მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 28:13

12. ხოლო იგინი შეკრბეს მოხუცებულთა თანა და ზრახვა-ყვეს, ვეცხლი დიდძალი მისცეს ერისაგანთა მათ13. და ჰრქუეს: ესრეთ თქუთ, ვითარმედ: მოწაფენი მისნი ღამე მოვიდეს და წარიპარეს იგი, ვიდრე ჩუენ მეძინა.14. უკუეთუ ესმეს ესე მთავარსა მას, ჩუენ ვარწმუნოთ და თქუენ უზრუნველ-გყვნეთ.
სახარებაჲ მათესი თავი 28
13. და ჰრქუეს: ესრეთ თქუთ, ვითარმედ: მოწაფენი მისნი ღამე მოვიდეს და წარიპარეს იგი, ვიდრე ჩუენ მეძინა.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჟ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ესენი ვითარცა წარვიდეს, აჰა ესერა დასისა მისგანნი შევიდეს ქალაქად და უთხრეს მღდელთმოძღუართა მათ ყოველი ესე, რაჲცა იქმნა. ხოლო იგინი შეკრბეს მოხუცებულთა თანა და ზრახვაყვეს, ვეცხლი დიდძალი მისცეს ერისაგანთა მათ და ჰრქუეს: ესრე თქუთ, ვითარმედ: მოწაფენი მისნი ღამე მოვიდეს და წარიპარეს იგი, ვიდრე ჩუენ მეძინა. უკუეთუ ესმეს ესე მთავარსა მას, ჩუენ ვარწმუნოთ და თქუენ უზრუნველ-გყვნეთ. ხოლო მათ მიიღეს ვეცხლი იგი და ყვეს ეგრე, ვითარცა ისწავეს მათგან. და განითქუა სიტყუაჲ ესე ჰურიათა შორის ვიდრე დღენდელად დღედმდე“ (28,11-15).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ამათ ერისაგანთათჳს იყო ძრვაჲ იგი, რაჲთა განაკჳრვნეს იგინი და მოიყვანნეს გულისჴმის-ყოფად, და რაჲთა მათ მიერ იქმნას წამებაჲ, ვითარცა-იგი იქმნა. რამეთუ უეჭუელ იყო მათმიერი თხრობაჲ, ვითარცა თქუმულ არს, ვითარმედ: „მტერთამიერი წამებაჲ უეჭუელ არს“. დიდ იყვნეს და მრავალ მაშინ აღსრულებულნი იგი საკჳრველებანი.

და რომელნიმე სახილველად ყოვლისა სოფლისა იქმნებოდეს: დაბნელებაჲ იგი მზისაჲ და ძრვაჲ; და რომელნიმე ადგილობანს ოდენ, ვი-თარ აღებაჲ იგი საფლავთაჲ, და აღდგომაჲ მკუდართაჲ, და განპებაჲ კრეტსაბმელისაჲ, და გარდამოსლვაჲ ანგელოზისაჲ, და ძრვაჲ ესე მეორე. რამეთუ პირველი იგი სასტიკი ძრვაჲ და სოფლიოჲ ჯუარ-ცუმასა უფლისასა იყო, ხოლო ესე დაღაცათუ დიდ იყო, არამედ ადგილობანს ოდენ იყო.

ხოლო განცჳბრდეს რაჲ მცველნი იგი და იქმნეს ვითარცა მკუდარნი საშინელებისა მისგან ანგელოზისა, რომელი მოვიდა ხარებად დედათა, ვინაჲთგან დედანი იგი წარვიდეს, ანგელოზი მიეფარა, მოეგნეს იგინი თავთა თჳსთა და წარვიდეს და მიუთხრეს ბილწთა მათ მღდელთმოძღუართა, რაჲ-იგი იქმნა. არავე ინებეს მათ შეგონებაჲ და მოქცევაჲ სინანულად, არამედ ვეცხლი დიდძალი მისცეს ერისაგანთა მათ და...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XXVIII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
28:11-15 — მცველთა მოსყიდვა:

