მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 4:11

10. მაშინ ჰრქუა მას იესუ: წარვედ ჩემგან მართლუკუნ, სატანა, რამეთუ წერილ არს: უფალსა ღმერთსა შენსა თაყუანის-სცე და მას მხოლოსა ჰმსახურებდე.11. მაშინ დაუტევა იგი ეშმაკმან მან, და ანგელოზნი მოვიდეს და ჰმსახურებდეს მას.12. ხოლო ესმა რაჲ იესუს, ვითარმედ იოვანე მიეცა, განეშორა და წარვიდა გალილეად.
სახარებაჲ მათესი თავი 4
11. მაშინ დაუტევა იგი ეშმაკმან მან, და ანგელოზნი მოვიდეს და ჰმსახურებდეს მას.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იგ
წმინდა იოანე ოქროპირი
სახარებაჲ: „მაშინ დაუტევა იგი ეშმაკმან მან, და ანგელოზნი მოვიდეს და ჰმსახურებდეს მას“ (4,11).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვიდრემდის ბრძოლაჲ იგი აღესრულებოდა, არა შეუნდო ანგელოზთა გამოჩინებად, რაჲთა არა განაფრთხოს ნადირი იგი, რომლისა მონადირებაჲ ენება. ხოლო ვინაჲთგან ყოვლით კერძო არცხჳნა მტერსა მას და იოტა, მაშინღა გამოჩნდეს ანგელოზნი, რაჲთა სცნა შენ, ღმრთისმოყუარეო, ვითარმედ ოდეს მძლე ექმნა ბრძოლასა ეშმაკისასა მადლითა ქრისტესითა, შენ ზედაცა ანგელოზნი მოვიდენ მაქებელად და გჳრგჳნოსანმყოფელად. ეგრეთ წერილ არს ლაზარესთჳსცა, ვითარმედ შემდგომად გამოჴურვებისა მის საჴუმილითა გლახაკობისა და სიყმილისა და იწროებისაჲთა წარიყვანეს იგი ანგელოზთა და მიიყვანეს წიაღთა აბრაჰამისთა. რამეთუ, ვითარცა მითქუამს, უმრავლესთა მათ საქმეთა სამოძღურებელად ჩუენდა იქმოდა უფალი, რაჲთა გჳჩუენოს, ვითარმედ ჩუენ ზედაცა ესრეთ იქმნების.

მათეს სახარების განმარტება - თავი IV
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
4:8-11 — ცდუნება მაღალ მთაზე:

8-9. კუალად წარიყვანა იგი ეშმაკმან მთასა ფრიად მაღალსა და უჩუენნა მას ყოველნი სუფევანი სოფლისანი და დიდებაჲ მათი და ჰრქუა მას: ესე ყოველი მიგცე შენ, უკუეთუ დაჰვარდე და თაყუანის-მცე მე. - ზრგიერთნი ფრიად მაღაღ მთაში ანგარებისმოყვარეობას გულისხმობენ, რომლისკენაც მტერს იესოს მიდრეკა სურდა. მაგრამ არასწორად ფიქრობენ, რადგან ეშმაკი მას გრძნობადად ეჩვენა, უფალმა კი ზრახვანი არ შეიწყნარა; ნუმც იყოფინ! გრძნობადად უჩვენა მას მთაზე **ყოველნი სუფევანი,**წარმოუდგინა რა ისინი წინაშე თვალთა ვითარცა მოლანდება და უთხრა: **ესე ყოველი მიგცე შენ.**ქედმაღლობის გამო იგი სამყაროს თავის საკუთრებად მიიჩნევს და ანგარებისმოყვარეთ ახლაც ამას ეუბნება, სახელდობრ, რომ ვინც მას თაყვანს სცემს, სამყაროს მპყრობელი გახდება.

10. მაშინ ჰრქუა მას იესუ: წარვედ ჩემგან მართლუკუნ, სატანა, რამეთუ წერილ არს: უფალსა ღმერთსა შენსა თაყუანის-სცე და მას მხოლოსა ჰმსახურებდე. - იხილა რა, რომ ღმერთობას იჩემებდა და ეუბნებოდა "ესე ყოველი მიგცე შენ", თითქოს მისი საკუთრება ყოფილიყო, უფალი მას განურისხდა; ხოლო შენ შეიცანი სარგებლობა წმინდა წერილისა, რადგან უფალმა მტერი მისით...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის