მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 6:19

18. რაჲთა არა ეჩუენო კაცთა მმარხველად, არამედ მამასა შენსა დაფარულად; და მამამან შენმან, რომელი ხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ.19. ნუ იუნჯებთ თქუენ საუნჯეთა ქუეყანასა ზედა, სადა მღილმან და მჭამელმან განრყუნის, და სადა მპარავთა დათხარიან და განიპარიან.20. ხოლო თქუენ იუნჯებდით საუნჯეთა ცათა შინა, სადა არცა მღილმან, არცა მჭამელმან განრყუნის, და სადა არცა მპარავთა დათხარიან და განიპარიან.
სახარებაჲ მათესი თავი 6
19. ნუ იუნჯებთ თქუენ საუნჯეთა ქუეყანასა ზედა, სადა მღილმან და მჭამელმან განრყუნის, და სადა მპარავთა დათხარიან და განიპარიან.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კ
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და რაჟამს იმარხვიდეთ, ნუ იყოფით, ვითარცა-იგი ორგულნი, მწუხარე, რამეთუ განირყუნიან პირნი მათნი, რაჲთა ეჩუენნენ კაცთა მმარხველად“ (6,16).

კეთილ არს ამას სიტყუასა ზედა დიდად სულ-თქუმაჲ და მწარედ გოდებაჲ, რამეთუ არა ხოლო თუ ორგულთა ვჰბაძავთ, არამედ მათცა ფრიად გარდავემატებით, რამეთუ ვიცნი მრავალნი ჩუენ შორის, რომელნი არა ხოლო თუ იმარხვენ და ეჩუენებიან კაცთა, არამედ არცა თუ იმარხვენ და მარხვასა იჩემებენ და სახესა მმარხველობისასა უჩუენებენ კაცთა და მიზეზსა წინაგჳყოფენ უძჳრესსა ცოდვისა მათისასა და იტყჳან: ამისთჳს ესრეთ ვიქმთო, რაჲთა არა დავაბრკოლნეთ კაცნი. რაჲ არს სიტყუაჲ ესე, უგუნურო? ბრძანებაჲ არს მეუფისაჲ, რომელი ამას გუამცნებს, რაჲთა არა ვეჩუენებოდით კაცთა, და შენ იტყჳ, ამისთჳს ვეჩუენებიო, რაჲთა არა დაბრკოლდენ კაცნი; და უფროჲსღა გარდასლვასა მცნებათა ქრისტესთასა იტყჳ აღსაშენებელად სხუათა?

რაჲმცა იყო უძჳრეს ამის სიტყჳსა? რამეთუ ამით ჯერითა ფრიად უარეს ხარ ორგულთაცა, არამედ გრცხუენოდენ სიტყუათაგან უფლისათა და გულისჴმა-ყავ, ვითარ ძლიერად განგუაკრძალებს, რამეთუ არა თქუა, თუ: ეჩუენებიან ხოლო, არამედ: „განირყუნიანო...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი VI
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
6:19-24 — მიწიერი საუნჯე, ბნელი გონება და ორი ბატონი:

19-21. ნუ იუნჯებთ თქუენ საუნჯეთა ქუეყანასა ზედა, სადა მღილმან და მჭამელმან განრყუნის, და სადა მპარავთა დათხარიან და განიპარიან. ხოლო თქუენ იუნჯებდით საუნჯეთა ცათა შინა, სადა არცა მღილმან, არცა მჭამელმან განრყუნის, და სადა არცა მპარავთა დათხარიან და განიპარიან. რამეთუ სადაცა არნ საუნჯე თქუენი, მუნცა იყოს გული თქუენი.- განაგდებს რა პატივმოყვარეობის სენს, უფალი არამომხვეჭელობაზე საუბრობს, რადგან ადამიანები, პატივმოყვარეობისა გამო, ქონების გამრავლებაზე ზრუნავენ, იგი მიწიერი საუნჯის უსარგებლობას გვიჩვენებს. საჭმელსა და სამოსს ხომ ჩრჩილიცა და მჭამელიც გაანადგურებს, ხოლო ოქროსა და ვერცხლს მპარავნი მოიპარავენ. შემდეგ, ვინმეს რომ მისთვის არ ეთქვა: ყველაფერს ხომ ვერ მოიპარავენო, ამბობს: მსგავსიც რომ არაფერი მოხდეს, ქონებაზე ზრუნვით, რომ მასზე მიჯაჭვული ხარ, განა უკვე არ არის უბედურება? ამიტომატ ამბობს: სადაცა არნ საუნჯე თქუენი, მუნცა იყოს გული თქუენი.

