თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲსათჳს წარვიდა და განეშორა კერძოთა მათგან? კუალადცა გუასწავებს ჩუენ, რაჲთა არა წარმდებებით და ცხარედ შთავაგდებდეთ თავთა ჩუენთა განსაცდელთა, არამედ ადგილ-ვსცემდეთ და ვეკრძალებოდით, რამეთუ არა საბრალობელ არს რიდობაჲ განსცდელ-თაგან და არამიცემაჲ თავთა თჳსთაჲ, არამედ ოდეს მივეცნეთ განსაცდელად, უკუეთუ არა ახოვნად დავდგეთ, იგი არს საბრალობელ. ამის უკუე წესისა სწავლად და შურისა მისგან ჰურიათაჲსა ნუგეშინის-ცემად წარვიდა კაპერნაუმს, და მუნ მისლვაჲცა მისი ჯეროვან იყო და კეთილ, რამეთუ მივიდა კაპერნაუმს: ერთად - რაჲთა სიტყუანი იგი წინაწარმეტყუელთანი აღესრულნენ, და მეორედ - რაჲთა მოძღუარნი იგი ყოვლისა სოფლისანი მოინადირნეს; და მუნ იქცეოდეს იგინი ჴელოვნებისა მის მა-თისა საქმედ.
იხილეთ უკუე, ვითარ ოდესცა მახლობელად კერძოთა მათ წარმართ-თასა მივიდოდის, ჰურიათაგან მიიღებს მიზეზსა, რამეთუ აქაცა, აღდგეს რაჲ წინამორბედსა ზედა და მისცეს იგი საპყრობილედ, მომატყუებელ იქმნეს უფლისა წარსლვად გალილეად წარმართთა. ამისთჳსცა წინაჲთვე ქადაგებდა ესაია წინაწარმეტყუელი მისლვასა მისსა და იტყოდა: