს,...
...ა არა უსმინა მათ, რომელნი იტყოდეს, ვითარმედ: „ნუ დასწერ მეუფედ ჰურიათა, არამედ მან თქუაო, თუ: მეუფჱ ვარ ჰურიათაჲ“ (19,21). იხილეთ უკეთურებაჲ, რამეთუ ენება, რაჲთამცა უფროჲსად შესმენაჲ იყო მისი წერილი იგი, რამეთუ მან თქუა, თუ: „მეუფჱ ვარ“. ხოლო ერისაგანთა მათ განიყვეს სამოსელი მისი და კუართი არა განიყვეს. ; ; იხილე, ვითარ ყოვლით კერძო წინაჲსწარმეტყუელებანი აღესრულებოდეს, და ესე პირველითგან თქუმულ იყო. ხოლო შენ გიკჳრდინ წინაჲსწარმეტყუელისა სიბრძნით თქუმაჲ ყოვლისაჲვე, არა თუ, ვითარმედ: „განიყვეს“ ოდენ, არამედ ვითარმედ: „წილი განიგდეს კუართსა ზედა“. ; ; ხოლო სიტყუაჲ იგი, თუ: „ზეით მოქსოვილ“, არა ცუდად არს, არამედ ვჰგონებ, თუ იგავი არს, რომელი მოასწავებს, ვითარმედ არა ლიტონი ოდენ კაცი იყო ჯუარს-ცუმით, არამედ ზეცითცა ღმრთეებაჲ აქუნდა, რომელ-იგი ბუნებაჲ ღმრთეებისაჲ უვნებელად ეგო და განუკუეთელად, ხოლო ჴორცთა ბუნებამან ივნო და მოიწყლა. და კუ...