თ ა რ გ მ ა ნ ი: არა თუ სიტყჳთა ამით ცხებაჲ თავისაჲ და ბანაჲ პირისაჲ გუამცნო; უკუეთუ არა, ვიპოენითმცა ყოველნი გარდამავალ ამას შჯულსა, და უფროჲსად, რომელნი-იგი ყოველთა უმეტესად აღსრულებად მისა მოსწრაფე არიან, კრებულნი მონაზონთანი, მკჳდრნი მთათა შინა და უდაბნოთა. აწ უკუე არა ცხებასა და ბანასა გჳბრძანებს, არამედ ვინაჲთგან ძუელსა მას ჟამსა შინა ჩუეულებაჲ აქუნდა კაცთა ჟამსა შუებისა და სიხარულისასა ზეთისა ცხებად, რომელთა აქუნ - სურნელებითა შემზადებულისა, და სხუათა - ლიტონისა ზეთისაჲ (და ესე საცნაურ არს დავითისგან და დანიელისგან), ამისთჳს ბრძანა უფალმან ცხებაჲ და ბანაჲ, რაჲთა ამათ სიტყუათა მიერ ვისწაოთ, ვითარმედ ჯერ-არს ყოვლით კერძო მოსწრაფებაჲ დაფარვად კაცთაგან მარხვისა ჩუენისა; და რაჲთა სცნა, ვითარმედ ჭეშმარიტ არს სიტყუაჲ ჩუენი, გულისჴმა-ყავ, ვითარმედ თავადმან რაჲიგი სიტყჳთ გუამცნო, საქმით აღასრულა.
და ოდეს-იგი ორმეოც დღე იმარხა, ფარულად კაცთაგან ქმნა იგი, გარნა არცა თავი იცხო, არცა პირი დაიბანა, არამედ თჳნიერ ამისაცა ყოველივე განშორებულად და უცხოდ ზუაობისაგან და მაჩუენებლობისა ქმნა და ჩუენცა ესრეთ გჳბრძანა ქმნად. ამისთჳს ორგულ...