მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 4:12

11. მაშინ დაუტევა იგი ეშმაკმან მან, და ანგელოზნი მოვიდეს და ჰმსახურებდეს მას.12. ხოლო ესმა რაჲ იესუს, ვითარმედ იოვანე მიეცა, განეშორა და წარვიდა გალილეად.13. და დაუტევა ნაზარეთი და მოვიდა და დაემკჳდრა კაპერნაუმს, საზღვართა ზაბულონისთა და ნეფთალემისთა,
სახარებაჲ მათესი თავი 4
12. ხოლო ესმა რაჲ იესუს, ვითარმედ იოვანე მიეცა, განეშორა და წარვიდა გალილეად.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ვითარცა ესმა იესუს, რამეთუ იოვანე მიეცა, განეშორა და წარვიდა გალილეად. და დაუტევა ნაზარეთი და მოვიდა, დაემკჳდრა კაპერნაუმს, საზღვართა ზაბულონისთა და ნეფთალემისთა“ (4,12-13).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲსათჳს წარვიდა და განეშორა კერძოთა მათგან? კუალადცა გუასწავებს ჩუენ, რაჲთა არა წარმდებებით და ცხარედ შთავაგდებდეთ თავთა ჩუენთა განსაცდელთა, არამედ ადგილ-ვსცემდეთ და ვეკრძალებოდით, რამეთუ არა საბრალობელ არს რიდობაჲ განსცდელ-თაგან და არამიცემაჲ თავთა თჳსთაჲ, არამედ ოდეს მივეცნეთ განსაცდელად, უკუეთუ არა ახოვნად დავდგეთ, იგი არს საბრალობელ. ამის უკუე წესისა სწავლად და შურისა მისგან ჰურიათაჲსა ნუგეშინის-ცემად წარვიდა კაპერნაუმს, და მუნ მისლვაჲცა მისი ჯეროვან იყო და კეთილ, რამეთუ მივიდა კაპერნაუმს: ერთად - რაჲთა სიტყუანი იგი წინაწარმეტყუელთანი აღესრულნენ, და მეორედ - რაჲთა მოძღუარნი იგი ყოვლისა სოფლისანი მოინადირნეს; და მუნ იქცეოდეს იგინი ჴელოვნებისა მის მა-თისა საქმედ.

იხილეთ უკუე, ვითარ ოდესცა მახლობელად კერძოთა მათ წარმართ-თასა მივიდოდის, ჰურიათაგან მიიღებს მიზეზსა, რამეთუ აქაცა, აღდგეს რაჲ წინამორბედსა ზედა და მისცეს იგი საპყრობილედ, მომატყუებელ იქმნეს უფლისა წარსლვად გალილეად წარმართთა. ამისთჳსცა წინაჲთვე ქადაგებდა ესაია წინაწარმეტყუელი მისლვასა მისსა და იტყოდა:

მათეს სახარების განმარტება - თავი IV
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
4:12-17 — ქადაგების დასაწყისი კაპერნაუმში და ესაიას წინასწარმეტყველება:

12-13. ხოლო ესმა რაჲ იესუს, ვითარმედ იოვანე მიეცა, განეშორა და წარვიდა გალილეად. და დაუტევა ნაზარეთი და მოვიდა და დაემკჳდრა კაპერნაუმს, საზღვართა ზაბულონისთა და ნეფთალემისთა. - იესო წავიდა, რათა ჩვენთვის ეჩვენებინა, რომ თავი საფრთხეში არ უნდა ჩავიგდოთ. იგი გალილეაში ანუ იმ ქვეყანაში მიდის, სადაც წარმართნი ცოდვისაკენ მიიდრიკნენ და კაპერნაუმში ანუ "სახლში ნუგეშინისცემისა" მკვიდრდება. იგი ხომ იმისთვისაც გარდამოხდა, რომ წარმართნი ნუგეშინისმცემლის სახლად ექცია. ზაბულონი ითარგმნება როგორც ღამეული, ხოლო ნეფთალემი - როგორც სიფართე; ცხოვრება წარმართთა ხომ ღამეულიც იყო და ფართოც, რადგანაც ვიწრო გზას კი არ დაადგნენ, არამედ წარწყმედისაკენ მიმავალს.