11-15. და ესენი ვითარცა წარვიდეს, აჰა ესერა დასისა მისგანნი შევიდეს ქალაქად და უთხრეს მღდელთ-მოძღუართა მათ ყოველი ესე, რაჲცა იქმნა. ხოლო იგინი შეკრბეს მოხუცებულთა თანა და ზრახვა-ყვეს, ვეცხლი დიდძალი მისცეს ერისაგანთა მათ და ჰრქუეს: ესრეთ თქუთ, ვითარმედ: მოწაფენი მისნი ღამე მოვიდეს და წარიპარეს იგი, ვიდრე ჩუენ მეძინა. უკუეთუ ესმეს ესე მთავარსა მას, ჩუენ ვარწმუნოთ და თქუენ უზრუნველ-გყვნეთ. ხოლო მათ მიიღეს ვეცხლი იგი და ყვეს ეგრე, ვითარცა ისწავეს მათგან. და განითქუა სიტყუაჲ ესე ჰურიათა შორის, ვიდრე დღეინდელად დღედმდე. - მცველებმა ყველაფერი თქვეს: ის, რომ მიწისძვრა მოხდა, ისიც, რომ ლოდი თავისით გადაგორდა და ისიც, რომ შიშისაგან კინაღამ დაიხოცნენ, მაგრამ იუდეველები გონს ვერც ჯვარზე წამების მომხდარმა სასწაულებმა და ვერც მეომართა დამოწმებამ იმ შიშისმომგერელ სანახაობაზე, რაც მათ საფლავთან იხილეს, ვერ მოიყვანეს; პირიქით, მათ ვერცხლისმოყვარეობის თავიანთი სენით მეომრებიც დააავადეს და დაარწმუნეს ისინი, რომ ეთქვათ ის, რაც ყველაზე დიდი უსჯულოება და უგუნურება იყო: გვამი მოიპარესო. ჰოჲ, უგუნურნო, მოწაფენი, რომელნიც შიშით ჩაიკეტნენ და გარეთ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ერთსა მას შაბათსა მარიამ მაგდანელი მოვიდა გან-თიად, ვიდრე ბნელღა იყო, საფლავსა მას და იხილა ლოდი იგი აღებული კარისა მისგან საფლავისა“ (20,1).:

...ეთუ ამისთჳს პირველვე თქუა მახარებელმან, ვი-თარმედ: „მოიღეს აღრეული მურისა და ალოჲსა ასი ლიტრაჲ“, რომელიიგი უფროჲს ტყჳვისა შეჰკრავს ტილოსა და გუამსა; რაჲთა ოდეს გესმეს, ვითარმედ ტილონი ისხნეს თჳსაგან, არა ისმინო მათი, რომელნი იტყჳან, ვითარმედ: „წარიპარეს“. რამეთუ ვინმცა იყო უგუნური იგი მპარავი, რომელიმცა ესეოდენსა შრომასა შეიმთხუევდა, მურითა დაწებულისა მის აღჴდასა? ანუ ვითარმცა დაეფარა, ვიდრემცა მას ყოველსა იქმოდა? ხოლო რაჲსათჳს, რამეთუ ტილონი კიდე ისხნეს, და სუდარი იგი თჳსაგან შეკეცილი? რაჲთა სცნა, ვითარმედ არა მოსწრაფედ და შიშით ქმნილი რაჲმე იყო საქმჱ იგი, რამეთუ ესრეთ დაწყნარებულად იგი თჳსაგან და იგი თჳსაგან შეეკეცა და დაედვა დაწესებულად, რომლისათჳს მოწაფეთა იხილეს ესე ყოველი და ცნეს, ვითარმედ არცა წარპარულ არს და არცა სხუასა ადგილსა დადებულ არს, და ჰრწმენა აღდგომაჲ. ხოლო იხილე აქაცა მახარებელისა სიმდაბლჱ, ვითარ იტყჳს თავისა თჳსისათჳს, ვითარმედ პირველ მივიდა და არა გამოიძია, არცა შევიდა შინა. ხოლო პეტრე უმჴურვალესად შევიდა და ყოველი გამოიძია, და მერმეღა შევიდა იგიცა, და იხილნეს თჳსაგან განყოფილნი სახუეველნი იგი, რომლისაგა...

სრულად ნახვა