თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იოსებ პირველ ფარულად იყო მოწაფე იესუჲსა, ხოლო აწ, შემდგომად სიკუდილისა მისისა, დიდი კადნიერებაჲ აჩუენა; რამე-თუ არა უჩინოთაგანი იყო, არამედ კაცი იყო წარჩინებული და შუენიერი მზრახვალი; და დადვა თავი თჳსი სიკუდილდ და მტერობაჲ ყოვლისა მის შესაკრებელისა მიმართ თავს-იდვა სიყუარულისათჳს ქრისტესისა. შევიდა პილატესა და ითხოა გუამი ქრისტესი ახოვნებით და მოწლედ. რამეთუ იხილა რაჲ, ვითარმედ აღასრულა მოძღუარმან მან სახიერმან და მეუფემან კაცთმოყუარემან ყოველივე განგებულებაჲ ცხორებისა ჩუენისაჲ და ნეფსით თჳსით ჯუარს-ეცუა და განპყრობითა მით ჴელთაჲთა შეაერთნა დაბადებულნი, და უხილავნი იგი ბოროტნი სულნი უკეთურებისანი განაქიქნა ვნებითა ჴორცთა თჳსთაჲთა, და ინება ხილვად გემოჲ სიკუდილისაჲ ბუნებითა მით კაცობრივითა, რაჲთა უკუდავებაჲ მოგუმადლოს ჩუენ; მაშინ მიიდრიკა წმიდაჲ იგი თავი მისი და უბრძანა სიკუდილსა, ვითარცა მონასა, მისლვად წმიდათა მათ ჴორცთა მისთა მიმართ. ხოლო იგი შეძრწუნებით, ვითარ მონაჲ, მოვიდა მონებად სამეუფოსა მას ბრძანებასა. მაშინ წმიდანი იგი ჴორცნი, რომელნი საშინელ იყვნეს ქერაბინთა მიერ და შესაძრწუნებელ სერაბინთა, მიეცნეს...
სახარებაჲ მათესი 27:57
56. რომელთა თანა იყო მარიამ მაგდალინელი და მარიამ იაკობისი და იოსეს დედაჲ და დედაჲ ძეთა ზებედესთაჲ.57. და ვითარცა შემწუხრდა, მოვიდა კაცი მდიდარი არიმათიაჲთ, სახელით იოსებ, რომელ იგიცა მოწაფე ყოფილ იყო იესუჲსა.58. ესე მოვიდა პილატესა და გამოითხოვა გუამი იესუჲსი. მაშინ პილატე უბრძანა მიცემად გუამი იგი მისი.
სახარებაჲ მათესი თავი 27