22-23. სანთელი გუამისაჲ არს თუალი. უკუეთუ თუალი შენი განმარტებულ იყოს, ყოველი გუამი შენი ნათელ იყოს. უკუეთუ თუალი შენი ბოროტ იყოს, ყოველი გუამი შენი ბნელ იყოს. უკუეთუ ნათელი იგი შენ...

სრულად ნახვა
მოძღვრება პარასკევს დიდ-მარხვის პირველ კვირიაკესა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

საყვარელნო, ძმანო, ქრისტიანენო! ვგონებ, რომელ მრავალნი თქვენ შორის ემზადებით ხვალისათვის ზიარებასა და დღეს უნდა სთქვათ აღსარება წინაშე მოძღვრისა თქვენისა, ამისთვის მსურს წინადაგიგო თქვენ რაოდენიმე ჰაზრი მას ზედა, თუ რაი არს აღსარება, ვინ და რისთვის დააწესა აღსარება, და უმეტესად, როგორ უნდა მოემზადოს ქრისტიანე აღსარებისათვის, უკეთუ სურს მიიღოს მისგან სრული სარგებლობა სულიერი.

მონანება და აღსარება არს ერთი შვიდთა საიდუმლოთაგანი. საიდუმლონი, ვითარცა უწყით თქვენცა, დააწესა უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემან მისთვის, რათა მათითა საშუალებითა მიიღოს მორწმუნემან უხილავი მადლი სულისა წმიდისა განსამტკიცებლად და საცხოვნებლად სულისა მისისა. აღსარებასა შინა კაცი მონანული, განიხილავს რა თავსა თვისსა და მოიგონებს რა ყოველთა თვისთა ცოდვათა, მივალს მოძღვართან და გულ-წრფელად შეატყობინებს მას სულიერსა თვისსა მდგომარეობასა და მიიღებს მისგან შენდობასა ცოდვათა თვისთასა სახელითა და ძალითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა. მაცხოვარმან, აღდგომილმან მკვდრეთით, მისცა მოწაფეთა თვისთა უფლება შეკვრისა და განხსნისა კაცთა ქვეყანასა ზედა, მეტყველმან: მიიღეთ სული წმიდა,...

სრულად ნახვა
სიტყვა კვირიაკესა ყველიერისასა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

ძველითგან მიღებულისა ჩვეულებისა-მებრ მართლ-მადიდებელსა ეკლესიასა შინა, აწინდელსა დღესა ქრისტიანენი გამოითხოვენ შენდობასა ურთიერთთა შორის, შეურიგდებიან ერთი მეორეს და მიუტევებენ, რაიცა ჰქონდათ უკმაყოფილება ანუ გულ-ნაკლულევანება ერთს მეორესაზედა. ამისათვის ეწოდებოდა დღესა ამას კვირიაკე შენდობისა. ნუ დავივიწყებთ ჩვენცა. ძმანო მართლ-მადიდებელნო, წმიდასა ამას ჩვეულებასა, აღვასრულოთ იგი გულ-წრფელად. მიხედეთ, რა სახით შეგვაგონებს მაცხოვარი აღსრულებასა ამა მცნებისასა: უკეთუ მიუტევნეთ თქვენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქვენცა მამამან თქვენმან ზეცათამან; ხოლო უკეთუ არა მიუტევნეთ თქვენ კაცთა შეცოდებანი, არცა მამამან თქვენმან მოგიტევნეს შეცოდებანი თქვენნი. ხედავთ, ვითარ ჰსურს მამასა ჩვენსა ზეციერსა, რათა იყოს ჩვენ შორის ერთობა და სიყვარული? ჰგრძობთ, ვითარ უყვარს მას, ოდეს გვხედავს შერიგებულთა და კეთილად განწყობილთა? წარმოიდგინეთ, ძმანო ჩემნო, ერთი ვინმე მამა, რომელსა ჰყავს რამოდენიმე შვილი და უყვარს იგინი; ვითარ სასიამოვნო არს მისთვის, ოდეს ხედავს მათ შორის სიყვარულსა და ერთობასა; გარნა ოდეს ნახავს მათში სიძულვილსა და განხეთქილებასა...

