კეთილ არს ამას სიტყუასა ზედა დიდად სულ-თქუმაჲ და მწარედ გოდებაჲ, რამეთუ არა ხოლო თუ ორგულთა ვჰბაძავთ, არამედ მათცა ფრიად გარდავემატებით, რამეთუ ვიცნი მრავალნი ჩუენ შორის, რომელნი არა ხოლო თუ იმარხვენ და ეჩუენებიან კაცთა, არამედ არცა თუ იმარხვენ და მარხვასა იჩემებენ და სახესა მმარხველობისასა უჩუენებენ კაცთა და მიზეზსა წინაგჳყოფენ უძჳრესსა ცოდვისა მათისასა და იტყჳან: ამისთჳს ესრეთ ვიქმთო, რაჲთა არა დავაბრკოლნეთ კაცნი. რაჲ არს სიტყუაჲ ესე, უგუნურო? ბრძანებაჲ არს მეუფისაჲ, რომელი ამას გუამცნებს, რაჲთა არა ვეჩუენებოდით კაცთა, და შენ იტყჳ, ამისთჳს ვეჩუენებიო, რაჲთა არა დაბრკოლდენ კაცნი; და უფროჲსღა გარდასლვასა მცნებათა ქრისტესთასა იტყჳ აღსაშენებელად სხუათა?
რაჲმცა იყო უძჳრეს ამის სიტყჳსა? რამეთუ ამით ჯერითა ფრიად უარეს ხარ ორგულთაცა, არამედ გრცხუენოდენ სიტყუათაგან უფლისათა და გულისჴმა-ყავ, ვითარ ძლიერად განგუაკრძალებს, რამეთუ არა თქუა, თუ: ეჩუენებიან ხოლო, არამედ: „განირყუნიანო პირნი მათნი, რაჲთა ეჩუენნენ კაცთა“. მჭმუნვარებასა მას და უფერულებასა პირისასა, რომელსა იქმან სახილველად კაცთა, განრყუნილებად და სიხენეშედ სახელსდვა, რამეთუ...