თ ა რ გ მ ა ნ ი: არა თუ ასოთათჳს იტყჳს. ნუ იყოფინ! რამეთუ არასადა იტყჳს ბრალსა ასოთასა, არამედ მარადის ბრალობაჲ ბოროტისა მის გონებისაჲ არს; არა თუ თუალი ხედავს ვნებულად, არამედ გულისსიტყუაჲ მიახედვიებს. და უკუეთუმცა ასოთათჳს იტყოდა, არამცა ერთი თუალი აჴსენა ხოლო, არცა მარჯუენესამცა ოდენ სახელ-სდვა, რამეთუ უკუეთუ ვის მარჯუენე თუალი ავნებდეს, მარცხენეცა ავნებს მას. რაჲსათჳს უკუე მარჯუენე თუალი თქუა და მარჯუენე ჴელი დაურთო? რაჲ-თა სცნა, ვითარმედ არა ასოთათჳს არს სიტყუაჲ მისი, არამედ რომელნიიგი თჳსებითა ბუნებითითა გინა სიყუარულისა მჴურვალებითა საკუთარ და საყუარელ იყვნენ ჩუენდა; რაჲთა არა იტყოდი: ესე ვინმე თჳს მეყვის, ანუ იგი ვინმე საყუარელ არს ჩემდა და ფრიად საჴმარ, ამისთჳს ესრეთ ბრძანა, ვითარმედ: დაღაცათუ ვინ ესოდენ გიყუარდეს, რომელ უაღრეს იყოს შენდა და უსაწადელეს მარჯუენისა თუალისა, გინა თუ ესოდენ საჴმარ და თანაშემწე გიჩნდეს იგი საქმეთა შინა შენთა, ვითარცა მარჯუენე ჴელი შენი, და იხილო, ვითარმედ ავნებს სულსა შენსა, მოიკუეთე იგი შენგან. და იხილე ძალი სიტყჳსა მის! არა თქუა, თუ განეშორე, არამედ გამოჩინებად სრულიადისა მის და მკუეთრ...
სახარებაჲ მათესი 5:29
27. გესმა, რამეთუ ითქვა, არა იმრუშო. მრუშობა სხვაა და სიძვა სხვა, მრუშობა შეცოდებაა ქმრიანთან, ხოლო სიძვა - განტევებულთან.
28. ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ ყოველი რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულის-თქუმად მას, მუნვე იმრუშა მის თანა გულსა შინა თჳსსა. - ვინც შესათვალიერებლად შეჩერდება და მზერით გულისთქმა აღეგზნება, მაგრამ მზერას, კიდევ უფრო დიდი ნდომით, მაინც გააგრძელებს, მან უკვე ჩაიდინა თავის გულში ცოდვა მრუშობისა. თუ საქმეც არ მიუმატა, მერე რა? არ შეეძლო და იმიტომ, რომ შეძლებოდა, უკეთურ საქმეს მყისვე აღასრულებდა. ისე კი იცოდე: უკეთუ სურვილი გაგვიჩნდება, მაგრამ მისი საქმით აღსრულებისას დაბრკოლებას წავაწყდებით, ცხადია, რომ მადლის მფარველობის ქვეშ ვიმყოფებით. ასევე ქალებიც, თუკი ისინი იმისთვის ირთვებიან, რომ ვინმეს თავი მოაწონონ, კიდევაც რომ არ მოიწონონ, მაინც სცოდავენ, რადგანაც მათ შეამზადეს სასმელი, რომელიც არავინ შესვა.
29-30. უკუეთუ თუალი შენი მარჯუენე გაცთუნებდეს შენ, აღმოიღე იგი და განაგდე შენგან, რამეთუ უმჯობეს არს შენდა, რაჲთა წარწყმდეს ერთი ასოთა შენთაგანი, ვიდრე არა ყოველი გუამი შენი შთავრდომად გეჰენიასა. და უკუეთუ...
...არა წინააღმდგომად ბოროტისა; არამედ რომელმან გცეს ყურიმალსა შენსა მარჯუენესა, მიუპყარ მას ერთკერძოჲცა. და რომელსა უნდეს სასჯელად და მიღებად კუართი შენი, მიუტევე მას სამოსელიცა შენი“ (5,38-40).
იხილეა, ვითარმედ პირველ, ოდეს-იგი იტყოდა: „უკუეთუ თუალი შენი მარჯუენე გაცთუნებდეს შენ, აღმოიღე იგი და განაგდე შენგან“, არა თუალისათჳს იტყოდა, არამედ მეგობრისათჳს, რომელი სულსა ჩუენსა ავნებნ და მთხრებლად წარწყმედისა შთაგუაგდებნ? რამეთუ რომელმან აქა ესრეთ ბრძანა, რაჲთა დაღაცათუ თუალი ვინ აღმოგჳღოს, არა აღმოვიღოთ მისი ნაცვალად ჩუენისა, რაჲსათჳსმცა განაწესა თუალისა თჳსისა აღმოღებაჲ? რამეთუ ასოჲსა მოკუეთაჲ არასადა უბრძანებიეს ქრისტესა, არამედ, ვითარცა ვთქუ, სიტყუაჲ იგი მეგობრისათჳს იყო საყუარელისა, რომლისაგან წარწყმედაჲ სულისა ჩუენისაჲ იქმნებინ. ხოლო აწ სიტყუათა ამათთჳს ძუელისა შჯულისათა ნუმცა ვინ იტყჳს მეტსა სიფიცხესა და სასტიკობასა, რამეთუ რომელი ამას იტყოდის, ფრიად გამოუცდელ არს იგი სიბრძნესა რჩულისმდებელისასა, რომელმან წესისამებრ ჟამთაჲსა და პირთა მათ, რომელთა მიმართ იტყოდა, დადვაცა შჯული, რამეთუ ერთი არს შჯულისმდებელი ძუელისაჲცა და ახლისაჲ, უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, რომელმან ყოველივე ჯეროვნად განაწესა. გულფიცხელთა მათ და სათნოებისა მიმართ უძლურთ...