თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე არს, რომელსა იტყოდა, ვითარმედ: „მე დავსდებ სულსა ჩემსა, რაჲთა კუალად მოვიღო იგი. არავინ მიმიღოს იგი ჩემგან, არამედ მე დავსდებ მას თავით ჩემით. ჴელ-მეწიფების დადებად მისა და ჴელ-მეწიფების კუალად მოღებად მისა“. ამისთჳს ჴმა-ყო, რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ ჴელმწიფებით იქმოდა საქმესა ამას.
ამისთჳსცა ასისთავსა მას ჰრწმენა, იხილა რაჲ, ვითარმედ ჴელმწიფებით მოკუდა და ჴმამან მისმან კრეტსაბმელი იგი განაპო და ქუეყანაჲ შეძრა და საფლავნი აღახუნა და მკუდარნი აღადგინნა.
ხოლო განპებაჲ იგი კრეტსაბმელისაჲ რაჲსათჳს იქმნა? არა თუ ტაძარი იგი შეურაცხ-ყო, რამეთუ თავადი იტყოდა: „ნუ ჰყოფთ სახლსა მამისა ჩემისასა სახლ სავაჭრო“, არამედ იგინი უღირსად გამოაჩინნა მას შინა ყოფისა. ამისთჳს განპებითა მით კრეტსაბმელისაჲთა მოასწავა სრულიადი იგი მოოჴრებაჲ მისი და უაღრესისა მიმართ შეცვალებაჲ საქმეთაჲ.
ეჰა საკჳრველი! ელისეს ზე მკუდარი ერთი შეეხო ძუალთა მისთა და აღდგა, და ყოველთა უკჳრდა. და აწ...