თ ა რ გ მ ა ნ ი: არა ინება პილატე, რაჲთამცა მჴედართა ოდენ დაჰკრძალეს. რამეთუ ესმოდა რაჲ სიტყუაჲ ესე აღდგომისაჲ, ესრეთ განაგო, რაჲთა არარაჲ აქუნდეს მათ სიტყუაჲ. რამეთუ უკუეთუმცა დასისაგანთა მათ დაეკრძალა მარტოდ, აქუნდამცა ჰურიათა სიტყუაჲ ცუდი, თუ: დასისაგანთა მათ განსცეს. ამისთჳს ეტყჳს პილატე: წარვედით, თქუენ თჳთ დაჰკრძალეთ, ვითარცა იცით; ვინაჲთგან ცოცხალთა მაგათ მკუდრისა მისგან გე-შინის, გაქუს დასისაგანნი, განეწყვენით ერთისა მიმართ მრავალნი ეგე, დაჰკრძალეთ მკუდარი იგი საშინელი თქუენ, ვითარცა გნებავს. გნებავს თუ დაბეჭდვაჲ, დაჰბეჭდეთ; გნებავს თუ ჯაჭჳთა რკინისაჲთა შეკრვაჲ, შეკართ კარი იგი საფლავისაჲ. ნუ იტყჳთ უკუანაჲსკნელ, თუ: ესე რაჲმე დავაკლეთ ცვასა მას. წარვედით, დაჰკრძალეთ, ვითარცა იცით. უკუეთუ ვინ მოწაფეთაგანი ნაზარეველისაჲთა მოვიდეს, მახჳლითა მოკალთ. დადეგით და სცევდით უცთომელად, რაჲთა არარაჲ იყოს მიზეზი ანუ შიში წარპარვისაჲ გუამისა მის იესუჲსი.
მაშინ მიიხუნეს მთავრისაგან დასისაგანნი იგი მტერთა მათ ჭეშმარიტებისათა, მიიწინეს საფლავად უფლისა, დაჰკრძალეს ლოდი იგი და დაჰბეჭდეს, დაუტევნეს მცველნი ცვად და წარვიდეს. და ყოველივე ესე...