14-16. რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი ესაია წინასწარმეტყუელისაჲ, რომელსა იტყჳს: ქუეყანაჲ ზაბულონისი და ქუეყანაჲ ნეფთალემისი, გზაჲ ზღჳსაჲ წიაღ-იორდანესა, გალილეაჲ წარმართთაჲ. ერი რომელი სხდა ბნელსა, იხილა ნათელი დიდი, და რომელნი სხდეს სოფელსა და აჩრდილთა სიკუდილისათა, ნათელი აღმოუბრწყინდა მათ. - გზაჲ ზღჳსაჲ, ნაცვლად ქვეყანისა, რომელიც ზღვისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობდა, ნათელი დიდი -...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი იზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხვალისა დღე იხილა იესუ, მომავალი მისა, და თქუა: აჰა ტარიგი ღმრთისაჲ, რომელმან აღიხუნა ცოდვანი სოფლისანი“ (1,29).:

...იოვანეს შეპყრობისა ქმნულნი საქმენი შეამოკლნა და შემდგომთა მათ იტყჳს, ხოლო იოვანე უფროჲს პირველ შეპყრობისა მისისა ქმნილთა შინა იქცევის. და მან კუალად დაიდუმნა შემდგომად იოვანეს უდაბნოჲთ მოსლვისა ქმნულნი საქმენი და მეყსეულად თქუა საპყრობილისათჳს: „ვითარცა ესმა რაჲ იესუს იოვანეს შეპყრობაჲ, წარვიდა უდაბნოდ“. ხოლო იოვანე შემდგომად იოვანეს უდაბნოჲთ გარდამოსლვისა ქმნილთა მათ საქმეთა იტყჳს; და შემდგომად თქუმისა მათ საქმეთაჲსა თქუა, ვი-თარმედ: „არღა იყო იოვანე საპყრობილედ შევრდომილ“. ხოლო რაჲსათჳს მოვიდა აწ იესუ მისა არა ერთ ოდენ, არამედ ორგზისცა? რამეთუ მათე თქუა მიზეზი მოსლვისა მისისაჲ - ნათლის-ღებაჲ, ხოლო იოვანე შემდგომად ნათლის-ღებისაცა იტყჳს მოსლვასა. რაჲსათჳს უკუე მოვიდა? გარნა ამისთჳს, რამეთუ ვინაჲთგან მისგან ნათელ-იღო სხუათა მათ ერთა თანა, რაჲთა არავინ მოიგონოს, ვითარმედ ვითარცა ერთი სხუა-თაგანი ნათელს-იღებს ცოდვათა აღსაარებად, ამისთჳს მეორედ მოვიდა მისა, რაჲთამცა მისცა მიზეზი საკჳრველსა მას ქადაგსა ქადაგებად მისა, რომელმანცა ქადაგა, ვითარმედ: „აჰა ტარიგი ღმრთისაჲ, რომელმან აიხუნეს ცოდვანი სოფლისანი“. რამეთუ რომელი ცოდვათა სოფლისა-თა აღიხუამს, თჳთმცა ვითარ აქუნდა ცოდვაჲ? ხოლო სიტყუა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ესმა რაჲ ესე იესუს, განეშორა მიერ ნავითა და წარვიდა უდაბნოსა ადგილსა თჳსაგან. და ვითარცა ესმა ერსა მას, მისდევდა მას მკჳრცხლ ქალაქებისაგან“ (14,13).:

...,13).

იხილეთღა, ვითარ ოდეს ესევითარი რაჲმე იქმნის, წარვიდის მიერ ადგილით. რამეთუ აჰა ესერა აღიღეს რაჲ მოწაფეთა იოვანესთა გუამი მისი და დაჰფლეს იგი და მოვიდეს, უთხრეს იესუს, განეშორა მიერ და წარვიდა უდაბნოსა ადგილსა; და კუალად, „ოდეს ესმა, ვითარმედ იოვანე მიეცა საპყრობილედ, განეშორა მიერო და წარვიდა გალილეად“; და კუალად, იოვანეს თავსა წერილ არს: „ვითარცა გულისჴმა-ყო უფალმან, რამეთუ ესმა ფარისეველთა, ვითარმედ იესუს უმრავლესნი მოწაფენი უსხენ და ნა-თელ-სცემს, ვიდრე იოვანეს, დაუტევა ჰურიასტანი და წარვიდა გალილეად“. ესე ამისთჳს, რამეთუ უმრავლესთა საქმეთა მისთა კაცობრივისაებრ გონებისა და წესისა აღსრულებად ენება, რამეთუ არღა მოწევნულ იყო ჟამი გამოცხადებად ღმრთეებისა მისისა. ამისთჳს მოწაფეთაცა ეტყოდა არა თქუმად, ვითარმედ იგი არს ქრისტე, რამეთუ შემდგომად აღდგომისა ენება ცხადად ქადაგებაჲ და გამოჩინებაჲ ამის საიდუმლოჲსაჲ.

ხოლო წარ-რაჲ-ვიდა მიერ, არა მივიდა ქალაქად, არამედ უდაბნოსა ადგილსა ნავითა, რაჲთა არავინ შეუდგეს მას. ხოლო იხილეთ მოწაფეთაცა იოვანესთა საქმე, ვითარ აწღა მიივლტოდეს ქრისტესა, და მათ მიუთხრეს სიკუდილი იოვანესი, რამეთუ სარგებელ სადმე ყოფილ იყო მათდა ზემოწერილი იგი სწავლაჲ, ოდეს მი...

სრულად ნახვა