სრულად ნახვა
სიტყვა ყველიერის კვირიაკესა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

მოკლე არს, ძმანო, დღეს წაკითხული სახარება; იგი იპყრობს თვის შორის არა უმეტეს რვათა მუხლთა, გარნა რაოდენნი მშვენიერნი და ღრმანი არიან მას შინა ჰაზრნი! ორთა პირველთა მუხლთა შინა აწინდელისა სახარებისასა მაცხოვარი გვასწავლის ჩვენ, რათა მიუტევებდეთ მოყვასთა შეცოდებათა მათთა და აღგვითქვამს ჩვენ, რომ მხოლოდ ამ პირობით მამაცა ჩვენი მოგვიტევებს ჩვენ შეცოდებათა ჩვენთა. სამთა სხვათა მუხლთა შინა იგი გვაფრთხილებს ჩვენ, რათა არა ვმარხულობდეთ მსგავსად ფარისეველთა, ესე იგი გარეგანითა სახითა, საჩვენებლად კაცთა, არამედ ვმარხულობდეთ დაფარულად სულითა და გულითა. კიდევ ორთა სხვათა მუხლთა შინა მაცხოვარი შეგვაგონებს ჩვენ, რომელ ჭეშმარიტი საუნჯე და ბედნიერება ჩვენი არის ცათა შინა, ხოლო ყოველი ქვეყნიური სიმდიდრე და ბედნიერება არის წარმავალი და განხრწნადი. ხოლო მერვე მუხლი დღეს წაკითხულისა სახარების არის ეს სიტყვა: სადაცა არს საუნჯე თქვენი, მუნცა იყოს გული თქვენი. დავაყენოთ ყურადღება ერთს წამს შესანიშნავს სიტყვასა ამას ზედა და შევიტყოთ, რას გვასწავლის იგი.

სადაცა არს საუნჯე თქვენი, მუნცა იყოს გული თქვენი: რომელ საუნჯეზე იტყვის აქ მაცხოვარი, ძმანო...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოდ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ოდ რაჲთა ვისწრაფოთ აქავე კურნებად წყლულებათა სულთა ჩუენთასა:

...გნებავსა ხილვად სხუაჲ მკურნალი? ისმინე მისიცა განწესებაჲ: „ვერ ჴელ-გეწიფებისო მონებად ღმრთისა და მამონაჲსა“; და კუალად გასწავლის სახესა სიმრთელისასა და იტყჳს: „ნუ იუნჯებთო ქუეყანასა ზედა, სადა მღილმან და მჭამელმან განრყუნის, და მპარავთა დათხარიან და განიპარიან“. ხოლო ამას ყოველსა თანა გიჩუენებს სახესაცა, რაჲთა იხილნე სნებისა მის ბოროტნი, და წინაგიყოფს მდიდარსა მას, რომელი წადიერ იყო მიმთხუევად ცხორებისა და სიმრთელისა და ვერ უძლო მიმთხუევად ანგაჰრებისაგან მისისა. და კუალად ამას თანა სხუაჲ მახარებელი გიჩუენებს მეორესა მას მდიდარსა, რომელი იწუებოდა ცეცხლსა შინა და არცა თუ წუეთისა ერთისა წყლისა უფალ იყო.

კუალად იტყჳს სახიერი იგი მკურნალი, ვითარმედ: „შეუძლებელი კაცთაგან ღმრთისაგან შესაძლებელ არს“, რაჲთა სცნა, ვითარმედ დაღაცათუ მდიდარ იყო, ძალ-უც მკურნალსა მას კურნებაჲ შენი, რამეთუ არა სიმდიდრე განაგდო წესისა მისგან, არამედ მონებაჲ საფასეთაჲ და ტრფიალებაჲ ანგაჰრებისაჲ; რამეთუ მდიდარსა უკუეთუ სიმდიდრე თჳსი ზიარად აქუნდეს გლახაკთათჳს, ძალ-უც...

სრულად ნახვა