მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 4:17

16. ერი რომელი სხდა ბნელსა, იხილა ნათელი დიდი, და რომელნი სხდეს სოფელსა და აჩრდილთა სიკუდილისათა, ნათელი აღმოუბრწყინდა მათ.17. მიერითგან იწყო იესუ ქადაგებად და სიტყუად: შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ.18. და იქცეოდა რაჲ იესუ ზღჳსკიდესა მას გალილეაჲსასა, იხილნა ორნი ძმანი: სიმონ, რომელსა ეწოდა პეტრე, და ანდრეა, ძმაჲ მისი, ითხევლიდეს რაჲ სათხევლითა ზღუასა მას, რამეთუ იყვნეს მესათხევლე.
სახარებაჲ მათესი თავი 4
17. მიერითგან იწყო იესუ ქადაგებად და სიტყუად: შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიერითგან იწყო იესუ ქადაგებად და სიტყუად: „შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ“ (4,17).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: „მიერითგან იწყო“. ოდითგან? ვინაჲთგან მიეცა იოვანე საპყრობილედ. და რაჲსათჳს პირველითგან არა ქადაგებდა, ანუ რად საჴმარ იყო მისა ქადაგებაჲ იოვანესი, ვინაჲთგან აქუნდა თანამსრბოლად ქადაგებაჲ იგი საქმეთა მისთაჲ? რაჲთა მისიცა დიდებაჲ უმეტესად ბრწყინვიდეს და საცნაურ იქმნას, ვითარმედ მისთჳს ქადაგებდეს სხუანიცა წინაწარმეტყუელნი, და ვითარმედ იგი არს უფალი ყოველთაჲ; ვითარცა ეტყოდა ზაქარია იოვანეს: „და შენ, ყრმაო, წინაწარმეტყუელ მაღლის იწოდო, რამეთუ წარსძღუე შენ წინაშე პირსა უფლისასა განმზადებად გზათა მის-თა“, და რაჲთა არცა ერთი რაჲ მიზეზი აქუნდეს ურცხჳნოთა მათ და მედგართა ჰურიათა, ვითარცა უფალმან ბრძანა, ვითარმედ: „მოვიდა იოვანე, არცა ჭამდა, არცა სუმიდა, და იტყჳან, ვითარმედ: ეშმაკეულ არს. მოვიდა ძე კაცისაჲ, ჭამს და სუამს, და იტყჳან: აჰა კაცი მჭამელი და ღჳნისმსუმელი, მეგობარი მეზუერეთა და ცოდვილთაჲ. და განმართლდა სიბრძნე შვილთაგან თჳსთა“.

და კუალად შუენიერცა იყო და ჯეროვან სხჳსა მიერ წამებაჲ და ქადაგებაჲ მისთჳს, და უფროჲსად...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი IV
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
4:12-17 — ქადაგების დასაწყისი კაპერნაუმში და ესაიას წინასწარმეტყველება:

12-13. ხოლო ესმა რაჲ იესუს, ვითარმედ იოვანე მიეცა, განეშორა და წარვიდა გალილეად. და დაუტევა ნაზარეთი და მოვიდა და დაემკჳდრა კაპერნაუმს, საზღვართა ზაბულონისთა და ნეფთალემისთა. - იესო წავიდა, რათა ჩვენთვის ეჩვენებინა, რომ თავი საფრთხეში არ უნდა ჩავიგდოთ. იგი გალილეაში ანუ იმ ქვეყანაში მიდის, სადაც წარმართნი ცოდვისაკენ მიიდრიკნენ და კაპერნაუმში ანუ "სახლში ნუგეშინისცემისა" მკვიდრდება. იგი ხომ იმისთვისაც გარდამოხდა, რომ წარმართნი ნუგეშინისმცემლის სახლად ექცია. ზაბულონი ითარგმნება როგორც ღამეული, ხოლო ნეფთალემი - როგორც სიფართე; ცხოვრება წარმართთა ხომ ღამეულიც იყო და ფართოც, რადგანაც ვიწრო გზას კი არ დაადგნენ, არამედ წარწყმედისაკენ მიმავალს.

14-16. რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი ესაია წინასწარმეტყუელისაჲ, რომელსა იტყჳს: ქუეყანაჲ ზაბულონისი და ქუეყანაჲ ნეფთალემისი, გზაჲ ზღჳსაჲ წიაღ-იორდანესა, გალილეაჲ წარმართთაჲ. ერი რომელი სხდა ბნელსა, იხილა ნათელი დიდი, და რომელნი სხდეს სოფელსა და აჩრდილთა სიკუდილისათა, ნათელი აღმოუბრწყინდა მათ. - გზაჲ ზღჳსაჲ, ნაცვლად ქვეყანისა, რომელიც ზღვისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობდა, ნათელი დიდი -...

სრულად ნახვა
სიტყვა კვირიაკესა შემდგომად ნათლის-ღებისა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემან მიიღო რა ნათლისღება იორდანესა შინა იოანნესაგან, მაშინვე აღვიდა უდაბნოდ, ვითარცა თქმულ არს სახარებასა შინა: აღმოიყვანა იგი სულისაგან გამოცდად. ორმეოცის დღის მარხვა, ლოცვა და მერმეთ გამოცდა ეშმაკისაგან იყო უკანასკნელი მისი მომზადება დიდისა მის მსახურებისათვის, რომლისათვისცა იგი მოავლინა ზეცით მამამან მისმან ქვეყნად. ფრიად აღმაშენებელ და მასწავლებელ არს ჩვენთვის, ძმანო ქრისტიანენო, მოთხრობა სახარებისა ამ საგანზედ. უკეთუ სულმან ბოროტმან გაბედა და მიეახლა გამოცდად უწმიდესისა ქრისტეს არსებისა რავდენ უმეტესად გამოსცდის იგი კაცსა ცოდვილსა! უკეთუ მან იფიქრა, რომელ შეუძლია ჰპოვოს  ცუდი რაიმე ქრისტე იესოსა შინა და აცთუნოს იგი, რავდენ უმეტეს შეუძლია ესრედ იფიქროს მან და კიდეც დარწმუნდეს, რომელ ჩვენ ცოდვილ არსებაში იგი იპოვნის მრავალთა ცუდთა ვნებათა და მიდრეკილებათა, რომელთა საშუალებით ხშირად ჩაგვაგდებს ჩვენ იგი ცოდვასა შინა. გარნა აჰა მაცხოვარი. თვისითა საკუთარითა მაგალითითა წინათვე გვაჩვენებს ჩვენ, რა სახით და რა საშუალებით აცდუნებს სულიერი მტერი კაცსა; მაშასადამე განვიხილოთ მოკლედ მოთხრობა სახარებისა ამ...

სრულად ნახვა
თავი ე̂. განშორებისათჳს ბოროტთა საქმეთაგან და მოგებისათჳს სათნოებათაჲსა და სულიერთა ნაყოფთა, თითო-სახეობისაებრ მადლთაჲსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ ამისთჳს ეხარა მკუდართა, რაჲთა ისაჯნენ კაცობრივ ჴორცითა და ცხონდენ ღმრთისა მიერ სულითა (4,6).:

...ლო ცოდვილთა —მკუდარ, ცოდვასა შინა დაშთომისათჳს.

მოციქულისაჲ: რამეთუ ამისთჳს ეხარა მკუდართა, რაჲთა ისაჯნენ კაცობრივ ჴორცითა და ცხონდენ ღმრთისა მიერ სულითა (4,6).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ ამისთჳს ეხარა მკუდარ-ქმნულთა მათ შეცოდებითა წარმართთა, ვითარმედ: "შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ" (), და "ცული ძირთა თანა ხეთასა ძეს" (), რაჲთა შიშითა თქუმათა და აღთქუმათაჲთა მოიქცენ ბოროტისაგან, და თჳთ ჴორცთავე შინა მყოფთა აწვე დასაჯნენ თავნი მათნი, ნაცვალად პირველ ქმნულთა ბოროტთა სინანულითა, მარხვითა და ლოცვითა, ტირილითა და გლოვითა, და ყოვლითა საწუთროჲსა ამის ღუაწლითა და შრომითა, რაჲთა საუკუნოდ ცხონდენ სულითა, ვითარცა თჳთ-დამშჯელობითა თავთა თჳსთაჲთა სოფელსა ამას, განრომილნი მერმისა მისგან საუკუნოჲსა საშჯელისა და ღირსქმნულნი ცხორებასა საუკუნესა. რამეთუ ამით სახითა იქმნების განხრწნაჲ გარეშისა კაცისაჲ და განახლებაჲ შინაგანისაჲ, რაჟამს სიკუდილი იესუჲსი ჴორცთა შინა მოაქუნდეს მოღუაწეთა მათ. და ცხოველ იყვნენ არღარა სოფლისა ამის, არცა თავთა თჳსთა, არამედ ქრისტესსა, რომლისა თანა დაფარულ არს ცხორებაჲ მათი, რომელნი ჯუარს-ეცუნეს სოფლისა და სოფელი ჯუარს-აცუეს მათდა, რაჲთა ცხოველ იქმნენ ღმრთი...

სრულად ნახვა